სოფლის მეურნეობის სამინისტრო: მარაგი დღეისათვის გვაქვს საკმარისზე მეტი, თუმცა გვაქვს ფქვილის და არა ხორბლის სახით

ქვეყანაში ხორბლის იმპორტი, დიდწილად, ფქვილის იმპორტმა ჩაანაცვლა, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ქვეყანაში ხორბლის ფქვილის დეფიციტის შექმნის საფუძველი არ არსებობს.

„იაფი ფქვილის მარაგების ფონზე, ავტომატურად შემცირებულია ხორბლის იმპორტი და ხორბლის მარაგები. ქვეყანაში ხორბლის ფქვილის დეფიციტის შექმნის საფუძველი არ არსებობს. მარაგი დღეისათვის გვაქვს საკმარისზე მეტი, თუმცა გვაქვს ფქვილის და არა ხორბლის სახით.

დაახლოებით თვენახევარ, ორ თვეში დაიწყება ხორბლის ადგილობრივი მოსავლის აღება. ივლისი-აგვისტო მსოფლიოში მარცვლეული კულტურების ახალი მოსავლის მიღების სეზონია. ახალი მოსავალი ახალი საფასო პოლიტიკის შემუშავებას განაპირობებს. დღეისათვის, ხორბლის ფასები მკვეთრადაა გაზრდილი, პრაქტიკულად გაორმაგებულია.

იმედი გვაქვს, რომ ფასების კლების ტენდენცია დაიწყება. შესაბამისად, უკვე ამ პერიოდისთვის, საქართველოს მთავრობა შექმნილი ვითარების შესაბამისად იმოქმედებს“, - ნათქვამია სამინისტროს გავრცელებულ ინფორმაციაში.

დღეს „საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან სილაგავამ თქვა, რომ ქვეყანაში ხორბლის მარაგი ამოწურულია და უახლოეს დღეებში ყველა წისქვილი გაჩერდება.

ასევე საინტერესოა:

🔵 ღმერთო აცოცხლე, ამრავლე, სიკეთეში და სიხარულში ამყოფე ეს მშრომელი, წესიერი, ალალი გულის ხალხი“ - რა გეგმები აქვს ზურა შევარდნაძეს?

🔵 „სიმწრისგან არ ვიცი რა გავაკეთო… მე ჩემი ლექსო დავკარგე…“ - ნიკოლოზ რაჭველი ლექსო თორაძეს ემშვიდობება

🔵  „მოგვცეს ყველაზე ძვირად ღირებული მიწის 3 ჰექტარი“ - გიგა მაქარაშვილი ბუჩას მერს შეხვდა

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1794380623

საზოგადოება

გიორგი ბუტიკაშვილი: „ქართულმა ოცნებამ“ 2028 წელს არჩევნები ვერ უნდა ჩაატაროს

„ქართულმა ოცნებამ“ 2028 წელს არჩევნები ვერ უნდა ჩაატაროს, უბრალოდ არ უნდა მივიდეს ხალხი არჩევნებზე - ამ მორალისგან დაცლილ ადამიანებთან ქუჩის გარდა და წინააღმდეგობის გარდა [გზა] არ არსებობს, - ამის შეს...

გიორგი ბუტიკაშვილ

1794378497

ახალი ამბები

მოქალაქეს ხელჩანთიდან თანხა გასტაცა და მიიმალა - პოლიციამ ძარცვის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ძარცვის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. „გამო...

დაკავება და ბორკილები

1794378286

ახალი ამბები

რუსთავში მომხდარი ავარიის დროს 4 ადამიანი დაშავდა

რუსთავში, სანაპიროს ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია „ინფო რუსთავი“ ავრცელებს. არსებული ცნობით, ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილები შეეჯახნენ. ავარიის შედეგად 4 ადამიანი დაშ...

ავარია რუსთავში

1794377905

ახალი ამბები

„უკანონოდ მოიპოვა და მობილურ ტელეფონში ინახავდა დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველ ვიდეოს, რაც უკანონოდ გაავრცელა“ - დაკავებულია 1 პირი

საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. „კახეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს მიერ ჩატ...

დაკავება დაკავება

1794377250

საზოგადოება

დავით მათიკაშვილი: იმდენად ცნობილია ის ანტიკონსტიტუციური მასშტაბი, რაც ამ ხუთ პარტიას გააჩნია, რომ ვფიქრობ, არ უნდა გაუჭირდეს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილების მიღება

„იმდენად ცნობილია ის ანტიკონსტიტუციური მასშტაბი, რაც ამ ხუთ პარტიას გააჩნია, რომ ვფიქრობ, არ უნდა გაუჭირდეს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილების მიღება“, - განუცხადა ჟურნა...

დავით მათიკაშვილი