ირაკლი ქადაგიშვილი: ევროკომისიის პრესსპიკერი რასაც ამბობს, ქვეყნის საშინაო საქმეებში უხეში ჩარევაა და არა მართლმსაჯულებაზე ზრუნვა
„დროა, ყველამ გაათვითცნობიეროს, რომ საქართველო სახელმწიფოა, რომელსაც აქვს კონსტიტუცია, კანონები და მართლმსაჯულება. ის, რასაც ახლა თუ ადრე ამბობდა ევროკომისიის პრესსპიკერი, ქვეყნის საშინაო საქმეებში უხეში ჩარევაა და არა მართლმსაჯულებაზე ზრუნვა“, - ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
ქადაგიშვილის თქმით, მართლმსაჯულების გადამოწმებისა და გაკონტროლების სხვა საერთაშორისოდ აღიარებული ინსტიტუცია არსებობს, როდესაც ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილება გასაჩივრდება ხოლმე სტრასბურგის სასამართლოში.
„შემდეგ, სტრასბურგის სასამართლოს ვერდიქტი ადასტურებს, მართალი იყო თუ არასწორი ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილება. გვახსოვს, ევროკავშირი თუ სხვადასხვა ევროპული ქვეყნების წარმომადგენლები ყველა გახმაურებულ საქმეზე სწორედ პოლიტიკური ზეწოლის მექანიზმებს ამუშავებდნენ ხოლმე მართლმსაჯულებაზეც და სახელმწიფოზეც, მაგრამ ყოველ ჯერზე, როდესაც ეს გახმაურებული საქმეები სტრასბურგის სასამართლოში მიდიოდა, აღმოჩნდებოდა, რომ საქართველოს მართლმსაჯულების გადაწყვეტილება აბსოლუტურად კანონიერი და სწორი იყო. შემდეგ დასტურდებოდა არა სამართლის მხარდაჭერის მიზანი, არამედ სწორედ სამართალზე ზემოქმედების მიზანი.
ახლა საქმე სწორედ ანალოგიურ ვითარებასთან გვაქვს. საქართველოს კონსტიტუციის ნებადართულია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს განხილვის გზით რომელიმე პოლიტიკური პარტია აიკრძალოს? არის და ეს საერთაშორისო ნორმაა. ასეთი ნორმა ყველა ქვეყანაში მოქმედებს. ამიტომ, ჩვენ კანონიერი ამ ნორმის გამოყენების უფლება გვაქვს.
ევროკავშირმა თავისი ასეთი ჩარევებით არსებული ოპოზიცია ასეთ მძიმე მდგომარეობამდე მიიყვანა. იდეაფიქსმა, რომ რამენაირად, ხელისუფლებაში მათთვის სასურველი პოლიტიკური ძალა მოეყვანათ, ეს ოპოზიცია სულ ბანკროტამდე მიიყვანა. სწორედ ამ ჩარევამ და არამართლზომიერმა ქმედებამ საქმე იქამდეც მიიყვანა, რომ საქართველოსთან პოლიტიკური დიალოგი შეჩერებულია.
კარგად გვახსოვს, რა გააკეთეს? არჩევნები არალეგიტიმურად გამოაცხადეს, ოპოზიცია ქუჩაში გაიყვანეს და ქუჩაში დატოვეს. ეს გააკეთეს, მათმა შეშფოთებამ დემოკრატიული პროცესი აქამდე მიიყვანა. ევროკომისიის პრესსპიკერი 4 ოქტომბრის გადატრიალებას რომ უჭერდა მხარს, ეს არის სწორედ ყველაზე დიდი დანაშაული დემოკრატიული პროცესის მიმართ“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.
ცნობისთვის, ევროკომისიის პრესსპიკერმა კრისტიან უიგანდმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ „ევროკავშირი ყურადღებით ადევნებს თვალს საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პროცესს“.
1792478389
ახალი ამბებიბრალდებულები არასრულწლოვან შვილებს გათხოვებას აიძულებდნენ - დაკავებულია 3 ადამიანი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოჯახის წევრის ქორწინების იძულებისა და ოჯახში ძალადობის ბრალდებით, ორ სხვადასხვა ფაქტზე,...
1792477540
ახალი ამბები„200-ლარიანი დახმარების დანიშვნას ჰპირდებოდა“ - იმერეთის პოლიციამ კომპიუტერული მონაცემების ხელყოფის ბრალდებით 1 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, კომპიუტერული მონაცემების ხელყოფის ბრალდებით, ერთი პირი და...
1792475391
ახალი ამბებიგიორგი ჩაკვეტაძე: რაც მათთვის საქართველოში იყო მისაღები, მათსავე დედაქალაქებში მიუღებელი აღმოჩნდა - ეს არის ორმაგი სტანდარტი
„რაც მათთვის საქართველოში იყო მისაღები, მათსავე დედაქალაქებში მიუღებელი აღმოჩნდა. ეს არის ორმაგი სტანდარტი“, - აცხადებს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარ...
1792473241
ახალი ამბებინიკოლოზ სამხარაძე: როდესაც თბილისში იგივე რამ ხდებოდა და როცა შეტევა იყო სახელმწიფო ინსტიტუტებზე, ევროკომისია აკეთებდა განცხადებებს, რომ ეს იყო მშვიდობიანი აქცია, სწორედ ეს არის ორმაგი სტანდარტის გამოვლინება
რამდენიმე ევროპულ ქალაქში განვითარებულ პროცესებს - არეულობას, დემონსტრაციებს და პოლიციას შორის დაპირისპირებას, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე გამო...
1792470967
ახალი ამბებიროგორი ამინდია მოსალოდნელი 20 ოქტომბერს საქართველოში
20 ოქტომბერს ქუთაისში წვიმიან ამინდს ელოდებიან, დღისით +22 და ღამით +15 გრადუსია მოსალოდნელი. ნალექს ოზურგეთშიც ელოდებიან, დღისით +21 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +16 გრადუსი იქნება. ბათუმშიც იწვიმე...































