არაგვის ხიდზე, 07:00 საათამდე, ტრანსპორტის მოძრაობა ერთ ზოლზე შეიზღუდება

არაგვის ხიდზე, 07:00 საათამდე, ტრანსპორტის მოძრაობა ერთ ზოლზე შეიზღუდება.

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალის 26-ე კმ-ზე, მდინარე არაგვზე არსებულ ხიდზე (მარცხენა მხარე, თბილისის მიმართულება) დაზიანდა სავალი ნაწილის ფილა. უსაფრთხოების მიზნით, ხორციელდება ფილის დემონტაჟი, არმირების გაძლიერება და ახალი ფილის მოწყობა.

აღნიშნული სარემონტო სამუშაოების გამო, მოძრაობა ხიდზე ხორციელდება მხოლოდ ერთი ზოლის ფარგლებში და ეს რეჟიმი შენარჩუნდება ხვალ დილის 07:00 საათამდე.

არსებული ხიდის გვერდით უკვე მიმდინარეობს ახალი ხიდის მშენებლობა, რომლის ექსპლუატაციაში გაშვება მომავალი წლისთვის არის დაგეგმილი.

არსებული ხიდი 1973 წელს არის აშენებული და სავალ ნაწილზე არსებული დაზიანებები ხშირად საჭიროებს აღდგენით სამუშაოებს, რაც პერიოდულად ზღუდავს მოძრაობას და დისკომფორტს უქმნის მგზავრებს.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის.

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1752765033

ახალი ამბები

პროკურატურამ გორის მუნიციპალიტეტში მომხდარი, პოლიციელებზე ჯგუფური თავდასხმის და წინააღმდეგობის გაწევის ფაქტზე 5 პირს ბრალი წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელთუბანში მომხდარი, პოლიციელებზე ჯგუფური თავდასხმის და წინააღმდეგობის გაწევის ფაქტზე 5 პირს ბრალი წარუდგინა, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა...

პროკურატურაპროკურატურა

1752764420

ახალი ამბები

თავდაცვის მინისტრმა სამხედრო მოსამსახურეები დააჯილდოვა

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა თავდაცვის უწყების წარმომადგენლები 30-წლიანი სამსახურისთვის უწყებრივი მედლებით დააჯილდოვა, - ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს....

თავდაცვის მინისტრმ

1752764376

საზოგადოება

მარიამ ქვრივიშვილმა და მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა თანამშრომლობის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორთან სამხრეთ კავკასიაში როლანდ პრაისთან გამართა შეხვედრა. მხარეებმა იმ მნიშვნელოვან საკითხებსა და პროექ...

მარიამ ქვრივიშვილ

1752762476

საზოგადოება

თენგიზ შარმანაშვილი: ევროპიდან გვეუბნებიან, ჩვენ გავაკეთებთ საქართველოში ყველაფერს რევოლუციური სცენარების განხორციელებისთვის, უკანონო ქმედებების წახალისებისთვის და ეს თქვენმა მოქალაქეებმა არ უნდა იცოდნენ - ეს ჩვენთვის მიუღებელია

ევროპიდან გვეუბნებიან, ჩვენ გავაკეთებთ საქართველოში ყველაფერს რევოლუციური სცენარების განხორციელებისთვის, უკანონო ქმედებების წახალისებისთვის და ეს თქვენმა მოქალაქეებმა არ უნდა იცოდნენ - ასეთი ქმედებები...

თენგიზ შარმანაშვილი

1752762347

საზოგადოება

პროკურატურამ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. „შინაგან საქმეთა...

გენ პროკურატურა