საშიში პიროტექნიკა - ყველაფერი რაც მისი შეძენის და გამოყენების დროს უნდა იცოდეთ!
ახალი 2022 წლის დადგომამდე 18 დღე რჩება. ახალი წლის მოახლოებასთან ერთად აქტუალური ხდება საშიში პიროტექნიკის გამოყენების საკითხი.
საკანონმდებლო რეგულაციების და აკრძალვების მიუხედავად, პროდუქცია ისევ შეუზღუდავად იყიდება, მათ შორის ისეთ ადგილებშიც, სადაც მათი რეალიზაცია კანონით აკრძალულია.
პიროტექნიკის შეძენა მცირეწლოვან ბავშვებსაც შეუძლიათ, რაც საკმაოდ სახიფათოა. ყოველწლიურად პიროტექნიკით დაზიანებული რამდენიმე ადამიანი ხვდება დამწვრობის ცენტრში.
მხოლოდ 2021 წელს, საახალწლო დღეებში, საქართველოში პიროტექნიკით დაშავებულ 36 ადამიანს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა. 31 დეკემბრიდან 1 იანვრის ჩათვლით კი სასწრაფო დახმარება 51-ჯერ გამოიძახეს.
ძველით ახალი წლის ღამეს პიროტექნიკით ექვსი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ოთხი ბავშვი.
ახალი წელი ახლოვდება და ჩვენ პრევენციის მიზნით, პიროტექნიკის გამოყენების რამდენიმე წესს გაგაცნობთ, რომელიც ორგანიზაცია "უსაფრთხო გარემო"- ს ფეისბუკგვერდზეა გამოქვეყნებული/
რა უნდა გაითვალისწინოთ პიროტექნიკის შეძენის და გამოყენების დროს:
* მიაქციეთ ყურადღება საახალწლო პიროტექნიკის ვადას – ეს მნიშვნელოვანია.
* აუცილებლად გაეცანით პროდუქტზე აღნიშნულ მოხმარების წესებს (თუ ის საერთოდ გააჩნია… )
* ასაფეთქებლად გამზადებულ პიროტექნიკას ხელში ნუ დაიტოვებთ. აუცილებელია ე.წ. „ასაფეთქებელი“ ცეცხლის წაკიდებიდან იმ წამსვე გადააგდოთ, რა თქმა უნდა, ადამიანებისგან თავისუფალ სივრცეში.
- ე.წ. „მაშხალები“, რომელსაც ახალი წლის პერიოდში სახლიდან ისვრიან, სახიფათოა! მათი უმრავლესობის მოხმარების წესი გულისხმობს მიწაზე დამაგრებას და ადამიანის რამდენიმე მეტრით მოშორებას
* თუ მაინც სახლიდან „ისვრით“ „ასაფეთქებელს“ და მას ცეცხლი არ წაეკიდა, ან ჩაქრა, ნუ ჩაიხედავთ პიროტექნიკაში იმის შემოწმების მიზნით, თუ რა არის ცეცხლის ჩაქრობის მიზეზი. შესაძლოა თვალი დაიზიანოთ.
ბინაში ნუ აანთებთ და ნუ გამოიყენებთ საახალწლო პიროტექნიკას. ნურც მეზობელს შეუგდებთ ასაფეთქებლებს.
ყველა შემთხვევაში, მივმართავთ მშობლებს, რომ ბავშვები მარტო არ დატოვონ ასაფეთქებელ მოწყობილობებთან.
პირველადი დახმარება დამწვრობისას:
როგორ არ მოვიქცეთ – სანამ საავადმყოფოში მივალთ, დაუშვებელია რაიმე ე.წ. ხალხური მეთოდების გამოყენება.
ნუ გამოიყენებთ კბილის პასტას, ყინულების გროვას, ზეთს, შარდს ან მაწონს, და, მეტიც, არც რაიმე მალამოს გამოყენებაა რეკომენდებული.
როგორ მოვიქცეთ – აუცილებელია წვის პროცესის შეჩერება, რასაც მივაღწევთ ოთახის ტემპერატურის გამდინარე წყლით ჭრილობის ჩამორეცხვით რამდენიმე წუთის განმავლობაში.
აუცილებლად მოვაშოროთ სამკაულები დაზიანებულ კიდურზე და ტანსაცმელი დაზიანების ადგილზე, თუმცა, თუ დამწვრობის გამო ტანსაცმელი მიკრულია სხეულზე, ძალდატანებით არ უნდა მოშორდეს და შევახვიოთ სტერილური მშრალი ნაჭრით.
დამწვრობა არ შეიძლება განვიხილოთ როგორც მხოლოდ კანის ლოკალური დაზიანება, რადგან ამ დროს უჯრედულ დონეზე ხდება ისეთი ნივთიერებების გამოყოფა და სისხლში გადასვლა, რაც ტოქსიკურ ზემოქმედებას ახდენს ორგანიზმზე.
