ვიდეო - კოსოვოს საზღვართან შეტაკებები დაიწყო - სერბეთის არმიას რამდენიმე დაჭრილი სამხედრო უკვე ჰყავს
კოსოვოს საზღვართან შეტაკებები დაიწყო. კოსოვოს თითქმის ყველა რეგიონში განგაშის სირენების ხმა ისმის, მათი დროით 17:40-დან ამ დრომდე. სერბეთის პროგრესული პარტიის ლიდერმა, ვლადიმერ ჯუკანოვიჩმა განაცხადა, რომ საჭიროა "ბალკანეთის დენაციფიკაცია”.
"კოსოვოს ჩრდილოეთი, რომელიც სერბული მოსახლეობითაა დასახლებული კოსოვოს დამოუკიდებლად გამოცხადების შემდგომ კოსოვოს ხელისუფლებას უწევს წინააღმდეგობას. მეორეს მხრივ, სერბეთი კოსოვოს წარმონაქმნს როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოდ არ აღიარებს (არც საქართველო). ჩრდილოეთ კოსოვოს ირგვლივ დაძაბულობა ბელგრადსა და პრიშტინას შორის დიდი ხანია არსებობს. მაგრამ ბოლო თვეებია დაძაბულობა მზარდია. პერიოდულად, ჩრდილოეთში მცხოვრები ადგილობრივი სერბები და კოსოვოელი ძალოვნები შეტაკებებს აწყობენ ერთმანეთში.
ამ ფონზე სერბეთთან დამაკავშირებელი გზები კოსოვოელმა სამხედროებმა ჩაკეტეს, რასაც დაძაბულობის კიდევ უფრო ზრდა მოჰყვა. მეტიც, ბოლო დღეების განმავლობაში სიტუაცია იმდენად მძიმე იყო, რომ კოსოვო და სერბეთი ერთმანეთს დივერსიული ჯგუფების გამოყენების შესახებ სდებდა ბრალს.
რამდენიმე საათის წინ კოსოვო-სერბეთის საზღვრისა და გამშვები პუნქტების ყველა პერიმეტრზე ინტენსიური სროლა და შეტაკება მიმდინარეობს.
სერბეთი, რომელიც კოსოვოს თავის ნაწილად მიიჩნევს ძალის გამოყენებას საკუთარი მოქალაქეების დაცვის მოტივით არ გამორიცხავს. თუმცა აქ საინტერესო ისაა, რომ სერბეთი რუსეთის მოკავშირეა და ნებისმიერი დაძაბულობა თუ შეტაკება კოსოვოში დასავლეთის ფოკუსს უკრაინიდან ბალკანეთისაკენ შეცვლის.
მიუხედავად იმისა, რომ რთული საპროგნოზირებადია თუ როგორ განვითარდება მოვლენები (და საერთოდ განვითარდება თუ ამჯერად ლოკალური სამხედრო ინციდენტით შემოიფარგლება ეს ყველაფერი), მაინც, გლობალურად საერთაშორისო წესრიგი უფრო და უფრო მილიტარისტული ხდება,-წერს, გიორგი კობერიძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵 ვიდეო - ფიზიკური დაპირისპირება ბათუმში, გლოვის დღეს მუსიკის ჩართვის გამო
1793363940
საზოგადოებასაქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის ერთობლივი საბაჟო გამტარი პუნქტის ფუნქციონირების შესახებ ოქმი გაფორმდა
საქართველოსა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრების თანათავმჯდომარეობით, საქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-11 სხდომა გაიმართა. აღნიშნული მთავრობათაშორისი კომ...
1793362806
საზოგადოებაგიორგი კახიანი: გვარამიამ სინანული იმაზე კი არ გამოთქვა, ხელისუფლებაში მისი ყოფნის დროს სისტემურად ირღვეოდა ადამიანის უფლებები, არამედ რა ქველმოქმედებასაც ბიძინა ივანიშვილი ეწეოდა
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანმა, „კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადება შეაფასა და აღნიშნა, რომ მან სინანული „ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დროს ადამიანი...
1793360996
საზოგადოებასაქართველოს ეკონომიკა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6%-ით, 2026 წლის პირველ ცხრა თვეში კი 7,4%-ით გაიზარდა
საქართველოში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მშპ 6%-ით გაიზარდა, 2026 წლის იანვარ-სექტემბრის საშუალო რეალური ზრდა კი 7.4%-ია. წინასწარი მონაცემები სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გა...
1793356457
საზოგადოებამარიამ ქვრივიშვილი: ვხედავთ, რომ ქვეყნის ეკონომიკა სტაბილურად და მდგრადად ვითარდება
„ჩვენ ვხედავთ, რომ ქვეყნის ეკონომიკა სტაბილურად და მდგრადად ვითარდება“, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა 2026 წლის 9 თვის ეკონომიკური ზრ...
1793354255
საზოგადოებასაქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-11 სხდომის ფარგლებში ორი ქვეყნის შესაბამის უწყებებს შორის შეთანხმებები გაფორმდა
საქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-11 სხდომის ფარგლებში ორი ქვეყნის შესაბამის უწყებებს შორის შეთანხმებები გაფორმდა. ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრებმა ხელი მო...

























