ალექსანდრე წულაძე მე-12 კლასელებს სკოლის დამთავრებას ულოცავს

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი ალექსანდრე წულაძე მე-12 კლასელებს სკოლის დამთავრებას ულოცავს.
„ძვირფასო ახალგაზრდებო, გულითადად გილოცავთ სკოლის დასრულებას – თქვენი ცხოვრების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეტაპის წარმატებით გადალახვას!
ყველა თქვენგანის გული და გონება სავსეა სკოლის წლებთან დაკავშირებული განუმეორებელი მოგონებებით და უამრავი გეგმითა და ოცნებით, რომლებსაც აუცილებლად განახორციელებთ.
განსაკუთრებული მადლობა თითოეულ თქვენს მასწავლებელს და მშობელს მხარდაჭერისა და თანადგომისთვის – და მადლობა თქვენ, რომ ეს გზა შრომით და პასუხისმგებლობით გაიარეთ.
წინ გელით ახალი, კიდევ უფრო საინტერესო ეტაპი – სტუდენტობის წლები, პროფესიული არჩევანი, ახალი მეგობრები, იდეები და განვითარების ახალი შესაძლებლობები. გისურვებთ, რომ ამ გზაზე დიდი და წარმატებული ნაბიჯებით იაროთ.
შრომა და მიზანდასახულობა ყოველთვის იძლევა შედეგს. ღრმად ვარ დარწმუნებული, სკოლაში მიღებული ცოდნა და გამოცდილება თავდაჯერებულობას და გამბედაობას შეგმატებთ წარმატებისკენ.
გისურვებთ ნათელ მომავალს და თქვენი მიზნების მიღწევას!“- აღნიშნულია მინისტრის განცხადებაში, რომელსაც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.
1747738668
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი ოპოზიციაზე: წაგებული არჩევნების მერე მათ პირდაპირ დღის წესრიგს წარმოადგენს, რამენაირად ქვეყანაში მოახდინონ ეკონომიკური დესტაბილიზაცია
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილის ლევან მაჭავარიანის განცხადებით, საქართველოს ყველაზე მზარდი ეკონომიკა აქვს ევროპაში. მისი თქმით, ოპოზიციის დღის წესრიგს წარმოადგენს, რომ ქვეყანა ეკონომი...
1747737285
საზოგადოებალევან მაჭავარიანი გირაოს გადახდასთან დაკავშირებით ოპოზიციაში დაპირისპირებაზე: ვიღაცას შეიძლება ციხეში წასვლა აწყობდეს, ვიღაცას უნდა, რომ გმირად შეირაცხოს, რომ აი, მე ციხეში წავედი ამ ბროლიძის გამო, მათი გადასაწყვეტია
„ვიღაცას შეიძლება ციხეში წასვლა აწყობდეს, ვიღაცას უნდა, რომ გმირად შეირაცხოს, რომ აი, მე ციხეში წავედი ამ ბროლიძის გამო და ა.შ. მათი გადასაწყვეტია. ყველამ პატივი უნდა სცეს კანონს“, - ასე ეხმაურება საპ...
1747737223
საზოგადოებაბონდო მძინარაშვილი: გამომცემლობა „სამშობლოდან“ ხალხის გამოყრით რამდენიმე ასეულმა ადამიანმა დაკარგა სამსახური. სააკაშვილის და მისი ხელისუფლების მიმართ პრეტენზია მაქვს იმიტომ, რომ ქუჩაში გამოყარეს ადამიანები
საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც მედიისა და გამოხატვის თავისუფლების უხეში დარღვევის ფაქტები განიხილება, ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი საუბრობს. ის ეხმიანება გამომც...
1747736653
საზოგადოებაპენიტენციური სამსახურის ორგანიზებით არასრულწლოვანთა დაწესებულებაში ბოლო ზარის ღონისძიება გაიმართა
პენიტენციური სამსახურის ორგანიზებით არასრულწლოვანთა დაწესებულებაში ბოლო ზარის ღონისძიება გაიმართა. №11 დაწესებულებაში, სადაც საჯარო სკოლა 9 მსჯავრდებულმა დაასრულა, ბოლო ზარი „ღამის შოუს ბენდის“ კონცერ...
1747736538
საზოგადოებაბექა სივსივაძე 2011 წლის 26 მაისის დარბევაზე: ეს იყო მიზანმიმართული ალყა, ყულფი, სადაც მოიყოლეს ყველა და გაუსწორდნენ - იმ დროს იქ მყოფი ნებისმიერი ადამიანი მათთვის იყო მტერი, რომელიც უნდა ეცემათ, დაესახიჩრებინათ
იმ დროს, იქ მყოფი ნებისმიერი ადამიანი, მათთვის იყო მტერი, რომელიც უნდა ეცემათ, დაესახიჩრებინათ. ის ადამიანიც, რომლის სახელი და გვარი არ ვიცი, ან ცოცხალია თუ არა, რომელსაც თავი ჰქონდა გადახსნილი და მუქ...