სოზარ სუბარი: მსოფლიოს არცერთ დემოკრატიულ ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლების სიკეთედ ვერ ჩაითვლება ცილისწამება, დეზინფორმაცია, ადამიანის შეურაცხყოფა, გინება. ეს ყველაფერი ნებისმიერ ქვეყანაში დასჯადია

მსოფლიოს არცერთ დემოკრატიულ ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლების სიკეთედ ვერ ჩაითვლება ცილისწამება, დეზინფორმაცია, ადამიანის შეურაცხყოფა, გინება. ეს ყველაფერი ნებისმიერ ქვეყანაში დასჯადია, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა და „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარმა ფრაქცია „ქართულმა ოცნების“ სარჩელზე საუბრისას.

წამყვანმა მას ჰკითხა, რას ფიქრობს იმაზე, რომ საქართველოში მმართველი გუნდის ინიციატივა აღიქმება როგორც სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ მიმართული ქმედება.

„როცა ადამიანები ამბობენ, რომ გვინდა ევროპა და ევროინტეგრაცია, უნდა მივიღოთ თამაშის ევროპული წესები, რომელიც არის იქ. ჩვენი კანონმდებლობა ამ მხრივ არა მხოლოდ ყველაზე ლიბერალურია, ხშირ შემთხვევაში ადამიანის უფლებათა სტანდარტი დარღვეულია გამოხატვის თავისუფლების სასარგებლოდ. სინამდვილეში ეს გამოხატვის თავისუფლება არ არის გამოხატვის თავისუფლება. მსოფლიოს არცერთ დემოკრატიულ ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლების სიკეთედ ვერ ჩაითვლება ცილისწამება, დეზინფორმაცია, ადამიანის შეურაცხყოფა, გინება. ეს ყველაფერი ნებისმიერ ქვეყანაში დასჯადია. ბუნებრივია საქართველოც უნდა იყოს ამ სტანდარტში.

ზიზღის და სიძულვილის კამპანია 100%-ით არის დაფინანსებული და წახალისებული დასავლეთის ზოგიერთი ქვეყნის საელჩოდან და დონორებისგან. ამას ვითმენთ იმიტომ, რომ ჩვენი გრძელვადიანი მიზანია ევროინტეგრაცია, ისინი კი ისეთ განცხადებებს აკეთებენ, რომ თითქოს პასუხის გაცემის უფლებაც არ გვაქვს. „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში რომ იყო კლავდნენ ადამიას ქუჩაში ტყვიით, ტყვიით კლავდნენ და ზღვაში აგდებდნენ, აწამებდნენ. დღეს ამდენი ძალაუფლება არ აქვთ და ამას ცდილობენ ცილისწამებით, ადამიანებისთვის უამრავი სიბინძურის დაბრალებით “, - აღნიშნა სუბარმა.

ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ შინაგან საქმეთა სამინისტროს სარჩელით მიმართა. უწყებაში შეტანილია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კონკრეტული მაგალითები. საუბარია ფეისბუქში დაწერილ და გამოთქმულ შეურაცხმყოფელ ფაქტებზე. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით კი სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის სიტყვიერი შეურაცხყოფა, მასზე შეურაცხმყოფელი გადაკიდება ან/და მის მიმართ სხვაგვარი შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან ან საქმიანობასთან დაკავშირებით, წარმოადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევას.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1749827380

ახალი ამბები

სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს

სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს. აღნიშნულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ. „საზოგადოების ინფორმირების მიზნით, გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ზუსტი ინფორმაცია პენიტენციური დაწესებ...

სპეციალური პენიტენციური სამსახური

1749826152

მსოფლიო

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი: ისრაელი ღრმად ინანებს ირანზე თავდასხმისას გამოჩენილ უგუნურ აგრესიას

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ განაცხადა, რომ ისრაელი ღრმად ინანებს ირანზე თავდასხმისას გამოჩენილ უგუნურ აგრესიას. არაღჩიმ გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო შეხვედრის გამართვისკენ მოუ...

აბას არაღჩი

1749826031

მსოფლიო

ერდოღანი: ისრაელის თავდასხმა ჩვენს მეზობელ ირანზე აშკარა პროვოკაციაა, რომელიც უგულებელყოფს საერთაშორისო სამართალს

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ირანზე თავდასხმების შემდეგ ისრაელი ცდილობს მსოფლიო კატასტროფისკენ წაიყვანოს, და მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას შეაჩეროს ის, რასაც მან ისრ...

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

1749823500

მსოფლიო

ტრამპი: ჩვენ, რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერთ ისრაელს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა CNN-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ აშშ მხარს უჭერს ისრაელს, ხოლო ირანზე განხორციელებულ დარტყმებს „ძალიან წარმატებული თავდასხმა“ უწოდა. „ჩვენ, რა თქმა უნდა, მხარს ვუჭე...

ბენიამინ ნეთანიაჰუ დონალდ ტრამპი

1749822026

მსოფლიო

BBC: ისრაელმა ირანის დაბომბვა განაახლა

ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ოპერაცია „აღმავალი ლომის“ ფარგლებში ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში ირანზე შეტევას ახორციელებენ. ინფორმაციას BBC ავრცელებს. ბრიტანული ტელეარხის ცნობით, კერძოდ დაბომბი...

ირანიირანი