„საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები და დეზინფორმაციის გავლენა საარჩევნო პროცესზე“ - საარჩევნო ადმინისტრაციების მეთორმეტე საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა

 ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) საარჩევნო ადმინისტრაციების მეთორმეტე საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს.

კონფერენცია, რომლის მთავარ თემასაც წარმოადგენს „საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები და დეზინფორმაციის გავლენა საარჩევნო პროცესზე“, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა, საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ, სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა და იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე რუსუდან კოხოძემ გახსნეს.

მათ საკუთარ გამოსვლებში ხაზი გაუსვეს იმ ფაქტს, რომ განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით მსჯელობა დროული და მნიშვნელოვანია, რის შემდეგაც მონაწილეებს კონფერენციის თემებთან დაკავშირებით თავიანთი ხედვა გაუზიარეს. ლევან იოსელიანმა და რუსუდან კოხოძემ დეტალურად ისაუბრეს იმ საქმიანობის შესახებ, რასაც მათი უწყებები საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში საარჩევნო პროცესთან მიმართებით ახორციელებენ.

კონფერენციის ფარგლებში სხვადასხვა ქვეყნების საარჩევნო ადმინისტრაციების და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ისეთ მნიშვნელოვან თემებზე იმსჯელებენ, როგორიცაა: საარჩევნო პროცესში ტექნოლოგიების გამოყენება - მსოფლიოში არსებული პრაქტიკა და მიღებული გამოცდილება, არჩევნების მოდერნიზება და ელექტრონული სერვისების დანერგვა, დეზინფორმაციული კამპანიის წარმოება და მისი პოტენციური გავლენა არჩევნების შედეგებზე, ამ კუთხით არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები.

ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა საარჩევნო პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების მიმართულებით საქართველოს გამოცდილებაზე, გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე დეტალურად ისაუბრა. მან კონფერენციის მონაწილეებს აღნიშნულ თემაზე პრეზენტაცია წარუდგინა.

„საერთაშორისო კონფერენცია, რომელსაც ყოველ წელს ვმასპინძლობთ, გვაძლევს საშუალებას სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან ერთად ვიმსჯელოთ და ერთმანეთს გავუზიაროთ პროფესიული გამოცდილება სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე. ამჯერად ვისაუბრებთ ორ თემაზე. პირველი - საარჩევნო პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვა და მეორე დეზინფორმაცია და მასთან დაკავშირებული გამოწვევები. როგორც ყოველთვის, კონფერენცია არის მასშტაბური, მასში მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენლები და მიმდინარეობს ექსპერტული და პროფესიული განხილვები. 2024 წლის პარლამენტის არჩევნებზე საარჩევნო ადმინისტრაციამ წარმატებით განახორციელა საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების ინტეგრირება და მიიღო მნიშვნელოვანი გამოცდილება, თუმცა სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილების, მათი რეკომენდაციებისა და კარგი პრაქტიკის გაზიარება მნიშვნელოვან როლს შეასრულებს 2025 წლისა და შემდგომი არჩევნების ადმინისტრირების პროცესში. ის ფაქტი, რომ წლევანდელ კონფერენციაზე განსახილველი თემების მიმართ არის განსაკუთრებული ინტერესი, ადასტურებს რომ ეს საკითხები ყველას საერთო გამოწვევაა და მნიშვნელოვანია ჩვენ ერთად ვიპოვოთ საუკეთესო გამოსავალი ამ საკითხების ეფექტიანად გადასაჭრელად“, - აღნიშნა ცესკოს თავმჯდომარემ.

კონფერენციის ფარგლებში ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის/აპარატის უფროსმა საარჩევნო ადმინისტრაციის ელექტრონულ სერვისებსა და არჩევნების მართვის პროგრამებზე ისაუბრა, ელექტრონული ტექნოლოგიების მენეჯერმა გიორგი სტურუამ კი მონაწილეებს საქართველოში 2024 წლის არჩევნებზე გამოყენებული საარჩევნო ტექნოლოგიები გააცნო.

კონფერენციის მეორე დღე დეზინფორმაციასთან დაკავშირებულ თემებს დაეთმობა. ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე შეხვედრის მონაწილეებს დეზინფორმაციასთან დაკავშირებით საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის გამოცდილების, არსებული გამოწვევებისა და დეზინფორმაციასთან ბრძოლის მიმართულებით გაწეული საქმიანობის შესახებ პრეზენტაციას წარუდგენს.

კონფერენცია 5-6 ივნისს გაიმართება და მასში 22 ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციის, სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურისა და საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის 100-მდე წარმომადგენელი იღებს მონაწილეობას.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1749219455

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი ოპოზიციაზე: ძალიან კარგი იქნება თუ ყველა მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას, ვინაიდან მათი რეალური რეიტინგის ლუსტრირება მოხდება და მთლიანად შერცხვებიან მათი ამომრჩევლის წინაშე

„საბოლოო ინსტრუქცია, როგორი იქნება ჯერ არ ვიცით“, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა, ოპოზიციის არჩევნებში მონაწილეობასთან დ...

ლევან მაჭავარიანი

1749218948

საქართველო

სუსი: რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლავისმანის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული ძმები - ტარიელ და ლეონიდე თენაძეები უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლდნენ

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლავისმანის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული ძმები: ტარიელ და ლეონიდე თენაძეები უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლდნენ და...

ტარიელ და ლეონიდე თენაძეები

1749218226

ახალი ამბები

გია ვოლსკი: „ლელო“ და ანა დოლიძე ერთად იქნებიან თუ ცალ-ცალკე, საქართველოსთვის დიდი დანაკარგი არ იქნება, ამ ხალხს ქვეყნისთვის სიკეთე არ უნდა

„საქართველოსთვის დიდი დანაკარგი არ იქნება, „ლელო“ ანა დოლიძესთან ერთად იქნება თუ ცალკე“, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა. მისი თქმით, მათ წარმატება არც ერთად და...

ვოლსკი

1749217855

მსოფლიო

The Wall Street Journal: ტრამპმა შესაძლოა მასკისგან ნაყიდ Tesla-ს ავტომობილზე უარი თქვას

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მის მიერ ნაყიდი Tesla-ს მარკის ავტომობილზე, შესაძლოა, უარი თქვას. ინფორმაციას The Wall Street Journal-ი თეთრი სახლის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც გამო...

ტრამპიტრამპი

1749216943

საზოგადოება

რატი იონათამიშვილი: ფაქტია, არსებობენ ჯგუფები, რომლებიც ცდილობენ, სიძულვილი და ტერორი, განსაკუთრებით ბავშვების მიმართ ძალადობა, ნორმად აქციონ

ფაქტია, არსებობენ ჯგუფები, რომლებიც ცდილობენ, სიძულვილი და ტერორი, განსაკუთრებით ბავშვების მიმართ ძალადობა, ნორმად აქციონ, - განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის...

 რატი იონათამიშვილი