„ბორჯომის“ თანამშრომლები ხელმძღვანელობის მხრიდან შანტაჟსა და იძულებაზე საუბრობენ

კომპანია ბორჯომის თანამშრომლები, რომლებიც ახალ ხელშეკრულებებს მიუღებელი პირობების გამო ხელს არ აწერენ, ამბობენ, რომ მათ ტელეფონზე ურეკავენ და აიძულებენ, მოაწერონ ხელი შეთანხმებას. წინააღმდეგ შემთხვევაში კი კუთვნილი განაცდურის წართმევით ან გათავისუფლებით ემუქრებიან.

ცნობისთვის, ბორჯომის თანამშრომლები მუქარასა და დაშინების მცდელობაზე რამდენიმე კვირის წინაც საუბრობდნენ. მას შემდეგ რაც სანქცირების მიზეზით კომპანიამ ქარხნები გააჩერა.

თანამშრომლები ამბობენ, რომ ახალ ხელშეკრულებაზე ხელის მოსაწერად მათ დღის ბოლომდე მისცეს ვადა. როგორც ისინი ჰყვებიან, სატელეფონო ზარებს ახორციელებს ირაკლი სტეფნაძე, რომელიც არაა ადმინისტრაციის თანამშრომელი და დისტრიბუციაში მუშაობს.

"მიდის დაშინების პროცესი, შანტაჟი. ყველა ღონეს ხმარობს კომპანია, ის ხელშეკრულება, რომელიც მათ უნდათ, გაატაროს. მიდის შანტაჟი. როგორც შეიძლება ეს? რომ დაურეკოს კომპანიის წარმომადგენელმა თავის დასაქმებულს და აშანტაჟოს, რომ თუ ხელს არ მოაწერს, რეორგანიზაციაში მოყვები", - ამბობს ერთ-ერთი თანამშრომელი.

ფორმულა დაუკავშირდა ირაკლი სტეფნაძეს, თუმცა მან ტელეკომპანიის კითხვებს არ უპასუხა.

კომპანია ბორჯომმა წარმოება 29 აპრილს შეაჩერა და ორივე ქარხნის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. მიზეზი დასავლეთის მიერ რუსეთის და რუსი ბიზნესმენების მიმართ დაწესებული სანქციებია - ბორჯომის მფლობელი რუსული კომპანია ალფა გრუფია, რომელიც სანქცირებულთა სიაში მოხვდა - მისი ანგარიშები გაიყინა.

ქარხნებში 1000 ადამიანია დასაქმებული. წარმოების შეჩერების შემდეგ კომპანიამ მათ ახალი სახელფასო პირობები შესთავაზა - თანამშრომლებს ანაზღაურება გაუნახევრდათ, ასევე, ზეგანაკვეთურ შრომაში ნაცვლად არსებული 140%-ისა, 125%-ს მიიღებენ.

კომპანია ბორჯომმა 49 თანამშრომელი, რომლებმაც ახალ პირობებს ხელი არ მოაწერეს, სამსახურიდან გაათავისუფლა. გათავისუფლებული თანამშრომლები სამსახურში აღდგენას და ძველი ხელშეკრულებით მუშაობის გაგრძელებას ითხოვენ. წერს ტელეკომპანია „ფორმულა“

ასევე საინტერესოა:

🔵 ღმერთო აცოცხლე, ამრავლე, სიკეთეში და სიხარულში ამყოფე ეს მშრომელი, წესიერი, ალალი გულის ხალხი“ - რა გეგმები აქვს ზურა შევარდნაძეს?

🔵 „სიმწრისგან არ ვიცი რა გავაკეთო… მე ჩემი ლექსო დავკარგე…“ - ნიკოლოზ რაჭველი ლექსო თორაძეს ემშვიდობება

🔵  „მოგვცეს ყველაზე ძვირად ღირებული მიწის 3 ჰექტარი“ - გიგა მაქარაშვილი ბუჩას მერს შეხვდა

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1793862838

მსოფლიო

გერმანიაში ელექტრომობილებზე მოთხოვნილება ერთ წელიწადში 80%-ით გაიზარდა

გერმანიაში ელექტრომობილებზე მოთხოვნილება საკმაოდ მაღალია და ის ზრდას განაგრძობს. ავტოტრანსპორტის ფედერალური უწყების ცნობით, 254 500 ახალი მსუბუქი ავტომობილიდან, რომლებიც 2026 წლის ოქტომბერში იყო დარეგ...

 ელექტრომობილებზე მოთხოვნილება

1793862727

ახალი ამბები

პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ერთი პირი დააკავა - ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაც...

 დიდი ოდენობით ნარკოტიკი

1793862415

ახალი ამბები

ბრალდებულმა თბილისში რამდენიმე სასტუმრო გაქურდა, ასევე, ორჯერ სცადა სასტუმროებში მოქალაქეების კუთვნილი ნივთების მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლება - დაკავებულია 1 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ქურდობისა და ქურდობის მცდელობის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმე...

პოლიცია, ლენტი, პატრული

1793860273

ახალი ამბები

გარდაიცვალა კომპოზიტორი ნუნუ დუღაშვილი - „დაგვტოვა ბობოქარმა გენიოსმა“

კომპოზიტორი ნუნუ დუღაშვილი 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში მომღერალმა აჩიკო ბერიძემ გაავრცელა:  „არც კი ვიცი, რა დავწერო…სანამ უკანასკნელი ქართველი იარსებებს, ნუნუ დუღ...

ნუნუ დუღაშვილი

1793858877

მსოფლიო

ტრამპი აცხადებს, რომ თავდაცვის მდივნის პიტ ჰეგსეტის შეცვლას არ გეგმავს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თავდაცვის მდივნის პიტ ჰეგსეტის შეცვლას არ გეგმავს. „არა, ვფიქრობ, ის თავის საქმეს ძალიან კარგად აკეთებს“, - განაცხადა ტრამპმა ჟურნალისტების შეკითხვის ს...

დონალდ ტრამპი