უკრაინული მედიის ცნობით, ევროკავშირმა 24 ივლისს უკრაინის მთავრობას აცნობა, რომ კიევის ფინანსურ დახმარებას სრულად აჩერებს

უკრაინული მედიის ცნობით, ევროკავშირმა 24 ივლისს აცნობა უკრაინის მთავრობას, რომ კიევის ფინანსურ დახმარებას სრულად აჩერებს.

ამის შესახებ ინფორმაციას „ევროპეისკაია პრავდა“ უკრაინის მთავრობაში, დიპლომატიურ წრეებსა და უმაღლეს რადაში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ცნობით, ეს ინფორმაცია გამოცემას ევროკავშირის სტრუქტურებშიც დაუდასტურეს.

ამის მიზეზად სახელდება უკრაინის რადას მიერ 22 ივლისს მიღებული საკანონმდებლო ცვლილება, რომლითაც უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო და სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურა, ფაქტობრივად, გენერალური პროკურატურის ზედამხედველობის ქვეშ მოექცა.

მედიის ცნობით, უპირველეს ყოვლისა, საუბარია საგანგებო შემოსავლების დაჩქარებული წესით მიღების მექანიზმზე, რომლის ფარგლებშიც უკრაინას წლის ბოლომდე 20 მილიარდი ევრო უნდა მიეღო.

ასევე გაყინულია კრედიტები, რომლებიც კიევს რეკონსტრუქციისა და განვითარების ევროპული ბანკისა და ევროპული საინვესტიციო ბანკისგან უნდა მიეღო.

როგორც მედია იუწყება, ანალოგიური ბედი, შესაძლოა, ეწიოს დაფინანსების კიდევ ერთ მექანიზმს – Ukraine Facility-საც. ევროკომისიაში განაცხადეს, რომ ამ მექანიზმის ფარგლებში უკრაინა შემდეგი ტრანშის სახით, დაპირებული 4.5 მილიარდი ევროს ნაცვლად, 3.05 მილიარდს მიიღებს.

ამის მიზეზი ისაა, რომ კიევმა კვლავ არ დაასრულა სამი რეფორმა. ერთ-ერთი მათგანი არის დეცენტრალიზაცია, მეორე – აქტივების მოძიებისა და მართვის სააგენტოს რეფორმა და მესამე უმაღლესი ანტიკორუფციული სასამართლოს მოსამართლეების შერჩევა.

უკრაინის უმაღლეს რადაში აცხადებენ, რომ მთავრობამ აპრილი-ივნისის პერიოდში ევროკავშირის 11 მოთხოვნიდან მხოლოდ ხუთი შეასრულა.

ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა უკვე წარუდგინა რადას საკანონმდებლო პაკეტი, რომელმაც, ზელენსკის თქმით, უნდა აღადგინოს ანტიკორუფციული ორგანოების დამოუკიდებლობა. ამ კანონპროექტს რადა 31 ივლისს უყრის კენჭს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1753861581

ახალი ამბები

ნიკოლოზ გულუა: ბანკი „ქართუ“ არის ფონდი „ქართუს“ მფლობელობაში და ბანკიდან მიღებული ქონება ემსახურება ფონდის პროექტების განხორციელებას - „ტვ პირველის“ ცილისწამების მიზანი არის ის, რომ მოხდეს „ქართუს“ დისკრედიტაცია

„ბანკი „ ქართუ“ არა ერთხელ გახდა „ტვ პირველის“ თავდასხმის ობიექტი და ამჯერადაც, საქმე ეხებოდა „ტვ პირველში“ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ბანკი ბიძინა ივანიშვილის მიერ გამოყენებულ იქნა ქონების გადასამა...

ნიკოლოზ გულუა

1753861082

სპორტი

სასაზღვრო პოლიციამ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე ორგანიზებული ჯგუფის მიერ მიგრანტის უკანონო გადაყვანის მომზადების ფაქტზე 3 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმე...

სასაზღვრო პოლიცია

1753859733

ახალი ამბები

დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით უკრაინის მოქალაქე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოსა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დ...

 უკრაინის მოქალაქე დააკავეს

1753858391

ახალი ამბები

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 36 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტისა და სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების მჭიდრო კოორდინაციით ბოლო დღეებში ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოდან უც...

მიგრაციის დეპარტამენტი

1753858191

ახალი ამბები

ცესკო: ევროპარლამენტის მორიგი განცხადება უდანაშაულობის პრეზუმფციას არღვევს

საარჩევნო ადმინისტრაცია შეშფოთებას გამოთქვამს ბოლო დროს ევროპარლამენტის სახელით გამოქვეყნებულ განცხადებებში გამოთქმულ მოსაზრებებთან დაკავშირებით, სადაც 26 ოქტომბრის არჩევნები მოხსენიებულია „გაყალბებულ...

ცესკოცესკო