„ამოღებულია 11 143 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის საბაზრო ღირებულება 96 000 ლარს აღემატება“ - საგამოძიებო სამსახურმა 1 პირი დააკავა

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მარკირებას დაქვემდებარებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვის ფაქტზე, დაკავებულია 1 პირი“, - ინფორმაციას საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, თბილისში, საცხოვრებელ სახლსა და ავტომანქანაში, ინახავდა სარეალიზაციოდ განკუთვნილ განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა დასახელების ბრენდულ უაქციზო თამბაქოს ნაწარმს.
„საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯამში ამოღებულია 11 143 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის საბაზრო ღირებულება 96 000 ლარს აღემატება.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე ვადით“, - ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციაში.
1749842582
ახალი ამბებისაქართველოს საგარეო უწყება: ღრმად ვართ შეშფოთებულნი ახლო აღმოსავლეთში მზარდი დაძაბულობით, რაც საფრთხეს უქმნის რეგიონულ უსაფრთხოებას
ღრმად ვართ შეშფოთებულნი ახლო აღმოსავლეთში მზარდი დაძაბულობით, რაც საფრთხეს უქმნის რეგიონულ უსაფრთხოებას, - ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. „ჩვენ ხაზგასმით აღვნიშნავთ დი...
1749842428
მსოფლიოისრაელის ოფიციალური პირი: ირანი აუტანლად მძიმე ფასს გადაიხდის სამოქალაქო ტერიტორიების მიმართულებით განხორციელებული თავდასხმებისთვის
ირანის მიერ ისრაელის მიმართულებით განხორციელებული მასიური სარაკეტო თავდასხმების ფონზე, რა დროსაც დაახლოებით 200 რაკეტა იყო გაშვებული, Channel 12-ის ცნობით, ისრაელის ოფიციალური პირი ირანს ესკალაციით და...
1749840493
მსოფლიოისრაელის თავდაცვითი ძალები: მთელი ისრაელი ცეცხლქვეშაა
მთელი ისრაელი ცეცხლქვეშაა - ნათქვამია ისრაელის თავდაცვითი ძალების განცხადებაში. ირანის ტერიტორიიდან ისრაელის მიმართულებით დაახლოებით 100 რაკეტა გაუშვეს. ამ დროისთვის, ისრაელის თავდაცვის სისტემები აქტი...
1749839466
მსოფლიომედია: ირანის ტერიტორიიდან ისრაელის მიმართულებით დაახლოებით 100 რაკეტა გაუშვეს - აფეთქებები ისმის თელ-ავივსა და იერუსალიმში
ისრაელის სამხედრო წყაროს ინფორმაციით, ირანის ტერიტორიიდან ისრაელის მიმართულებით დაახლოებით 100 რაკეტა გაუშვეს. ამ დროისთვის, ისრაელის თავდაცვის სისტემები აქტიურად მუშაობენ შემომავალი რაკეტების გადასაჭ...
1749837185
მსოფლიონეთანიაჰუ: ჩვენ ყველამ უნდა ვივარაუდოთ, რომ კონტრშეტევა იქნება
ჩვენ ყველამ უნდა ვივარაუდოთ, რომ კონტრშეტევა იქნება - განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ. „საფასურთან დაკავშირებით, მე ვთქვი, რომ საფასური იქნება და ჩვენ ვცდილობთ მის შემცირებას...