აჭარაში ევროპაში ყველაზე გრძელი ორზოლიანი ზიპლაინი გაიხსნა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, სულხან თამაზაშვილმა ჩირუხის მთაზე ევროპაში ყველაზე გრძელი ორზოლიანი ზიპლაინი ოფიციალურად გახსნა.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, სულხან თამაზაშვილმა, მოსახლეობას შუამთობის დღესასწაული მიულოცა და აღნიშნა, რომ აჭარაში აქტიურად გაგრძელდება სხვადასხვა ამბიციური პროექტის განხორციელება, რაც კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს სწრაფ ეკონომიკურ ზრდას.

,,წელს შუახევის მუნიციპალიტეტში შუამთობის დღესასწაულს განსაკუთრებული სიახლით ვხვდებით. ჩირუხის მთაზე აშენდა ევროპაში ყველაზე გრძელი ორზოლიანი ზიპლაინი, რომელიც დღეს ოფიციალურად გავხსენით. საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით განხორციელდა ზიპლაინის მშენებლობის თითოეული ეტაპი. პროცესში ჩართული იყო იტალიური კომპანია. პროექტის ჯამურმა ღირებულებამ 9 მილიონი ლარი შეადგინა. ჩირუხის ზიპლაინი გამორჩეული ახალი ტურისტული
ინფრასტრუქტურაა მაღალმთიან აჭარაში, რაც ერთის მხრივ, ხელს შეუწყობს ტურისტული პოტენციალის გაზრდას, ხოლო მეორე მხრივ, დადებითად აისახება მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე.

აჭარის რეგიონში აქტიურად გაგრძელდება სხვადასხვა მიმართულებით ამბიციური პროექტების განხორციელება, რაც კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს სწრაფ ეკონომიკურ ზრდას“, - განაცხადა სულხან თამაზაშვილმა.

ზიპლაინის სიგრძე 1789 მეტრია. სამონტაჟო სამუშაოები, ტექნიკური ოპერირება და უსაფრთხოების მონიტორინგი ამ სფეროში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე იტალიურმა კომპანიამ განახორციელა.

მთიან აჭარაში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება ოთხი სეზონის ტურიზმის სტრატეგიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. ჩირუხის მთა დაკავშირებულია ხულოს მუნიციპალიტეტის ტურისტულ მარშრუტებთან და კურორტ გოდერძთან, სადაც უკვე მოწყობილია ტურისტული ბილიკები. შესაბამისად, ახალი ზიპლაინი ქმნის ტურისტული პროდუქტების ერთიან ჯაჭვს ორ მუნიციპალიტეტს შორის.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1754309399

მსოფლიო

ალიევი და ფაშინიანი ერთმანეთს ვაშინგტონში შეხვდებიან

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი 8 აგვისტოს ვაშინგტონში შეხვედრას გამართავენ. ამის შესახებ news.am იუწყება. ორი ქვეყნის ლიდერს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ...

ალიევი და ფაშინიანი

1754308509

საზოგადოება

ნინო წილოსანი: როგორც აღმოჩნდა, ლიეტუვაში ჩემი და ჩემი კოლეგების არასასურველ პირთა სიაში შემტანი მთავრობა კორუფციული სკანდალის გამო გადადგა, სწორედ ასეთები იღებენ უსამართლო გადაწყვეტილებებს - საინტერესოა, ვინ იქნება შემდეგი?

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ნინო წილოსანი, ლიეტუვის მთავრობის გადადგომის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება და წერს, რომ არასასურველ პირთა სიაში შემტანი ლიეტუვის მთავრობა, კორუფციული სკანდალის გა...

ნინო წილოსანი

1754306935

საზოგადოება

კირცხალია შვედეთის პრემიერის განცხადებაზე: ყოველთვის ვმიჯნავთ ევროპულ ღირებულებებს იმ არარჩეული ბიუროკრატებისგან და „დიფ სთეითის“ მიერ ხელდასხმული პოლიტიკოსებისგან, რომელთაგან უსამართლო დამოკიდებულებები მოდის

ყოველთვის ვმიჯნავთ ევროპას, ევროპულ ფასეულობებს და ღირებულებებს იმ არარჩეული ბიუროკრატებისგან და „დიფ სთეითის“ მიერ ხელდასხმული პოლიტიკოსებისგან, რომელთაგანაც უსამართლო დამოკიდებულებები მოდის, - ასე გ...

ირაკლი კირცხალია

1754305229

საზოგადოება

გურამ მაჭარაშვილი ოპოზიციაზე: ორი-სამი წლის წინ ამას ფუთავდნენ, ახლა აღარც ფუთავენ, ამბობენ კი, რევოლუცია გვინდაო

ოპოზიციის რადიკალური გეგმა 4 ოქტომბრისთვის, ლევან ხაბეიშვილი ხელისუფლების მშვიდობიან დამხობას აანონსებს. საკითხს ჟურნალისტებთან საუბრისას „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი გამოეხმ...

ააა

1754303947

საზოგადოება

კორუფციული სკანდალის გამო ლიეტუვის მთავრობა გადადგა

ლიეტუვაში, კორუფციული სკანდალის გამო, მთავრობა გადადგა. მინისტრთა კაბინეტის უფლებამოსილების შეწყვეტა ლიეტუვის პრემიერ-მინისტრის გინტაუტას პალუცკასის მიერ თანამდებობის დატოვებას უკავშირდება. ის კორუფცი...

ლიეტუვა