ადვოკატი: გოგაშვილის დაკავება არჩევნების გაყალბების საქმეზე მის ხელთ არსებულ დოკუმენტებს უკავშირდება, რომლის გასაჯაროვებას აპირებდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის დაკავებული ყოფილ მოადგილის, სოსო გოგაშვილის ადვოკატის, რამაზ ჩინჩალაძის თქმით, გოგაშვილის აზრით, მისი დაკავება არჩევნების გაყალბების საქმეზე მის ხელთ არსებულ დოკუმენტებს უკავშირდება და მისი დაკავებით ინფორმაციის გავრცელების პრევენცია მოხდა.
"როგორც ბატონი სოსო გოგაშვილი აცხადებს, მისი დაკავება უკავშირდება ბოლო პერიოდში მის მიერ წამოწყებულ საქმიანობას.
ეს საქმიანობა ეხება არჩევნების გაყალბების საკითხებს.
როგორც თვითონ აცხადებს, ის მუშაობდა ამ თემაზე და კონკრეტულ სქემებზე.
როგორც ამბობს, აქვს კონკრეტული დოკუმენტი, თუ კონკრეტულად რა და როგორ ხორციელდებოდა.
ის ამ ყველაფრის პრევენციისათვის დააკავეს.
თუმცა ის აპირებს, რომ იბრძოლოს სიმართლისთვის.
აცხადებს და მეც დარწმუნებული ვარ, რომ ის უკანონოდ დააკავეს
[...] როგორც სოსო გოგაშვილი აცხადებს, ეს დოკუმენტები არის საზღვარგარეთ, სანდო ხელში და უახლოეს დღეებში მის გასაჯაროებას აპირებს", – თქვა ადვოკატმა სუს-ის შენობაში გოგაშვილთან შეხვედრის შემდეგ.
მისივე თქმით, დაკავების დროს სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებმა არაერთი დანაშაული ჩაიდინეს, რის შესახებაც საქმის კურსში ჩააყენებენ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურსაც.
"სოსო გოგაშვილის მეუღლე აცხადებს გარემოებასთან დაკავშირებით, რომელიც მნიშვნელოვანია და შეიძლება ითქვას, საგანგაშო – სანამ მის ეზოში დასაკავებლად შევიდოდნენ, სოსო გოგაშვილის მეუღლემ დაინახა ერთ-ერთი პიროვნება როგორ იდებდა ლეპტოპს ზურგის არეში, საქამრეში და შემდეგ ეს ლეპტოპი სხვა გარე მეხსიერების ბარათებთან ერთად ამოღებულ იქნა სოსო გოგაშვილის სახლის ჩხრეკის შედეგად", – ამბობს რამაზ ჩინჩალაძე.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი სპეცოპერაციის შედეგად საკუთარ სახლში გვიან ღამით აიყვანეს.
ცნობისთვის, სოსო გოგაშვილმა გუშინ დაწერა, რომ არჩევნების გაყალბების მტკიცებულებები ჰქონდა, რომელიც "შესაბამის ორგანიზაციას" გადასცა. რამდენიმე დღის წინ კი გია გაჩეჩილაძემ (უცნობი) აუდიოჩანაწერი გაავრცელა, რომელიც მთავარი არხის ჟურნალისტების ფარული მიყურადებით იყო მოპოვებული. აღნიშნულ აუდიოჩანაწერში საუბარი იყო სოსო გოგაშვილზეც.
სოსო გოგაშვილმა ქართული ოცნება 2020 წლის ოქტომბერში დატოვა. ის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ 2015-2018 წლებში მუშაობდა. 2014 წელს შსს-ს გენინსპექციის უფროსი იყო. გოგაშვილი ხელმძღვანელობდა პანკისის ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციას, რა დროსაც 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი მოკლეს.
ასევე დაგაინტერესებთ:
1752782862
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი ევროკავშირის წერილზე: ევროკავშირმა დაარღვია საერთაშორისო სამართალი და დაარღვია საქართველოსთან დადებული საერთაშორისო ხელშეკრულება, რაც სირცხვილია
ამ წერილიდან გავიგეთ ორი რამ: გავიგეთ რომ დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტისთვის ვიზის აუცილებლობის შემოღება იყო 2010 წლის ხელშეკრულების დარღვევა ევროკავშირის მხრიდან და ფაქტია, რომ ევროკავშირმა...
1752782134
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: წარმოგიდგენიათ მაკა ბოჭორიშვილი რომ ჩავიდეს ესტონეთში და ოპოზიციის აქციაში მიიღოს მონაწილეობა?! იტყვიან, რომ ევროპული ღირებულებები ამას ეწინააღმდეგება. თვითონ რომ ამას აკეთებენ, ეს რატომაც ჩვეულებრივი მომენტია
წარმოგიდგენიათ მაკა ბოჭორიშვილი რომ ჩავიდეს ესტონეთში და იქაური ოპოზიციის აქციაში მიიღოს მონაწილეობა?! იტყვიან, რომ ევროპული ღირებულებები ამას ეწინააღმდეგება. თვითონ რომ ამას აკეთებენ, ეს რატომაც ჩვეუ...
1752782104
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: ბრიუსელის წერილი შეეხება უვიზო მიმოსვლის ანგარიშებს, რომელიც ყოველ წელს დგება დეკემბერში. აგვისტო წერილში არ არის ნახსენები, ზეპირად არის ნათქვამი, მაგრამ ფაქტია, რომ აწყობილია საარჩევნო კალენდარზე
ბრიუსელის წერილი შეეხება უვიზო მიმოსვლის ანგარიშებს, რომელიც ყოველ წელს დგება და ეს ხდება წესით დეკემბერში. ეს აგვისტო წერილში არ არის ნახსენები და ზეპირად არის ნათქვამი, მაგრამ ფაქტია, რომ ეს აწყობილ...
1752782050
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: რობერ შუმანი ალბათ საფლავში ტრიალებს, როდესაც ხედავს რა ემართება ევროკავშირს ბრიუსელის დღევანდელი პოლიტიკური ელიტის ხელში. სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ ბრიუსელის სვლას საბჭოთა კავშირისკენ
სრულად ეწერება იმ პოლიტიკაში, რომელსაც ახალი ადმინისტრაცია აწარმოებს. ჩვენ სახელმწიფო მდივნისგან მოვისმინეთ კიდევაც განმარტება, რომ განსხვავებით წინა ადმინისტრაციისგან, ისინი აღიარებენ, რომ ყველა ქვეყ...
1752779680
მსოფლიოThe Wall Street Journal: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი შეზღუდვებს აწესებს სხვა ქვეყნების არჩევნებთან დაკავშირებით საჯარო შეფასებებზე
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აწესებს შეზღუდვებს უცხოურ არჩევნებთან დაკავშირებით საჯარო შეფასებებზე, რითიც ის უარს ამბობს წლების განმავლობაში გამოყენებულ პრაქტიკაზე, რომელიც დემოკრატიული სტანდარტების...