უკრაინაში CIA-ს დირექტორის მოადგილის ვაჟი დაიღუპა, რომელიც რუსეთის მხარეს იბრძოდა

უკრაინაში დაიღუპა აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს (CIA) დირექტორის მოადგილის, ჯულიან გლოსის ვაჟი, 21 წლის მაიკლ გლოსი, რომელმაც კონტრაქტი გააფორმა რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან. ინფორმაციას ამის შესახებ Deutsche Welle ავრცელებს.
მაიკლ გლოსი ამერიკელი სამხედროების შვილია. ჯულიან გალინა გლოსმა დაამთავრა აშშ-ის სამხედრო-საზღვაო აკადემია, 90-იან წლებში კი გახდა აკადემიის კურსანტთა შემადგენლობის პირველი ქალი მეთაური. დაზვერვის სფეროში 30-წლიანი მუშაობის შემდეგ, 2024 წლის თებერვალში ის დაინიშნა CIA-ს დირექტორის მოადგილედ ციფრული ინოვაციების მიმართულებით. გლოსის მამა - ლარი გლოსი - აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ვეტერანია, ის ხელმძღვანელობს სტრუქტურას, რომელიც ქმნის პროგრამულ უზრუნველყოფას, მათ შორის აშშ-ის მთავრობისა და პენტაგონისთვის.
2023 წლის აგვისტოში გლოსი რუსეთში ჩავიდა. რუსეთში მოგზაურობის შემდეგ, როდესაც მისი ვიზის ვადა იწურებოდა, მაიკლი, სავარაუდოდ, მოხალისედ ჩაეწერა უკრაინაში ომში. მისი სახელი გამოჩნდა მოსკოვის ერთ-ერთ მონაცემთა ბაზაში, სადაც მისამართად მითითებული იყო საკონტრაქტო სამსახურში გაწვევის პუნქტი იაბლოჩკოვის ქუჩაზე, ხოლო „ბინად“ - სამედიცინო შემოწმების კაბინეტი #302. ამ მისამართს უთითებდნენ უცხოელებს, რომლებიც ჩადიოდნენ მოსკოვში რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტის გასაფორმებლად და მიემგზავრებოდნენ უკრაინაში საბრძოლველად.
გამოცემა „ვაჟნიე ისტორიი“ [მნიშვნელოვანი ისტორიები] წერს, რომ მაიკლი აღმოაჩინეს მოსკოვის ოლქის თავდაცვის სამინისტროს სასწავლო ცენტრ „ავანგარდში“ გადაღებულ ფოტოებსა და ვიდეოებში, რომლებიც სოციალურ ქსელებში გავრცელდა. „ავანგარდში“ ორკვირიანი წვრთნების შემდეგ, არაუგვიანეს 23 სექტემბრისა, მაიკლი ავტობუსით გადაიყვანეს სამხედრო ნაწილში, რომელიც ძირითადად ნეპალის მოქალაქეებისგან შედგებოდა.
2023 წლის დეკემბერში გლოსი ფრონტზე გაემგზავრა, განაცხადა მისმა თანამებრძოლმა. მარტის ბოლოს 137-ე საჰაერო-სადესანტო პოლკი უკრაინის პოზიციებზე შეტევაზე გადავიდა. მაიკლი 2024 წლის 4 აპრილს დაიღუპა, იტყობინება მისი ოჯახი ნეკროლოგში. მისი გარდაცვალების ზუსტი გარემოებები უცნობია. მაიკლის დაკრძალვა აშშ-ში 2024 წლის 21 დეკემბერს გაიმართა.
1745596660
საზოგადოებალაშა ხუციშვილი: საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს აქვთ ძალიან დადებითი განწყობა და მზაობა ჩვენთან ერთად განახორციელონ რეფორმები
საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში, შედგა მოლაპარაკებები საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები...
1745596335
საქართველონათია თურნავა: ამერიკელი ინვესტორებისთვის მიმზიდველია სტაბილური ვითარება - მშვიდობა, რაც არის ჩვენ ქვეყანაში
ჩვენ ველოდებით ახალ ინვესტორებს საქართველოში და ვხედავთ კიდეც ამ ტენდენციებს, იქნება ეს რეალური ეკონომიკა თუ საფინანსო სექტორი, - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, აშშ-ში სსფ-სა და მსოფლიო ბანკი...
1745596272
საზოგადოებასაქართველოს პრეზიდენტი დელეგაციასთან ერთად რომში იმყოფება
პრეზიდენტის თვითმფრინავი „ჩამპინოს“ სამხედრო აეროპორტში უკვე დაეშვა, სადაც პრეზიდენტის დახვედრის ცერემონია გაიმართა. მიხეილ ყაველაშვილი 26 აპრილს, ვატიკანში რომის პაპ ფრანცისკეს დაკრძალვის ცერემონიას...
1745593042
საზოგადოებასაქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილეებად ლევან ზაუტაშვილი და ზაზა კვიციანი დაინიშნნენ
საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის პირველ მოადგილედ ლევან ზაუტაშვილი დაინიშნა, რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილის პოზიციას კი ზაზა კვიციანი დაიკავებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას...
1745592696
სპორტიტატო გრიგალაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
პოდგორიცაში მიმდინარე ძიუდოს ევროპის ჩემპიონატზე ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) ფინალში ნეიტრალური დროშით მოასპარეზე ტიმურ არბუზოვთან დამარცხდა და ვერცხლის მედალს დაეუფლა. ეს ევროპის ჩემპიონატზე საქართველო...