არჩილ ბერიძე: არაფერს ისე არ დაუზიანებია ევროკავშირის იმიჯი საქართველოში, როგორც რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან სულ რამდენიმე თვეში, ევროკავშირის მიერ, ემანუელ მაკრონის პირით ნათქვამ უარს კანდიდატის სტატუსზე

„რამდენიმე კვირის წინ გამოქვეყნდა „ევრობარომეტრის“ კვლევა, სადაც ნათლად წერია, რომ საქართველოს მოსახლეობის ნდობა ევროკავშირის მიმართ, მნიშვნელოვნად შემცირდა. ე.წ. ოპოზიცია, არასამთავრობო სექტორი და ევრობიუროკრატები, ისრების მთავრობის მისამართით გადმოტანას ცდილობენ. ჩემი შეფასებით, არაფერს ისე არ დაუზიანებია ევროკავშირის იმიჯი საქართველოში, როგორც რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან სულ რამდენიმე თვეში, ევროკავშირის მიერ, ემანუელ მაკრონის პირით ნათქვამ უარს კანდიდატის სტატუსზე“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა არჩილ ბერიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი შეფასებით, ცინიზმია, რომ ეს ყველაფერი საქართველოს მოსახლეობას, ევროატლანტიკური მისწრაფებებიდან 30 წლის თავზე განუცხადეს, მაშინ, როდესაც არსებობს ევროკავშირის უამრავი ანგარიში, სადაც ნათლად წერია, რომ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, საქართველო ბევრად წინ არის როგორც მოლდოვაზე, ისე უკრაინაზე. ბერიძემ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსზე უარი იმ დროს უთხრეს, როდესაც არც „გამჭვირვალობის კანონი“ და არც სხვა სადავო კანონები მიღებული არ იყო.

„მინდა მოკლედ მიმოვიხილო საპარლამენტო საქმიანობის ერთი წელი და მიმდინარე მნიშვნელოვანი პოლიტიკური საკითხები. ამ ერთი წლის განმავლობაში, მომეცა შესაძლებლობა, შევხვედროდი და დავხმარებოდი უამრავ ადამიანს - ჩვენს მოქალაქესა თუ მხარდამჭერს. ჩვენი ინიციატივითა და პრემიერის მხარდაჭერით, ბათუმი გამოცხადდა ქართული კულტურის დედაქალაქად. ერთი წლის განმავლობაში იგეგმება დიდი ქართველი კომპოზიტორების შემოქმედებითი საღამოები და სხვა საინტერესო კულტურული ღონისძიებები, რომლებიც დაგეგმილია ქალაქ ბათუმში.

დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ბატონ პრემიერს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, ბატონ სულხან თამაზაშვილს და კულტურის მინისტრს, ქალბატონ თინათინ რუხაძეს, მხარდაჭერისა და თანადგომისათვის. ახლა მოკლედ მინდა შევეხო მიმდინარე პოლიტიკურ პროცესს და ჩემთვის მნიშვნელოვან საკითხებს. როგორც ვიცით, რამდენიმე კვირის წინ გამოქვეყნდა „ევრობარომეტრის“ კვლევა, სადაც ნათლად წერია, რომ საქართველოს მოსახლეობის ნდობა ევროკავშირის მიმართ, მნიშვნელოვნად შემცირდა. ე.წ. ოპოზიცია, არასამთავრობო სექტორი და ევრობიუროკრატები, ისრების მთავრობის მისამართით გადმოტანას ცდილობენ.

ჩემი შეფასებით, არაფერს ისე არ დაუზიანებია ევროკავშირის იმიჯი საქართველოში, როგორც რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან სულ რამდენიმე თვეში, ევროკავშირის მიერ, ემანუელ მაკრონის პირით ნათქვამ უარს კანდიდატის სტატუსზე, იმ მიზეზით, რომ თითქოს, საქართველო სხვა გეოგრაფიულ არეალშია. ცინიზმია, რომ ეს ყველაფერი გვითხრეს ჩვენი ევროატლანტიკური მისწრაფებებიდან 30 წლის თავზე, მაშინ, როცა ევროკავშირის ასოცირებული წევრები უკვე ვიყავით და არსებობს ევროკავშირის უამრავი ანგარიში, სადაც ნათლად წერია, რომ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, საქართველო რამდენიმე წლით წინ არის უკრაინაზეც და მოლდოვაზეც.

