ანრი ოხანაშვილი: რომეო მიქაუტაძის საქმეზე გამოძიება არ დასრულებულა, შეიძლება, კიდევ ბევრი რამ გამოვლინდეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ანრი ოხანაშვილის განცხადებით, გრძელდება გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის საქმეზე, რაზეც ბრალი აქვს წაყენებული საქართველოს ეკონომიკის მინისტრის ყოფილ პირველ მოადგილეს, რომეო მიქაუტაძეს.

მისი თქმით, გამოძიება წარმოებს ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად და დღეს კონკრეტულ სახელებსა და გვარებზე საუბარი არასწორია.

„პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა უმოკლეს ვადებში, სწრაფად, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად უზრუნველყო შესაბამისი სამართლებრივი სტანდარტის და საფუძვლის შექმნა, რათა კონკრეტული პირის პასუხისგებაში მიცემა მომხდარიყო. გამოძიება არ დასრულებულა, ეს მხოლოდ გამოძიების დასაწყისია. შესაბამისად, ბევრი რამ შეიძლება კიდევ გამოვლინდეს.

გვაქვს მოლოდინი, რომ არის კონკრეტული საკითხები, რაზეც გამოძიებამ ინტენსიურად უნდა იმუშაოს. ეს იყო პირველი ნაბიჯი, რაც კონკრეტული სამართლებრივი საფუძვლით შეიქმნა და კონკრეტულ სამართლებრივ შედეგში გადაიზარდა.

გამოძიება გრძელდება, მე სახელებზე და გვარებზე რომ ვისაუბრო, არასწორია. არ ვსაუბრობ კონკრეტულ პირებზე. სახელმწიფო უსაფრთხოების ვალდებულებაა, გამოძიება აწარმოოს ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად.

შესაბამისად, ჩვენ ვმუშაობთ და უნდა დაელოდოთ კონკრეტულ საგამოძიებო მოქმედებებს. სახელებით და გვარებით საუბარი არ არის ამ შემთხვევაში სპეცსამსახურის ფუნქცია და დანიშნულება.

ჩვენი ამოცანაა, გავატაროთ ყველა შესაბამისი ღონისძიება, რომ შევისწავლოთ ობიექტურად, სრულად და ყოველმხრივ კონკრეტული ფაქტები. შესწავლის პროცესში რა გამოიკვეთება, ამას წინასწარ ვერ გეტყვით. აქედან გამომდინარე, რა რატომ მოხდა, ეს არის გამოძიების შესწავლის საგანი. მე მეტ შეფასებას ვერ გავაკეთებ.

გამოძიების ფარგლებში რაც საჭირო იქნება, ყველაფერი განხორციელდება. მე ვთქვი, რომ ყველაფერი არის გასარკვევი, ყოველმხრივ, ობიექტურად. ამას გიდასტურებთ ახლაც. ნებისმიერი საკითხი, რაც დადგება გამოძიების წინაშე, იქნება განხორციელებული. ეს არის ჩვენი ვალდებულება.

სახელებით და გვარებით რომ ვისაუბროთ, ამას უნდა მოჰყვეს სპეკულაცია, დამატებითი არასწორი შეფასებები და ამას არ ვაკეთებ. ყველაფერი გაირკვევა. თქვენ გსურთ, კონკრეტულ სახელ და გვარზე მოახდინოთ პედალირება, რაც მე არ მითქვამს, შესაბამისად, ჩვენ პატივი უნდა ვცეთ გამოძიების ინტერესებს.

გამოძიება არ დასრულებულა, გამოძიება ჯერ ახლა დაიწყო. შეიქმნა შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი და სტანდარტი როდესაც იყო, მოხდა კონკრეტულ სამართლებრივ შედეგში რეალიზება. გამოძიება გრძელდება, უნდა დაველოდოთ პროცესებს“, - განუცხადა ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებს.

ანრი ოხანაშვილმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ გამოძიება დაინტერესებულია არა კონკრეტული სახელებით და გვარებით, არამედ კონკრეტული ქმედებებით, აქვს თუ არა ადგილი დანაშაულს.

„ჩვენ სახელებით და გვარებით არ ვინტერესდებით, ჩვენი ამოცანაა კონკრეტული ქმედებები და ნაბიჯები. ნებისმიერი ქმედება ექვემდებარება შესწავლას, მაგრამ არა სახელებით და გვარებით. არასწორია საკითხის წამოჭრა, რომ ჩვენ სახელები და გვარები გვაინტერესებს.

არა, ჩვენ გვაინტერესებს კონკრეტული ქმედებები, ადგილი აქვს თუ არა დანაშაულს და ამის შემდგომ ხდება დაინტერესება, ვისი მხრიდან შეიძლება ჰქონდეს კონკრეტულ უკანონო ქმედებას ადგილი. ჩვენ ვსწავლობთ ფაქტებს, ვიკვლევთ, გამოძიება ინტენსიურ ფაზაშია.

გიდასტურებთ, რომ გამოძიება გრძელდება. გამოძიების ფარგლებში რა გამოიკვეთება და როგორ გაგრძელდება პროცესი, ეს მხოლოდ გამოძიებამ უნდა გვაჩვენოს“, - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1750788102

მსოფლიო

ისრაელის გენერალური შტაბის მეთაური: ირანის წინააღმდეგ კამპანია არ დასრულებულა, ახალ ფაზაში შევდივართ

„ფენომენალური მიღწევის მიუხედავად, მყარად უნდა ვიდგეთ. წინ მრავალი გამოწვევა გველის. ფოკუსირებულნი უნდა დავრჩეთ - დასვენების დრო არ არის,“ - ამის შესახებ ისრაელის თავდაცვითი ძალების გენერალური შტაბის...

ისრაელის გენერალური შტაბის მეთაურ

1750785763

ახალი ამბები

არჩილ გორდულაძე: საფუძვლის გარეშე ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე მსჯელობა ფუჭია და ეს ხაზს უსვამს იმას, რომ მცდელობაა ქართველ ხალხზე ზეწოლის

„მცდელობაა, რომ ქართველი ხალხი დასაჯონ და მათ ნებაზე გავლენა მოახდინონ. ის, რომ საქართველოს საკითხი განსახილველად ივლისში გადავადდა, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმას, რომ თვითმმართველობის არჩევნებამდე და...

არჩილ გორდულაძე

1750783846

ახალი ამბები

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე მიხეილ მაღლაკელიძე დაინიშნა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე პრემიერ-მინისტრის 2025 წლის 24 ივნისის ბრძანებით მიხეილ მაღლაკელიძე დაინიშნა. უწყების ინფორმაციით, 2019 წლიდან დღემდე, მას...

მიხეილ მაღლაკელიძე

1750782903

ახალი ამბები

ირაკლი კირცხალია: ამ ქვეყანაში, კანონის წინაშე, ვერ იქნება ინდულგენცია ვერც პოლიტიკოსობა, ვერც ჟურნალისტობა და ვერცერთი სხვა თანამდებობა სხვადასხვა დარგიდან გამომდინარე

„როდესაც ჩვენი ე.წ. ოპოზიცია აღქმებზე და აღქმების თეორიაზე საუბრობს, ზოგადად, ღიმილის მომგვრელია“, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მო...

ირაკლი კირცხალია

1750780899

ახალი ამბები

პრემიერ-მინისტრმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ახალი მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი უწყების თანამშრომლებს წარუდგინა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ახალი მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი უწყების თანამშრომლებს წარუდგინა. მთავრობის მეთაურმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარ...

მარიამ ქვრივიშვილი