შალვა პაპუაშვილი: რომელიმე ქვეყნის ელჩს, ამ ქვეყანაში თუ ჰგონია, რომ არ უნდა მისცეს ლეგიტიმაცია ქართველი ხალხის არჩევანს, ის მწარედ ცდება. არავისი ლეგიტიმაცია არ სჭირდება

დავესესხები ეუთო/ოდირის წარმომადგენელს, რომელმაც თქვა, რომ ჩვენ რომ წარმოვიდგინოთ, რომ ჩვენი ქვეყნების არჩევნებს ლეგიტიმაციას აძლევენ უცხო ქვეყნები, ეს იქნება დემოკრატიის დასასრული. რომელიმე ქვეყნის ელჩს, ამ ქვეყანაში თუ ჰგონია, რომ არ უნდა მისცეს ლეგიტიმაცია ქართველი ხალხის არჩევანს, ის მწარედ ცდება. არავისი ლეგიტიმაცია არ სჭირდება, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“.
„ეს ხელს უშლის ქვეყნებთან ურთიერთობებს. როდესაც ევროპარლამენტი იღებს ასეთ რეზოლუციას, ან პასე, რომელმაც ჩვენი დელეგაციის უფლებამოსილების ცნობისთვის პირობების წამოყენება გადაწყვიტა. რა თქმა უნდა ურთიერთობა გვირთულდება პასესთან და არ არის ურთიერთობის განწყობა.
რაც შეეხება ლეგიტიმაციას, როგორც კი წარმოიდგინა რასა იუკნევიჩიენემ, რომ მისი ლეგიტიმაცია სჭირდება სხვა ქვეყანას და როგორც კი რომელიმე ქვეყანა დედამიწის ზურგზე დაუშვებს, რომ რასა იუკნევიჩიენემ უნდა მისცეს ლეგიტიმაცია, იქ დამთავრდება ის ქვეყანა. იქ დამთავრდება საქართველოს სამი ათას წლოვანი ისტორია, რასა იუკნევიჩიენეს ლეგიტიმაცია თუ დასჭირდა ჩვენს ხალხს“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
1752782134
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: წარმოგიდგენიათ მაკა ბოჭორიშვილი რომ ჩავიდეს ესტონეთში და ოპოზიციის აქციაში მიიღოს მონაწილეობა?! იტყვიან, რომ ევროპული ღირებულებები ამას ეწინააღმდეგება. თვითონ რომ ამას აკეთებენ, ეს რატომაც ჩვეულებრივი მომენტია
წარმოგიდგენიათ მაკა ბოჭორიშვილი რომ ჩავიდეს ესტონეთში და იქაური ოპოზიციის აქციაში მიიღოს მონაწილეობა?! იტყვიან, რომ ევროპული ღირებულებები ამას ეწინააღმდეგება. თვითონ რომ ამას აკეთებენ, ეს რატომაც ჩვეუ...
1752782104
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: ბრიუსელის წერილი შეეხება უვიზო მიმოსვლის ანგარიშებს, რომელიც ყოველ წელს დგება დეკემბერში. აგვისტო წერილში არ არის ნახსენები, ზეპირად არის ნათქვამი, მაგრამ ფაქტია, რომ აწყობილია საარჩევნო კალენდარზე
ბრიუსელის წერილი შეეხება უვიზო მიმოსვლის ანგარიშებს, რომელიც ყოველ წელს დგება და ეს ხდება წესით დეკემბერში. ეს აგვისტო წერილში არ არის ნახსენები და ზეპირად არის ნათქვამი, მაგრამ ფაქტია, რომ ეს აწყობილ...
1752782050
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: რობერ შუმანი ალბათ საფლავში ტრიალებს, როდესაც ხედავს რა ემართება ევროკავშირს ბრიუსელის დღევანდელი პოლიტიკური ელიტის ხელში. სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ ბრიუსელის სვლას საბჭოთა კავშირისკენ
სრულად ეწერება იმ პოლიტიკაში, რომელსაც ახალი ადმინისტრაცია აწარმოებს. ჩვენ სახელმწიფო მდივნისგან მოვისმინეთ კიდევაც განმარტება, რომ განსხვავებით წინა ადმინისტრაციისგან, ისინი აღიარებენ, რომ ყველა ქვეყ...
1752779680
მსოფლიოThe Wall Street Journal: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი შეზღუდვებს აწესებს სხვა ქვეყნების არჩევნებთან დაკავშირებით საჯარო შეფასებებზე
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აწესებს შეზღუდვებს უცხოურ არჩევნებთან დაკავშირებით საჯარო შეფასებებზე, რითიც ის უარს ამბობს წლების განმავლობაში გამოყენებულ პრაქტიკაზე, რომელიც დემოკრატიული სტანდარტების...
1752776306
სპორტივლადიმერ გამყრელიძე სარეიტინგო ტურნირის ჩემპიონია
უნგრეთში ჭიდაობაში სარეიტინგო ტურნირი მიმდინარეობს. თავისუფალი სტილით მოჭიდავე ვლადიმერ გამყრელიძემ (79 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა. ფინალში მან ტაჯიკი მაგომეტ ევლოევი დაამარცხა. ვლადიმერ გამყრელიძემ ფინ...