აქვე მინდა შეგახსენოთ, რომ ამ დროს, არც „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი და არც ე.წ. სხვა სადაო კანონები გვქონდა დამტკიცებული. ჩემი შეფასებით, ეს იყო საქართველოს სახელმწიფო ინტერესების პირდაპირი და მიზანმიმართული დაზიანება და საქართველოს ე.წ. რუხ ზონად მონიშვნა. არაფერს ისე არ შეულახავს ქართველი კაცის თვალში ევროკავშირის იმიჯი, როგორც ევრობიუროკრატების და ევროპელი პოლიტიკური ლიდერების პირდაპირ ჩარევას საქართველოს შიდა პოლიტიკურ პროცესებში. ამ მხრივ, განსაკუთრებით, ბალტები ლიდერობდნენ. ჩვენ გვახსოვს მათი საჯარო განცხადებებიც და მათი გამოსვლებიც ოპოზიციურ მიტინგებზე რუსთაველის გამზირზე. აღარაფერს ვამბობ რამდენიმე ევროპელ ელჩზე, მათი შეფასება საზოგადოებისთვის მიმინდვია. ასე რომ, ჩემი აზრით, „ევრობარომეტრის“ კვლევა, სახელმძღვანელო უნდა იყოს პირველ რიგში, ევრობიუროკრატებისა და ევროკავშირისათვის, ე.წ. ოპოზიციისათვის და ენჯეო-სექტორისათვის, რომლებიც, პირდაპირ ავანგარდში იდგნენ და კარდაკარ დადიოდნენ ბრიუსელში, რაღა არ მიგვეღო კანდიდატის სტატუსი. ასევე, მომავალი პოლიტიკოსებისათვის, რათა იცოდნენ, როგორ უნდა მოიქცნენ ამ დონის გეოპოლიტიკური ტურბულენტობის დროს, რათა სახელმწიფო, მისი სუვერენიტეტი და ეროვნული დამოუკიდებლობა დაიცვან და განამტკიცონ“, - განაცხადა არჩილ ბერიძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1750788102

მსოფლიო

ისრაელის გენერალური შტაბის მეთაური: ირანის წინააღმდეგ კამპანია არ დასრულებულა, ახალ ფაზაში შევდივართ

„ფენომენალური მიღწევის მიუხედავად, მყარად უნდა ვიდგეთ. წინ მრავალი გამოწვევა გველის. ფოკუსირებულნი უნდა დავრჩეთ - დასვენების დრო არ არის,“ - ამის შესახებ ისრაელის თავდაცვითი ძალების გენერალური შტაბის...

ისრაელის გენერალური შტაბის მეთაურ

1750785763

ახალი ამბები

არჩილ გორდულაძე: საფუძვლის გარეშე ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე მსჯელობა ფუჭია და ეს ხაზს უსვამს იმას, რომ მცდელობაა ქართველ ხალხზე ზეწოლის

„მცდელობაა, რომ ქართველი ხალხი დასაჯონ და მათ ნებაზე გავლენა მოახდინონ. ის, რომ საქართველოს საკითხი განსახილველად ივლისში გადავადდა, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმას, რომ თვითმმართველობის არჩევნებამდე და...

არჩილ გორდულაძე

1750783846

ახალი ამბები

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე მიხეილ მაღლაკელიძე დაინიშნა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე პრემიერ-მინისტრის 2025 წლის 24 ივნისის ბრძანებით მიხეილ მაღლაკელიძე დაინიშნა. უწყების ინფორმაციით, 2019 წლიდან დღემდე, მას...

მიხეილ მაღლაკელიძე

1750782903

ახალი ამბები

ირაკლი კირცხალია: ამ ქვეყანაში, კანონის წინაშე, ვერ იქნება ინდულგენცია ვერც პოლიტიკოსობა, ვერც ჟურნალისტობა და ვერცერთი სხვა თანამდებობა სხვადასხვა დარგიდან გამომდინარე

„როდესაც ჩვენი ე.წ. ოპოზიცია აღქმებზე და აღქმების თეორიაზე საუბრობს, ზოგადად, ღიმილის მომგვრელია“, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მო...

ირაკლი კირცხალია

1750780899

ახალი ამბები

პრემიერ-მინისტრმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ახალი მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი უწყების თანამშრომლებს წარუდგინა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ახალი მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი უწყების თანამშრომლებს წარუდგინა. მთავრობის მეთაურმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარ...

მარიამ ქვრივიშვილი