ახალი წელი ჯერ არ დამდგარა და პიროტექნიკით უკვე რამდენიმე ათეული შემთხვევაა დამწვრობის ცენტრში - გუგა ქაშიბაძე

ახალ წლამდე ერთი დღით ადრე, უკვე დაფიქსირდა დაზიანების ათეულობით შემთხვევა, - ამის შესახებ დამ­წვრო­ბის ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნელ​მა, გუგა ქაშიბაძემ განაცხადა.

ექიმი მოუწოდებს მოსახლეობას, რომ უარი თქვან პიროტექნიკის გამოყენებაზე.

„მიუხედავად იმისა, რომ ახალი წელი ჯერ არ დამდგარა, უკვე რამდენიმე ათეული შემთხვევა დაფიქსირდა დამწვრობის ცენტრში. საბედნიეროდ, ფოიერვერკებით და მაშხალებით დაზიანების მძიმე შემთხვევები არ გამოვლენილა, წლიდან წლამდე მატულობს ასეთი დაზიანებები, ექიმისთვის გულდასაწყვეტია ისეთ ტრავმასთან მუშაობა, რომლის თავიდან აცილება თავისუფლად შეიძლებოდა, მით უმეტეს, ამ შემთხვევების ნახევარი მოდის ბავშვებზე. სტატისტიკა მხოლოდ დამწვრობის არაა, ბუნებრივია, ძალიან ხშირია ნაკვეთი ჭრილობები, თითების ამპუტაცია, თვალების დაზიანება. მე ვფიქრობ, ყოველგვარი მაშხალების და ფოიერვერკების აფეთქების გარეშეც მოვა ახალი წელი. დროა, ბოდიში და სულელურ ტრადიციაზე უარი ვთქვათ", - თქვა გუგა ქაშიბაძემ. 

ცნობისთვის, საკანონმდებლო რეგულაციების და აკრძალვების მიუხედავად, პროდუქცია ისევ შეუზღუდავად იყიდება, მათ შორის ისეთ ადგილებშიც, სადაც მათი რეალიზაცია კანონით აკრძალულია.

პიროტექნიკის შეძენა მცირეწლოვან ბავშვებსაც შეუძლიათ, რაც საკმაოდ სახიფათოა. ყოველწლიურად პიროტექნიკით დაზიანებული რამდენიმე ადამიანი ხვდება დამწვრობის ცენტრში.

მხოლოდ 2021 წელს, საახალწლო დღეებში, საქართველოში  პიროტექნიკით დაშავებულ 36 ადამიანს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა. 31 დეკემბრიდან 1 იანვრის ჩათვლით კი სასწრაფო დახმარება 51-ჯერ გამოიძახეს. 

ასევე საინტერესოა:

🔵 საშიში პიროტექნიკა - ყველაფერი რაც მისი შეძენის და გამოყენების დროს უნდა იცოდეთ!

🔵  თბილისის ზოოპარკი: 31-ში საღამოს ცხოველებს დამამშვიდებელ პრეპარატებს აძლევენ, გულით გთხოვთ, თავი შეიკავოთ ფოიერვერკებისა სროლისგან და არ გამოუშვათ მაშხალები ზოოპარკის მიმართულებით

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1792143521

საზოგადოება

პრემიერი ოპოზიციაზე: არსად აქვთ შანსი, არც არჩევნებში, არც ქუჩაში, არც საკონსტიტუციო სასამართლოში, ქართველი ხალხის მხარდაჭერა არ აქვთ ამ პოლიტიკურ ძალებს და არ არიან მართლები არც კანონის, არც კონსტიტუციისა და არც ხალხის წინაშე

„ამ ძალებს არსად აქვთ შანსი - არც არჩევნებში, არც პარლამენტში, არც ქუჩაში, არც საკონსტიტუციო სასამართლოში. აქედან გამომდინარე, სრულ გაურკვევლობაში არიან და ხან ერთს აანონსებენ, ხან მეორეს, თუმცა ყოველ...

ირაკლი კობახიძე

1792142218

საზოგადოება

ლევან მახაშვილი: პოლიტიკა, რომელმაც დააზიანა ყველა მხარის ინტერესები, ერთხელ და სამუდამოდ უნდა შეწყდეს, უნდა მოვიდნენ გონს ზოგიერთები ბრიუსელში, რომლებიც იზოლაციას ამჯობინებენ დიალოგს

„ის პოლიტიკა, რომელმაც კრახი განიცადა და რომელმაც დააზიანა ყველა მხარის ინტერესები, უნდა შეწყდეს ერთხელ და სამუდამოდ, უნდა მოვიდნენ გონს ზოგიერთები ბრიუსელში, რომლებიც იზოლაციას ამჯობინებენ დიალოგს“,...

ლევან მახაშვილი

1792140905

საზოგადოება

ნინო წილოსანი საკონსტიტუციო სარჩელზე: მათზე უკეთ ისედაც არავინ იცის, რა მავნებლობები აქვთ ჩადენილი, ამიტომ, ყველაზე კარგად ათვიცნობიერებენ სარჩელის სამართლებრივ მხარეებს

მომდევნო კვირიდან საკონსტიტუციო სასამართლო ხუთი ოპოზიციური სუბიექტის აკრძალვის საკითხზე პირველ სხდომას გამართავს. უმრავლესობა „ნაციონალური მოძრაობის“, „ახალის“, „ლელოს“, „ფედერალისტებისა“ და პარტია „ს...

ნინო წილოსანი

1792139276

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: საქართველო კვლავაც ერთგულია საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის, რათა დავიცვათ ბიომრავალფეროვნება, გავაძლიეროთ ბუნების დაცვის ძალისხმევა და უზრუნველვყოთ, ბუნებრივი გარემოს შენარჩუნება

რეგიონულ თანამშრომლობასთან ერთად, საერთაშორისო პარტნიორობას მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ბუნების დაცვის სფეროში აღებული ვალდებულებების პრაქტიკულ შედეგებად გარდაქმნაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ...

ირაკლი კობახიძე

1792139205

საზოგადოება

პრემიერი: საქართველო კავკასიის ბიომრავალფეროვნების რეგიონში მდებარეობს, საქართველოს მიდგომის საფუძველს სწორედ ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვა, ეკოლოგიური კავშირების შენარჩუნება და დაზიანებული ეკოსისტემების აღდგენა წარმოადგენს

„მოხარული ვარ, რომ ვმონაწილეობ ბიოლოგიური მრავალფეროვნების საკითხებზე ერევანში გამართულ ლიდერთა სამიტში. მსურს, გულწრფელი მადლობა გადავუხადო გაერთიანებული ერების ორგანიზაციასა და სომხეთის მთავრობას სა...

ირაკლი კობახიძე