უნგრეთის პარლამენტმა კანონი მიიღო, რომელიც LGBTQ+ პრაიდს კრძალავს - Associated Press

უნგრეთის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც LGBTQ+ პრაიდის ღონისძიებებს კრძალავს და ხელისუფლებას უფლებას აძლევს, გამოიყენოს სახის ამოცნობის პროგრამა მონაწილეთა იდენტიფიცირებისთვის. ამის შესახებ სააგენტო Associated Press წერს.

უნგრელმა კანონმდებლებმა პრაიდის ამკრძალავი კანონი 136 ხმით 27-ის წინააღმდეგ მიიღეს.

კანონი, რომელსაც უნგრეთის მმართველი პარტია „ფიდესი“ უჭერს მხარს, პარლამენტში დაჩქარებული წესით გავიდა მას შემდეგ, რაც ის მხოლოდ ერთი დღით ადრე წარადგინეს.

სააგენტოს ცნობით, დოკუმენტით შეკრებების შესახებ უნგრეთის კანონში ცვლილება შევა, კერძოდ, დანაშაულად ჩაითვლება ისეთი ღონისძიებების გამართვა, ან მათზე დასწრება, რომლებიც არღვევს უნგრეთის კანონმდებლობას „ბავშვთა დაცვის“ შესახებ, რომელიც კრძალავს ჰომოსექსუალიზმის „გამოხატვას ან პროპაგანდას“ 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვნებში.

კანონის თანახმად, აკრძალულ ღონისძიებაზე დასწრება 200 000 უნგრულ ფორინტამდე (546$) ჯარიმით დაისჯება, რომელიც სახელმწიფომ „ბავშვების დასაცავად“ უნდა გამოიყენოს. ამასთან, ხელისუფლებას შეუძლია, გამოიყენოს სახის ამოცნობის საშუალებები აკრძალულ ღონისძიებაზე დამსწრე პირების იდენტიფიცირებისთვის.

აღნიშნულია, რომ ბუდაპეშტში, უნგრეთის პარლამენტში კენჭისყრის დროს ოპოზიციის დეპუტატებმა შეხვედრების დარბაზში ფერადი კვამლი გაუშვეს.

ცნობისთვის,  უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა 2021 წელს აკრძალა „ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდა“ 18 წლამდე ადამიანებში, უფლებადამცველი ჯგუფებისა და ევროკავშირის მხრიდან მკაცრი კრიტიკის მიუხედავად.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1742489671

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე და ნიკოლ ფაშინიანი სომხეთ-საქართველოს მატჩს დაესწრებიან

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ერევანშია. ირაკლი კობახიძე ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. ორივე ქვეყნის პრემიერ-მინისტრები საქართველო-სომხეთის მატჩს დაესწრებიან. ეროვნული ნაკრები 21:00 საათზე ერთა ლიგის B დივიზ...

ირაკლი კობახიძე და ნიკოლ ფაშინიანი სომხეთ-საქართველოს მატჩს დაესწრებიან

1742488066

სპორტი

სომხეთთან მატჩისთვის საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

 ერთა ლიგის 2024/25 წლის სეზონის პლეი ოფის პირველ შეხვედრას საქართველოს ნაკრები ერევანში სომხეთის ეროვნულ გუნდთან ჩაატარებს. ვილი სანიოლმა მატჩისთვის საქართველოს ძირითადი შემადგენლობა დაასახელა: გიორგ...

ბურთიბურთი

1742485211

მსოფლიო

ზელენსკი უარყოფს ინფორმაციას, რომ ტრამპთან საუბრისას ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის საკუთრების გადაცემის საკითხი განიხილა

 უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი უარყოფს ინფორმაციას, რომ თავის ამერიკელ კოლეგასთან დონალდ ტრამპთან საუბრისას ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის საკუთრების გადაცემის საკითხი განიხილა. როგორც ზ...

აა

1742484164

ახალი ამბები

ზურაბ ქადაგიძე: ნარკოპოლიტიკისადმი ლიბერალური მიდგომა კვირიკაშვილმა დაიწყო და გახარიამ გააგრძელა

„დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ძალიან სწორად ახსნა პროცესი თუ რა მოხდა, როდესაც კვირიკაშვილის ხელდასმით „ქართულ ოცნების“ სიებში და სახელმწიფო სტრუქტურებში მოხდა ლიბერალური დესანტის...

ზურაბ ქადაგიძე

1742481940

მსოფლიო

ჩინეთში კანადის 4 მოქალაქე სიკვდილით დასაჯეს

ჩინეთის ხელისუფლებამ სიკვდილით დასაჯა კანადის ოთხი მოქალაქე, რომლებიც ნარკოტიკების შენახვის ბრალდებით იყვნენ დაკავებული. აღნიშნულის შესახებ The Wall Street Journal-ი იტყობინება. მედიასაშუალების ცნობით...

ჩინეთის დროშა