არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო მინისტრი - დიდი მადლობა საქართველოს მთავრობას ინვესტორების დახმარებისთვის, მოუთმენლად ველოდებით უფრო მეტი კაპიტალდაბანდების განხორციელებას საქართველოში

„თბილისის მშრალი პორტი არის მასშტაბური ლოგისტიკური ობიექტი, რომელიც არა მარტო გააძლიერებს ვაჭრობას საქართველოსთან და მთელ ცენტრალურ აზიასთან, არამედ გაამყარებს კომერციულ გამტარობას აღმოსავლეთ-დასავლეთით და ვაჭრობას გაზრდის“, - ამის შესახებ არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო მინისტრმა აჰმედ ბინ ალი ალ საიეღმა თბილისის მშრალი პორტის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც აჰმედ ბინ ალი ალ საიეღმა აღნიშნა, თბილისის ინტერმოდალური მშრალი პორტის პროექტი არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და საქართველოს შორის წარმატებული პარტნიორობის მაგალითია.
„ჩვენ ვატარებთ საწარმოო, სამომხმარებლო ტვირთებს აზიიდან, მათ შორის ჩინეთიდან, ცენტრალური აზიიდან ევროპის მიმართულებით და პირიქით. ამას უხელმძღვანელებს ორი ქვეყნის ლიდერობა. ჩვენ ვაღრმავებთ ჩვენს ურთიერთობებს საქართველოსთან, სტრატეგიულ, გლობალურ პარტნიორობას, ეს არის ჩვენი ხედვების გაზიარება, ჩვენი ფასეულობების გაზიარება, ჩვენი სულისკვეთება, რომ გვქონდეს ურთიერთსასარგებლო ვაჭრობა და ეს გახდეს მშვიდობის, წინსვლის და სტაბილურობის გარანტი. თბილისის ინტერმოდალური მშრალი პორტი, არის კომბინაცია იმ ძლიერი პარტნიორობისა და შეთანხმებისა, რომელსაც ხელი მოვაწერეთ საქართველოში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის სახით და მიზნად ისახავს ვაჭრობის გაორმაგებას 480 მილიონი დოლარიდან 1,5 მილიარდ დოლარამდე მომდევნო 5 წლის განმავლობაში. ჩვენი თანამშრომლობის საფუძველზე, ეს ვაჭრობა განსაკუთრებულ ტარიფებს დაეფუძნება, საქონლის 95% გატარებული იქნება ამ პორტის საშუალებით და გაძლიერდება საქართველოს სავაჭრო პარტნიორობა მთელ მსოფლიოსთან“, - განაცხადა აჰმედ ბინ ალი ალ საიეღმა.
არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო მინისტრის შეფასებით, აბუ დაბის პორტების ჯგუფის ინვესტიცია ინტერმოდალურ პორტში საქართველოსთან მზარდ თანამშრომლობაზე მიუთითებს.
„არაბთა გაერთიანებული საამიროები მოუთმენლად ელოდება უფრო მეტი ინვესტიციის განხორციელებას საქართველოში და ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ საქართველოს მთავრობასთან ერთად, ახალი შესაძლებლობები ვიპოვოთ ამ ინვესტიციების განსახორციელებლად. საქართველო, გარდა იმისა, რომ არის მრავალი საინვესტიციო შესაძლებლობის მქონე ქვეყანა, ასევე ძალიან დიდი ნიჭიერების საბადოა, რაც ჩვენ გვაძლევს საშუალებას, რომ კიდევ უფრო მეტად წარმატებული გავხადოთ ჩვენი თანამშრომლობა. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა საქართველოს მთავრობას არაბთა გაერთიანებული საამიროების ინვესტორების მხარდაჭერისა და დახმარებისთვის“,- განაცხადა აჰმედ ბინ ალი ალ საიეღმა.
1749111020
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: დროა, ყველას შევახსენოთ, რომ აქ არავინ არის სკოლის მოწაფე, გამოცდები არავის აქვს ჩასაბარებელი, ქართველ ხალხს ყველა გამოცდა საკმარისად აქვს ჩაბარებული
ვფიქრობ, მოვიდა მომენტი, როცა უნდა დავიწყოთ ახსნა, რას ნიშნავს სინამდვილეში ევროპული ღირებულებები, ვინაიდან ზოგიერთი ჯგუფი თუ პოლიტიკოსი უკვე ძალიან შეეგუა, რომ ქართველებს ჭკუა ასწავლოს, რა არის ღირებ...
1749109949
სპორტი79 მატჩით სანაკრებო კარიერას დაასრულებს - დღეს „ჯვაროსნებს“ გიორგი ლორია უკაპიტნებს
დღეს, 5 ივნისს გიორგი ლორია საქართველოს ნაკრებში ბოლო შეხვედრას ჩაატარებს. ფარერების ნაკრების წინააღმდეგ 39 წლის მეკარე „ჯვაროსნებს“ მოედანზე კაპიტნის სამკლაურით გაიყვანს. გიორგიმ გადაწყვეტილების შესა...
1749109243
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: თავისთავად საინტერესოა ევროპარლამენტის მოწოდება არჩევნებში მონაწილეობის თაობაზე, ოპოზიციას გარედან კარნახობენ იმას, თუ რა უნდა გააკეთონ, თვითონ ვერ იღებენ გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად
ოპოზიციას გარედან კარნახობენ იმას, თუ რა უნდა გააკეთონ, თვითონ ვერ იღებენ გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განა...
1749107736
ახალი ამბებითბილისის ადგილობრივი განვითარების რეგიონული ფორუმი გაიხსნა
დედაქალაქი თბილისის მდგრადი განვითარების რეგიონულ ფორუმს (TBILISI RFSD) სახელწოდებით - „მშვიდობის როლი მდგრად სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში“ მასპინძლობს. ღონისძიება თბილისის მერიის ეკონომიკური გან...
1749106611
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელმაც გასული 35 წლის განმავლობაში გამოიარა 4 სხვადასხვა ომი, აქედან გამომდინარე, ჩვენს ქვეყანას ყველაზე კარგად ესმის მშვიდობის ფასი, ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ განვამტკიცოთ მშვიდობა
ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელმაც გასული 35 წლის განმავლობაში გამოიარა 4 სხვადასხვა ომი, აქედან გამომდინარე, ჩვენს ქვეყანას ყველაზე კარგად ესმის მშვიდობის ფასი, ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ განვამტკიცო...