არჩილ გორდულაძე: ძალიან შეძრწუნებული ვართ, თუ ალეკო ელისაშვილი მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას, მის გარეშე წარმოუდგენელია თვითმმართველობის არჩევნების ჩატარება

„ძალიან შეძრწუნებული ვართ, თუ ბატონი ალეკო ელისაშვილი მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას. ვის თუ არა ალეკო ელისაშვილს აქვს ყველაზე მეტი შანსი, რომ წარმატებას მიაღწიოს“, - ასე ეხმაურება პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე ალეკო ელისაშვილის თბილისის მერობის კანდიდატად, სავარაუდო, დანიშვნას.
როგორც დეპუტატი აღნიშნავს, ალეკო ელისაშვილის გარეშე თვითმმართველობის არჩევნების ჩატარება წარმოუდგენელია.
„ძალიან შეძრწუნებული ვართ, თუ ბატონი ალეკო ელისაშვილი მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას. ვის თუ არა ალეკო ელისაშვილს აქვს ყველაზე მეტი შანსი, რომ წარმატებას მიაღწიოს. მის გარეშე წარმოუდგენელია, თვითმმართველობის არჩევნების ჩატარება. მას მოვუწოდებ, გადადგას გმირული ნაბიჯი და ნამდვილად მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში. იგი ამით გადაარჩენს თავის პატრონებსაც და „ლელოელ“ თუ გახარიელ მეგობრებსაც.
სხვათა შორის, იმ მეგობრებსაც, არცთუ ისე დიდი ხნის წინ, მევახშეებს ეძახდა და ამხელდა ხაზარაძეს, რომ ის იყო ადამიანი, რომელიც აფორმებინებდა სესხებს საპატიმროებში „ნაცმოძრაობის“ დროს. კარგია, რაც უფრო მეტი ასეთი პრინციპული და ქვეყანაზე შეყვარებული ადამიანები გაერთიანდებიან და მათ ძალიან დიდი წარმატებაც შეიძლება ვუსურვოთ, ოღონდ არა ჩვენს ქვეყანაში.
წავიდნენ და თავიანთი პატრონები რომელ ქვეყანაშიც მიუთითებენ იქ სცადონ პოლიტიკური აქტივობა. ისე, „ნაცებისთვის“ ეგ ნაცნობი ხელწერაა, საქართველოში რომ ხელი მოეცარათ, მერე წავიდნენ და სხვა ქვეყანაში სცადეს ბედი“, - აღნიშნავს გორდულაძე.
1753809425
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი სლოვაკეთის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარეს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სლოვაკეთის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარე რიჩარდ რასის შეხვდა. მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და სლოვაკეთს შორის მეგობრული ურთიერთობები. ყურადღება გ...
1753807851
ახალი ამბებილუკა კურტანიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
ვეტერან მოჭიდავეს ლუკა კურტანიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. პროკურატურამ ქალის და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო ყოფილ მეუღლეზე ძალადობის, ოჯახის წევრის ნივთის განზრა...
1753806770
საზოგადოებანიკოლოზ სამხარაძე: სლოვაკეთი რჩება საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მხარდამჭერად. ჩვენს ქვეყნებს შორის პარტნიორული ურთიერთობები მომავალშიც გაგრძელდება
სლოვაკეთი რჩება საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მხარდამჭერად, - განუცხადა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ შვეიცარიაში ქართველ ჟურნალისტებს. მისი...
1753805201
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: ჟენევაში ვიზიტის ფარგლებში, შესაძლებლობა მექნება კოლეგებთან შეხვედრის, კომუნიკაციის და ჩვენი სახელმწიფოს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე საკითხების განხილვის
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ჟენევაში იმყოფება, სადაც პარლამენტების თავმჯდომარეთა მსოფლიო კონფერენციაში (IPU) მონაწილეობს. შალვა პაპუაშვილი კონფერენციის ფარგლებში გამართულ გენე...
1753805154
საზოგადოებაგურამ გურამიშვილი: საქართველოში მეზღვაურის პროფესიის პოპულარობას საზღვაო სექტორში მთავრობის მიერ გატარებულმა რეფორმებმა შეუწყო ხელი
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გურამ გურამიშვილმა მონაწილეობა მიიღო საინფორმაციო შეხვედრაში, რომელიც ბათუმის საზღვაო აკადემიაში გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ განათლების...