2014-2022 წლებში ჩადენილია 186 ქალის მკვლელობა, ოჯახური ნიშნით - 92 ქალის მკვლელობა, ხოლო სხვა მოტივით - 94 ქალის მკვლელობა - პროკურატურა

პროკურატურა ოჯახურ დანაშაულებზე მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებს, რასაც ბოლო წლებში სისხლისსამართლებრივი დევნის მაჩვენებლის ყოველწლიური, მნიშვნელოვანი ზრდა ადასტურებს

რა არის ფემიციდი?

ფემიციდი არის გენდერის ნიშნით ჩადენილი ქალის მკვლელობა, რომლის ჩადენის მოტივი ან კონტექსტი კავშირშია ქალის მიმართ გენდერულ ძალადობასთან, დისკრიმინაციასთან, ან ქალის დაქვემდებარებულ როლთან, რაც გამოიხატება ქალზე უფლებების ქონის სურვილით, ქალთან შედარებით უპირატესი მდგომარეობით, ქალის მიმართ მესაკუთრული დამოკიდებულებით, მისი ქცევის კონტროლით და სხვა.

როგორ ისჯება ქალთა მკვლელობა (ფემიციდი)

სტამბოლის კონვენციის რატიფიცირების შემდეგ, კანონმდებლობის ჰარმონიზაციის პროცესში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა. კერძოდ, გენდერის ნიშნით ჩადენილი მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებად განისაზღვრა და მკაცრი სასჯელი დაწესდა.

გენდერის ნიშნით, ასევე ოჯახური ნიშნით ჩადენილი ქალის განზრახ მკვლელობა ისჯება თავისუფლების აღკვეთით 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით.

2014-2022 წლებში ჩადენილია 186 ქალის მკვლელობა, ოჯახური ნიშნით - 92 ქალის მკვლელობა, ხოლო სხვა მოტივით - 94 ქალის მკვლელობა. ამავე პერიოდში ჩადენილია 129 ქალის მკვლელობის მცდელობა, მათ შორის ოჯახური ნიშნით - 79 ქალის მკვლელობის მცდელობა, ხოლო სხვა მოტივით - 50 ქალის მკვლელობის მცდელობა. აღსანიშნავია, რომ მკაცრი სისხლის სამართლის პოლიტიკის გატარების შედეგად, 2014 წლიდან 2020 წლამდე ქალთა მკვლელობის და მკვლელობის მცდელობის მაჩვენებელი შემცირებული იყო, 2020 წელს ისევ დაფიქსირდა ზრდა, ხოლო 2021 წელს დაფიქსირებულია კვლავ კლება.

2020 წელს ,,კოვიდ-19“ პანდემიით გამოწვეული სირთულეების ფონზე, ლოქდაუნის პირობებში, მთელ მსოფლიოში გაიზარდა ქალთა მიმართ, ოჯახში ძალადობისა და ფემიციდის შემთხვევები.

გაეროს ქალთა ორგანიზაციის ანგარიშის - „მსოფლიოში COVID-19-ის გავლენა ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობისა და სერვისების მიწოდების შესახებ“ მიხედვით, შესწავლილია მსოფლიოს 49 ქვეყანაში არსებული ვითარება, გოგონათა და ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ შეტყობინებების რიცხვი გაზრდილია.

წითელი ჯვრის ორგანიზაციის ანგარიშის მიხედვით „კოვიდ 19-ის დროს სექსუალური და გენდერული ძალადობის პრევენცია და რეაგირება“, გაერთიანებულ სამეფოში კარანტინის პირობებში მომატებულია ოჯახში ჩადენილი მკვლელობები, ერთ-ერთ დახმარების ცხელ ხაზზე მსხვერპლთა შეტყობინებები გაიზარდა 700%-ით. კანადაში, კარანტინის პირობებში, ძალადობის რიცხვი ზოგიერთ რეგიონში 20-30%-ით გაიზარდა.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ინფორმაციით, ნებისმიერ კრიზისულ სიტუაციაში, მათ შორის, ეპიდემიების დროს იმატებს ქალთა მიმართ ძალადობის მაჩვენებელი. სტრესი, სოციალური და უსაფრთხოების ქსელების რღვევა, მომატებული ეკონომიკური არასტაბილურობა და სერვისებზე წვდომის ნაკლებობა ქალთა მიმართ ძალადობის რისკებს აძლიერებს.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵დარჩა ორი მცირეწლოვანი შვილი საქართველოში… - ბელგიაში ქართველი ემიგრანტი დაიღუპა

🔵მამა შვილს აიძულებდა ცოლად არასასურველ პირს გაჰყოლოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში მოკვლით ემუქრებოდა - პროკურატურა

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1793541081

სპორტი

მოფარიკავე სანდრო ბაზაძემ ჩინეთში გამართულ „მასტერსზე“ ოქროს მედალი მოიპოვა

მოფარიკავე სანდრო ბაზაძემ ჩინეთში გამართულ „მასტერსზე“ ოქროს მედალი მოიპოვა. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს სპორტის სამინისტრო ავრცელებს.   მან ფინალში მასპინძელი შიაო ლინი ანგარიშით 15 - 3 დაამარცხ...

სანდრო ბაზაძე

1793538014

ახალი ამბები

ლევან მახაშვილი პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლოს გარშემო განვითარებულ მოვლენებზე: ფაქტია, რომ ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს იმასთან დაკავშირებით, კანონის უზენაესობის ფარგლებში მიმდინარეობს ეს პროცესები თუ არა

„როდესაც ამ ტიპის მიდგომებს თესავენ სხვა სახელმწიფოებში, ადრე თუ გვიან საკუთარ ქვეყანაში მოიმკიან ხოლმე“, - განაცხადა ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა პოლონეთის საკონსტიტუციო სას...

ლევან მახაშვილი

1793533138

მსოფლიო

ლონდონში აშშ-ის საელჩოსთან გამართული საპროტესტო აქციის დროს 130-ზე მეტი ადამიანი დააკავეს

 ლონდონის პოლიციის განცხადებით, დიდ ბრიტანეთში აკრძალული ორგანიზაციის, „პალესტინის მოქმედების“ მხარდასაჭერად საპროტესტო აქციაზე 139 ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას  Associated Press-ი ავრცელებს. მედიას...

დაკავება

1793528397

ახალი ამბები

ცოტნე ანანიძე ბერა ივანიშვილის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე: „ტვ პირველის“ დაუდასტურებელი ინფორმაციით, აეროპორტში მამამ შვილი გააცილა - შემდეგი სკანდალი ალბათ ის იქნება, რომ ოჯახის წევრებმა ერთმანეთს დაბადების დღე მიულოცეს

 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე, „ტვ პირველის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის თანახმად, ბერა ივანიშვილი საქართველოდან გაფრინდა, ხოლო, აეროპორტ...

ცოტნე ანანიძე

1793526713

ახალი ამბები

სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია

2026 წლის 31 ოქტომბერს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირ...

სუსისუსი