41 დაზარალებულს მოტყუებით გამოართვა და საბანკო ანგარიშებზე ჩაარიცხინვა ჯამში 844 755 ლარი - დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნეს
რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ რუსთავში, ბრალდებული თითქოსდა იაპონიიდან საქართველოში ხელსაყრელ ფასად სხვადასხვა მარკისა და მოდელის ავტომანქანების ჩამოყვანის მოტივით, 41 დაზარალებულს მოტყუებით გამოართვა და მის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშებზე ჩაარიცხვინა, ჯამში 844 755 ლარი. მიუხედავად დაზარალებულების მიერ თანხის გადახდისა, ბრალდებულმა ავტომანქანები არ ჩამოიყვანა, ხოლო თანხას თაღლითურად დაეუფლა.
ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, 7 ეპიზოდი) და 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, დიდი ოდენობით, 34 ეპიზოდი) წარედგინა.
რუსთავის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. ასევე დაეკისრა დაზარალებულებისათვის კომპენსაციის გადახდა და აეკრძალა საქართველოს საზღვრის გადაკვეთა ზიანის ანაზღაურებამდე“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
1792478389
ახალი ამბებიბრალდებულები არასრულწლოვან შვილებს გათხოვებას აიძულებდნენ - დაკავებულია 3 ადამიანი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოჯახის წევრის ქორწინების იძულებისა და ოჯახში ძალადობის ბრალდებით, ორ სხვადასხვა ფაქტზე,...
1792477540
ახალი ამბები„200-ლარიანი დახმარების დანიშვნას ჰპირდებოდა“ - იმერეთის პოლიციამ კომპიუტერული მონაცემების ხელყოფის ბრალდებით 1 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, კომპიუტერული მონაცემების ხელყოფის ბრალდებით, ერთი პირი და...
1792475391
ახალი ამბებიგიორგი ჩაკვეტაძე: რაც მათთვის საქართველოში იყო მისაღები, მათსავე დედაქალაქებში მიუღებელი აღმოჩნდა - ეს არის ორმაგი სტანდარტი
„რაც მათთვის საქართველოში იყო მისაღები, მათსავე დედაქალაქებში მიუღებელი აღმოჩნდა. ეს არის ორმაგი სტანდარტი“, - აცხადებს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარ...
1792473241
ახალი ამბებინიკოლოზ სამხარაძე: როდესაც თბილისში იგივე რამ ხდებოდა და როცა შეტევა იყო სახელმწიფო ინსტიტუტებზე, ევროკომისია აკეთებდა განცხადებებს, რომ ეს იყო მშვიდობიანი აქცია, სწორედ ეს არის ორმაგი სტანდარტის გამოვლინება
რამდენიმე ევროპულ ქალაქში განვითარებულ პროცესებს - არეულობას, დემონსტრაციებს და პოლიციას შორის დაპირისპირებას, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე გამო...
1792470967
ახალი ამბებიროგორი ამინდია მოსალოდნელი 20 ოქტომბერს საქართველოში
20 ოქტომბერს ქუთაისში წვიმიან ამინდს ელოდებიან, დღისით +22 და ღამით +15 გრადუსია მოსალოდნელი. ნალექს ოზურგეთშიც ელოდებიან, დღისით +21 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +16 გრადუსი იქნება. ბათუმშიც იწვიმე...































