ახალციხეში ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელების 6 შემთხვევა დაფიქსირდა

ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელების 6 შემთხვევა დაფიქსირდა. დაავადება ერთ კაცსა და ხუთ ქალს დაუდასტურდა. ყირიმ–კონგოს შემთხვევები გამოვლინდა ჭვინთაში, საყუნეთში, მუსხში კლდეში, ქალაქ ვალესა და ქალაქ ახალციხეში.

„ყველა შემთხვევაზე განხორციელებულია ეპიდკვლევა, ხოლო პაციენტებს შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ. ინფორმაცია შემთხვევებთან დაკავშირებით გადაგზავნილია სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში, სოფლის ექიმებთან და სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონულ სამმართველოში”, – აღნიშნული ინფორმაცია ახალციხის მერიამ "სამხრეთის კარიბჭეს" საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრზე დაყრდნობით მიაწოდა.

როგორია პაციენტების მდგომარეობა და რომელ კლინიკებში იმყოფებიან ჩვენთვის უცნობია, ახალციხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი, ფატი ხაბულიანი „სამხრეთის კარიბჭეს“ სატელეფონო ზარს არ პასუხობს.

13 მაისის მონაცემებით, მიმდინარე წელს სამცხე–ჯავახეთში ადამიანის ყირიმ–კონგოთი დააავადების 10 შემთხვევაა გამოვლენილი. აპრილში ასპინძაში ინფიცირების 4 შემთხვევა დაფიქსირდა. ოთხივე პაციენტი თავს კარგად გრძნობს.

ინფორმაციას, „სამხრეთის კარიბჭე“ ავრცელებს.

ასევე საინტერესოა:

🔵 „ბორჯომის“ თანამშრომლები ხელმძღვანელობის მხრიდან შანტაჟსა და იძულებაზე საუბრობენ

🔵 სოფლის მეურნეობის სამინისტრო: მარაგი დღეისათვის გვაქვს საკმარისზე მეტი, თუმცა გვაქვს ფქვილის და არა ხორბლის სახით

🔵 ნინო ნადირაძე: მიხეილ სააკაშვილს ყველა საჭირო გამოკვლევა უტარდება

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1794636223

ახალი ამბები

როგორი ამინდია მოსალოდნელი 14 ნოემბერს საქართველოში

14 ნოემბერს ქუთაისში წვიმიანი ამინდი იქნება, დღისით +24 და ღამით +14 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღე იქნება ოზურგეთში. დღისით +23 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +13 გრადუსი იქნება. ბათუმშიც მზეა მოსა...

ამინდი

1794602151

სპორტი

მერაბ დვალიშვილი: იმედი მაქვს, რომ ყველას გაათავისუფლებენ, არავის ვუჩივლებ

UFC-ის ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილი და მოჭიდავე საბა ლაზიშვილი გათავისუფლებული არიან. დროებითი მოთავსების იზოლატორის დატოვების შემდეგ სპორტსმენმა სოციალურ ქსელში მიმართვა გაავრცელა და მხარდაჭერი...

მერაბ დვალიშვილი

1794600976

მსოფლიო

დონალდ ტუსკი აცხადებს, რომ პოლონეთი ამერიკული იარაღის შესაძენად უკრაინის დაფინანსების პროგრამაში მონაწილეობას აღარ მიიღებს

პოლონეთი PURL-ის (უკრაინის პრიორიტეტული საჭიროებების სია) პროგრამაში წვლილის შეტანას წყვეტს. ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა ნატოს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან საუბრის შემდეგ...

 დონალდ ტუსკი

1794599214

სპორტი

14 ნოემბერს საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები თბილისში უნგრეთს უმასპინძლებს

14 ნოემბერს  საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის მეხუთე შეხვედრას გამართავს. ჩვენი გუნდი უნგრელებს მიხეილ მესხის სტადიონზე უმასპინძლებს. დღეს ჟურნალისტების შეკითხვებს, მთავარმა მწვრთნე...

საქართველოს ეროვნული ნაკრები

1794597235

საზოგადოება

ნინო წილოსანი: ჩინეთში ვიზიტი იყო ძალიან წარმატებული, ყოველ შეხვედრაზე ვგრძნობდით თანამშრომლობის დიდ სურვილს და კონკრეტული გეგმებიც ჟღერდებოდა

დაწყებული პოლიტიკური თანამშრომლობიდან დამთავრებული მაღალტექნოლოგიური ინდუსტრიების მონახულებით ჩვენი ვიზიტი იყო ძალიან წარმატებული. ყოველ შეხვედრაზე ვგრძნობდით თანამშრომლობის დიდ სურვილს და კონკრეტული...

ნინო წილოსანი