ზურაბ ქადაგიძე: ნარკოპოლიტიკისადმი ლიბერალური მიდგომა კვირიკაშვილმა დაიწყო და გახარიამ გააგრძელა

„დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ძალიან სწორად ახსნა პროცესი თუ რა მოხდა, როდესაც კვირიკაშვილის ხელდასმით „ქართულ ოცნების“ სიებში და სახელმწიფო სტრუქტურებში მოხდა ლიბერალური დესანტის ჩასმა,“ - განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა ზურაბ ქადაგიძემ.
მისივე თქმით, ქვეყანაში ნარკოპოლიტიკისადმი ლიბერალური მიდგომა გიორგი კვირიკაშვილმა დაიწყო და შემდეგ ეს გზა გიორგი გახარიამ გააგრძელა.
„დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ძალიან სწორად ახსნა პროცესი, თუ რა მოხდა, როდესაც კვირიკაშვილის ხელდასმით „ქართულ ოცნების" სიებში და სახელმწიფო სტრუქტურებში მოხდა ლიბერალური დესანტის ჩასმა. ამ ადამიანებს არანაირი იდეოლოგიური, მორალური და შინაარსობრივი კვეთაც კი არ ჰქონდაT „ქართულ ოცნებასთან“.
ნარკოპოლიტიკის კუთხით მიიღეს ლიბერალური სიგიჟე და დღეს პასუხისმგებლობას იხსნიან. საუბრობენ, რომ სახელმწიფოს ვალდებულებაა ამ საკითხის მოგვარება. არადა რეალურად ეს ადამიანები იყვნენ პასუხისმგებლები ამ ყველაფერზე. ნარკოპოლიტიკისადმი ლიბერალური მიდგომა დაიწყო კვირიკაშვილმა და გააგრძელა გახარიამ. ლუდომანია და ნარკომანია ჩვენი ქვეყნის უდიდესი პრობლემაა. უპასუხისმგებლო ადამიანები მივიდნენ სხვადასხვა უწყებებში და მართვის პროცესში მიიღეს ლიბერალური სიგიჟის კანონები, რომლებმაც დღეს კატასტროფული შედეგი მოუტანა ქვეყანას.
დღეს არსებულ ანტინარკოტიკულ კანონმდებლობაზე არაქმედითი და უუნარო კანონი სხვა არ არსებობს. აუცილებელია პროცესის დარესტარტება. წარმოიდგინეთ პირველადი გასინჯვის მიზნობრივი ჯგუფი 15 წლიდან 13 წელზე ჩამოვიდა. ქალბატონებში ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარების სტატისტიკა მამაკაცთა სტატისტიკას გაუთანაბრდა, სკოლის ასაკზე დაიწია ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარებამ და გავრცელებამ. კანონმდებლობის მიღების დროს ჩვენ უნდა გამოვიდეთ მენტალობიდან, ხასიათიდან, სოციუმიდან და არა ნიდერლანდელი ახალგაზრდის ხედვიდან. ნარკოტიკული ნივთიერებების რეალიზატორი უნდა გაუთანაბრდეს მკვლელს. დაუყოვნებლივ უნდა ამოქმედდეს რესოციალიზაციის პროგრამა, რაშიც ჩაერთვება განათლების კომპონენტი და პროცესი გახდება შექცევადი,“ - განაცხადა ზურაბ ქადაგიძემ.
14:25
საზოგადოებაგიორგი სოსიაშვილი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე პირების გამოუცხადებლობაზე: კითხვებზე თავის არიდება ნიშნავს, რომ მათ რაღაც აქვთ დასამალი და გაურბიან სიმართლეს
თუ ადამიანი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე არ გამოცხადდება, მას მოუწევს შემდეგ უკვე სხვა ინსტანციებთან პასუხების გაცემა, მხედველობაში მაქვს პროკურატურის მიერ გარკვეული საქმის ძიების დაწყება, - განაცხად...
14:24
მსოფლიოუკრაინამ 909 მებრძოლის ცხედარი დაიბრუნა
უკრაინულმა მხარემ რუსეთის ჯართან ბრძოლაში დაღუპული 909 მებრძოლის ცხედარი დაიბრუნა. ინფორმაციას უკრაინის სამხედრო ტყვეებთან მოპყრობის საკოორდინაციო შტაბი ავრცელებს. შტაბის ცნობით, მებრძოლები დაეცნენ კუ...
14:23
საზოგადოება32- ე ბატალიონის ყოფილი ჯარისკაცის სახელით დეზინფორმაცია ვრცელდება - ნათქვამია, თითქოს გოგა გოგლიჩაძე მოქმედი სამხედრო მოსამსახურეა და შეიარაღებული ძალების რიგებს საგამოძიებო კომისიის გამო ტოვებს
სოციალურ ქსელში 32- ე ბატალიონის ყოფილი ჯარისკაცის სახელით დეზინფორმაცია ვრცელდება. გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, თითქოს გოგა გოგლიჩაძე მოქმედი სამხედრო მოსამსახურეა და შეიარაღებული ძალების რიგე...
13:57
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: შეგვიძლია, ამ აქტს ცალსახად ვუწოდოთ მტრული აქტი
„ამ აქტს ცალსახად შეგვიძლია მტრული ვუწოდოთ“, - ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის გადაწყვეტილებას ე.წ. მეგობარ აქტ...
13:45
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია: „მეგობარი აქტი“ ცოტა ღიმილის მომგვრელია, მისი შინაარსიდან გამომდინარე
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი კირცხალია სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ დოკუმენტის შინაარსიდან გამომდინარე, მისი ს...