ანრი ოხანაშვილი ჩორჩანას საგუშაგოზე: ფაქტი, რაც არის ვიცით, რომ 100 ჰექტარი ჩვენი ტერიტორია დროებით, მაგრამ დაიკარგა, ამას სჭირდება ახსნა
ფაქტი, რაც არის ვიცით, რომ 100 ჰექტარი ჩვენი ტერიტორია, ჩვენი მიწა-წყალი დროებით, მაგრამ დაიკარგა. ამას სჭირდება ახსნა. შესაბამისად, ჩვენ დაველოდებით, მოვისმენთ საგამოძიებო კომისიის წინაშე რა განმარტება გაკეთდება, თუ იქნება არგუმენტები, - განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ანრი ოხანაშვილმა, ჩორჩანას საგუშაგოს განთავსების საკითხზე გიორგი გახარიას პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ.
მისი თქმით, ფაქტია, რომ გიორგი გახარიასთან არსებობს კითხვები და მისგან არგუმენტებს ელის პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიაც.
„ჩორჩანასთან დაკავშირებით არის ორი მოცემულობა. ერთი, რომ საგამოძიებო კომისიის წინაშე არის კონკრეტული პირი დაბარებული და ფაქტია, რომ ის არ გამოცხადდა საგამოძიებო კომისიის წინაშე. რა ახსნა აქვს ეს საგამოძიებო კომისიის და პარლამენტის შესაფასებელია. ვნახოთ, დაველოდოთ რა ახსნა ექნება, რა არგუმენტი ექნება, თუ იქნება ასეთი ამ საკითხთან დაკავშირებით.
ფაქტი, რაც არის ვიცით, რომ 100 ჰექტარი ჩვენი ტერიტორია, ჩვენი მიწა-წყალი დროებით, მაგრამ დაიკარგა. ამას სჭირდება ახსნა. შესაბამისად, ჩვენ დაველოდებით, მოვისმენთ საგამოძიებო კომისიის წინაშე რა განმარტება გაკეთდება, თუ იქნება არგუმენტები. დანარჩენი გამოძიებას ექნება კითხვები თუ საგამოძიებო კომისიას, ეს ჩვენი ვალდებულებაა, ნებისმიერი პირის, რომ ვისთან მიმართებით არ უნდა იყოს შეკითხვები უნდა გასცე პასუხები გამოძიების ინტერესებს“, - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.
მისი თქმით, მაშინდელ შს მინისტრს გიორგი გახარიას ჩორჩანას საგუშაგოს განთავსების საკითხი არ ჰქონდა შეთანხმებული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან.
„ფაქტი ის არის, რომ ეს არ იყო კოორდინირებული იმ პასუხისმგებელ უწყებასთან, რომელსაც პირდაპირ ევალება ე.წ. საოკუპაციო ხაზთან კონკრეტულ საკითხებში ჩართულობა. ეს გახლავთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. ეს ყველაფერი განხორციელდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გვერდის ავლით, ეს არის ფაქტი, ეს ინფორმაცია საჯაროდ არის ცნობილი.
ყველა სხვა საკითხი უნდა იყოს გამოკვლეული და შესწავლილი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იყო და არის პასუხისმგებელი უწყება, რომ ე.წ. საოკუპაციო ხაზთან თუ რაიმე ნაბიჯის გადადგმა ხდება სწორედ ჩვენი პასუხისმგებლობით და კოორდინაციით უნდა განხორციელდეს. ეს არ მომხდარა. რა ახსნა აქვს კონკრეტულ პირს ეს უნდა მოვისმინოთ“, - განაცხადა ოხანაშვილმა.
1778609114
მსოფლიოტრამპი აცხადებს, რომ ირანი „100%-ით“ შეწყვეტს ურანის გამდიდრებას
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ დარწმუნებულია, ირანი შეწყვეტს ურანის გამდიდრებას და უარს იტყვის ბირთვული იარაღის შექმნის ნებისმიერ მცდელობაზე, მიუხედავად იმისა, რომ ვაშინგტონსა და თეი...
1778607228
სპორტიანა ჯაფარიძე პარა ტაეკვონდოში ევროპის ჩემპიონია
გერმანიის ქალაქ მიუნხენში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე პარატაეკვონდოში, ანა ჯაფარიძე ოქროს მედლის მფლობელი გახდა. ქართველმა პარასპორტსმენებმა კონტინენტის პირველობაზე კიდევ ოთხი მედალი მოიპოვეს – ლ...
1778605810
მსოფლიოტრამპი: კუბა წარუმატებელი ქვეყანაა და მხოლოდ ერთი მიმართულებით - ქვევით - მიემართება! კუბა დახმარებას ითხოვს და ჩვენ საუბარს ვაპირებთ
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, კუბა მხოლოდ ერთი მიმართულებით - ქვევით - მიემართება და დახმარებას ითხოვს. მისივე თქმით, აშშ კუბასთან მოლაპარაკებას გეგმავს. „არცერთ რესპუბლიკელს არასდროს...
1778602064
ახალი ამბებივოლსკი აქციების დროს დაკავებულების შეწყალების მოწოდებაზე: ერთი ადამიანი მაინც მაჩვენეთ, რომელიც ამბობს, რომ არ გააგრძელებს საქართველოს ნგრევას?!
ერთი ადამიანი მაინც მაჩვენეთ, რომელიც ამბობს, რომ არ გააგრძელებს საქართველოს ნგრევას?!, - ასე ეხმაურება პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ახლადარჩეული პატრიარქისადმი მოწოდებას, რომ შეიწყალოს...
1778599203
ახალი ამბებიპროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე: მსოფლიოში მიმდინარეობს ფასეულობების რყევა, სირთულეები ძალიან დიდია, მნიშვნელოვანია, რომ ქართველი ერი, ხელისუფლება და ეკლესია გამთლიანებულია ამ ღირებულებების დაცვაში
სირთულეები ძალიან დიდია და ამ სირთულეებს ყველა ხედავს. ყველაზე მეტად ეს სირთულე უკავშირდება ღირებულებებს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქართველი ერი, საქართველოს ხელისუფლება და ეკლესია გამთლიანებულია ამ...































