კირცხალია შვედეთის პრემიერის განცხადებაზე: ყოველთვის ვმიჯნავთ ევროპულ ღირებულებებს იმ არარჩეული ბიუროკრატებისგან და „დიფ სთეითის“ მიერ ხელდასხმული პოლიტიკოსებისგან, რომელთაგან უსამართლო დამოკიდებულებები მოდის

ყოველთვის ვმიჯნავთ ევროპას, ევროპულ ფასეულობებს და ღირებულებებს იმ არარჩეული ბიუროკრატებისგან და „დიფ სთეითის“ მიერ ხელდასხმული პოლიტიკოსებისგან, რომელთაგანაც უსამართლო დამოკიდებულებები მოდის, - ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი კირცხალია შვედეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებას, რომ ევროინტეგრაციის ფარგლებში უკრაინამ ერთნაირსქესიანი პარტნიორობა უნდა დაარეგულიროს და ლგბტ საზოგადოების სრული სამართლებრივი დაცვა უზრუნველყოს.
კირცხალიას თქმით, საქართველო დე ფაქტო უკვე დგას ამ ყველაფრის წინაშე.
„როდესაც ვაინიცირებდით ოჯახური ღირებულებების კანონს, გამჭვირვალობის კანონს, გვესაუბრებოდნენ, რომ თურმე ოჯახური ღირებულებები ანტიდასავლური, ანტიევროპული და ანტიდემოკრატიული ყოფილა. თურმე ლგბტ თემის პროპაგანდაზე გადის ევროპული გზა. ამიტომ ყოველთვის ვმიჯნავთ ევროპას, ევროპულ ფასეულობებს და ღირებულებებს იმ არარჩეული ბიუროკრატებისგან და „დიფ სთეითის“ მიერ ხელდასხმული პოლიტიკოსებისგან, რომელთაგანაც ასეთი უსამართლო დამოკიდებულებები მოდის“, - აღნიშნა კირცხალიამ.
1754309399
მსოფლიოალიევი და ფაშინიანი ერთმანეთს ვაშინგტონში შეხვდებიან
აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი 8 აგვისტოს ვაშინგტონში შეხვედრას გამართავენ. ამის შესახებ news.am იუწყება. ორი ქვეყნის ლიდერს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ...
1754308509
საზოგადოებანინო წილოსანი: როგორც აღმოჩნდა, ლიეტუვაში ჩემი და ჩემი კოლეგების არასასურველ პირთა სიაში შემტანი მთავრობა კორუფციული სკანდალის გამო გადადგა, სწორედ ასეთები იღებენ უსამართლო გადაწყვეტილებებს - საინტერესოა, ვინ იქნება შემდეგი?
პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ნინო წილოსანი, ლიეტუვის მთავრობის გადადგომის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება და წერს, რომ არასასურველ პირთა სიაში შემტანი ლიეტუვის მთავრობა, კორუფციული სკანდალის გა...
1754306207
ახალი ამბებიაჭარაში ევროპაში ყველაზე გრძელი ორზოლიანი ზიპლაინი გაიხსნა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, სულხან თამაზაშვილმა ჩირუხის მთაზე ევროპაში ყველაზე გრძელი ორზოლიანი ზიპლაინი ოფიციალურად გახსნა. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, სულხან თამაზაშვილმა, მოსახლეობას შუამთობის...
1754305229
საზოგადოებაგურამ მაჭარაშვილი ოპოზიციაზე: ორი-სამი წლის წინ ამას ფუთავდნენ, ახლა აღარც ფუთავენ, ამბობენ კი, რევოლუცია გვინდაო
ოპოზიციის რადიკალური გეგმა 4 ოქტომბრისთვის, ლევან ხაბეიშვილი ხელისუფლების მშვიდობიან დამხობას აანონსებს. საკითხს ჟურნალისტებთან საუბრისას „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი გამოეხმ...
1754303947
საზოგადოებაკორუფციული სკანდალის გამო ლიეტუვის მთავრობა გადადგა
ლიეტუვაში, კორუფციული სკანდალის გამო, მთავრობა გადადგა. მინისტრთა კაბინეტის უფლებამოსილების შეწყვეტა ლიეტუვის პრემიერ-მინისტრის გინტაუტას პალუცკასის მიერ თანამდებობის დატოვებას უკავშირდება. ის კორუფცი...