შესაბამისად, დამწვრობა საბოლოოდ უნდა შეაფასოს ექიმმა და მკურნალობის ტაქტიკაც მან უნდა გვირჩიოს.
პიროტექნიკით დაზიანებისას შესაძლოა განვითარდეს ნებისმიერი სახის სისხლდენა, განსაკუთრებით საშიშია არტერიული სისხლდენა, რომელიც გამოირჩევა პულსირებადი ხასიათით, არის წითელი შეფერილობის და ძლიერი ნაკადით მოედინება.
როგორ არ მოვიქცეთ – დაუშვებელია ჭრილობის მოწვა, ან თუთუნის დაყრა და მსგავსი გავრცელებული მითების გამოყენება.
როგორ მოვიქცეთ – მოახდინეთ ჭრილობის ვიზუალიზაცია და გადადით სისხლდენის შეჩერებაზე.
სისხლდენის კონტროლი შედგება ორი საფეხურისგან: პირდაპირი ზეწოლა ჭრილობაზე და ლახტი.
პირველი და ყველაზე სწრაფად რაც უნდა გავაკეთოთ, არის პირდაპირი ძლიერი ზეწოლა სისხლმდენ ჭრილობაზე, და თუ ეს არასაკმარისი აღმოჩნდა, შემდეგ ლახტი ჭრილობის ზევით (ლახტი – სპეციალური მოწყობილობაა სისხლის შესაჩერებლად, მისი სწორად გამოყენებისთვის უმჯობესია ყველამ გაიაროს პირველადი სამედიცინო დახმარების კურსი).
და ბოლოს, პიროტექნიკის გამოყენებისას მაქსიმალურად დაიცვათ უსაფრთხოების წესები და გაუფრთხილდეთ საკუთარ და ირგვლივ მყოფი ადამიანების ჯანმრთელობას.
ცნობისთვის, შეერთებულ შტატებში საახალწლო პიროტექნიკის გამოყენება მკაცრად რეგულირდება. რიგ შტატებში ის საერთოდ აკრძალულია, სხვა შტატებში კი მხოლოდ გარკვეული ნაწილის გაყიდვა - მოხმარება შეიძლება.
ასევე საინტერესოა:
🔵 ვანგას წინასწარმეტყველება - რა მოხდება სამყაროში ორ კვირაში, როცა 5 ორიანი მოვა?
1792350256
საზოგადოებარომის პაპი ფილტვზე ჩატარებული ოპერაციის შემდეგ საზოგადოებაში პირველად გამოჩნდა
რომის პაპმა ლეო XIV-მ ფილტვზე ჩატარებული ოპერაციის შემდეგ პირველი ღონისძიება გამართა. ამის შესახებ Vatican News-ი იუწყება. 18 ოქტომბერს, ოპერაციის შემდეგ პირველ საჯარო გამოჩენისას პაპმა ლეო XIV-მ მონა...
1792348393
ახალი ამბებიკახეთის პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით სამი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით სამი პირი დააკავეს, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია. ინფორმაციას შსს ავრცელებს. „გამოძიებ...
1792346955
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: ქალბატონი კალასი ორი წელია ეხვეწება მარკო რუბიოს შეხვედრის ჩანიშვნაზე, ეს ხომ ჩვენი მოგონილი არ არის და საჯარო ინფორმაციაა?! ერთწუთიან შეხვედრას ვერ ნიშნავს
ევროპელ ხალხს რა პასუხს სცემენ, როდესაც ყველამ იცის, რომ ნატოში ამინდს ქმნის ამერიკის შეერთებული შტატები?! მმართველი ელიტა რეალობას ხომ აცდენილია ამ შემთხვევაში?! - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“...
1792346436
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: ბრიუსელს მოუწევს ადრე, თუ გვიან შეგუება იმ ფაქტთან, რომ „ქართულ ოცნებას“ ვერანაირად ჩაანაცვლებენ აგენტურით, დასხდებიან და ჩვენთან დაიწყებენ საუბარს
ბრიუსელს მოუწევს ადრე, თუ გვიან შეგუება იმ ფაქტთან, რომ „ქართულ ოცნებას“ ვერანაირად ჩაანაცვლებენ აგენტურით, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა „იმ...
1792345297
საზოგადოებავარლამ ლიპარტელიანი: მხოლოდ თავიანთ სახეს წარმოაჩენენ ის ადამიანები, რომლებიც ესხმიან თავს განსაკუთრებით წარმატებულ სპორტსმენებს, ასევე იმ ძლიერ, საყრდენ ინსტიტუტებს, რაზედაც ჩვენი ქვეყანა დგას
ვფიქრობ, დრომ კარგად გამოაჩინა, რომ ეს ყველაფერი საპირისპიროდ მუშაობს. ვერანაირ ზიანს ვერ მოუტანენ ვერცერთ ადამიანს და ვერც ჩვენს ქვეყანას, - განაცხადა „იმედის კვირასთან“ „ქართული ოცნების” ახალგაზრდულ...


























