კირ სტარმერის განცხადებით, თუ ისრაელი ღაზაში ცეცხლის შეწყვეტას არ დათანხმდება, დიდი ბრიტანეთი პალესტინის სახელმწიფოს სექტემბერში აღიარებს

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის კირ სტარმერის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუკი ისრაელი ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტას არ დათანხმდება, დიდი ბრიტანეთი სექტემბერში პალესტინის სახელმწიფოს აღიარებს. ამის შესახებ სტარმერმა დიდი ბრიტანეთის მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა.

„ჩვენ მოვითხოვთ დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტას ხოცვა-ჟლეტის შესაჩერებლად, გაეროს მიეცეს ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების უწყვეტი გაგზავნის უფლება შიმშილის თავიდან ასაცილებლად. ჩვენ მხარს ვუჭერთ აშშ-ის, კატარის და ეგვიპტის მთავრობების მცდელობებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.

ისრაელი თუ არ გადადგამს არსებით ნაბიჯებს, ღაზაში სავალალო ვითარების დასასრულებლად, არ მიაღწევს ცეცხლის შეწყვეტას, ნათლად არ წარმოაჩენს, რომ არ იქნება დასავლეთ სანაპიროზე ანექსია და არ აიღებს ხანგრძლივ ვალდებულებას სამშვიდობო პროცესის მიმართ, რომელიც ორი სახელმწიფოს პრინციპს ეფუძნება, გაერთიანებული სამეფო გაეროს გენერალურ ასამბლეამდე პალესტინას აღიარებს“, - განაცხადა კირ სტარმერმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1753855693

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: ჟენევაში ევროპელ და სხვა კოლეგებთან ორმხრივ შეხვედრებზე ვისაუბრებთ არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერაზე, ქვეყნებს შორის ურთიერთობებსა და საერთაშორისო გამოწვევებზე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ჟენევაში ვიზიტის ფარგლებში, მონაწილეობას მიიღებს პანელურ დისკუსიაში და გენერალურ დებატებში, სადაც სიტყვით გამოვა. პაპუაშვილის თქმით,...

შალვა პაპუაშვილი

1753853926

ახალი ამბები

ნიკოლოზ სამხარაძე: ევროპის ქვეყნების სპიკერებთან ვისაუბრებთ ევროკავშირში ინტეგრაციაზეც, გვინდა, ჩვენმა პარტნიორებმა პირველწყაროდან იცოდნენ, რა ხდება საქართველოში

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, საქართველოს დელეგაცია დღეს შეხვედრებს გამართავს აზიის, აფრიკის, ლათინური ამერიკისა და ევროპის ქვეყნების სპიკერებ...

ნიკოლოზ სამხარაძე

1753851940

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი დღეს ჟენევაში გენერალურ დებატებში მიიღებს მონაწილეობას, სადაც სიტყვით გამოვა

დღეს ჟენევაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მონაწილეობას მიიღებს გენერალურ დებატებში, სადაც სიტყვით გამოვა. უკვე მეორე დღეა საქართველოს დელეგაცია შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობ...

შალვა პაპუაშვილი

1753851645

მსოფლიო

რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში 8.7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, ცუნამის შესახებ გაფრთხილება გავრცელდა რუსეთში, იაპონიასა და აშშ-ში

ცუნამის შესახებ გაფრთხილება გამოცხადდა რუსეთის ზოგიერთ ნაწილში, იაპონიაში, ალასკაზე, ჰავაისა და აშშ-ის დასავლეთ სანაპიროზე მას შემდეგ, რაც 8.7 მაგნიტუდის ძლიერი მიწისძვრა მოხდა რუსეთის აღმოსავლეთ სანა...

ცუნამის პირველი ტალღა

1753822448

მსოფლიო

უკრაინული მედიის ცნობით, ევროკავშირმა 24 ივლისს უკრაინის მთავრობას აცნობა, რომ კიევის ფინანსურ დახმარებას სრულად აჩერებს

უკრაინული მედიის ცნობით, ევროკავშირმა 24 ივლისს აცნობა უკრაინის მთავრობას, რომ კიევის ფინანსურ დახმარებას სრულად აჩერებს. ამის შესახებ ინფორმაციას „ევროპეისკაია პრავდა“ უკრაინის მთავრობაში, დიპლომატიუ...

 უკრაინის მთავრობას