არჩილ გორდულაძე: სხვა ქვეყნებში უბრალოდ არასწორი მიმართვის ან მკვეთრი მოძრაობის შემთხვევაშიც კი შესაძლებელია, რომ თავდაცვისთვის ცეცხლსასროლი იარაღი იყოს გამოყენებული, ჩვენ ვხედავთ სხვა მიდგომას ჩვენს ქვეყანაში
მმართველ გუნდში ფილარმონიასთან მომხდარ ინციდენტს ეხმიანებიან, სადაც მამაკაცი მანქანით რკინის ჯებირს შეეჯახა, დანით იმუქრებოდა და პოლიციას წინააღმდეგობას უწევდა. სამართალდამცველებმა მამაკაცი სპეციალური საშუალების სპრეის გამოყენების შემდეგ დააკავა.
უმრავლესობაში ამბობენ, რომ საქართველოში ადამიანის სიცოცხლის უფლება დაცულია, რადგან ნებისმიერ სხვა ქვეყანაში პოლიცია, რომელსაც შეიარაღებული ადამიანი დანას უქნევს, მას ადგილზე გაანეიტრალებდა.
„როდესაც სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელზე ხდება თავდასხმა და არსებობს მყისიერი საფრთხე, კანონით გათვალისწინებულია, რომ სამართალდამცველს აქვს უფლება, გამოიყენოს შესაბამისი ადეკვატური ძალა. ჩვენ ვხედავთ, სხვა ქვეყნებში თუ რა ძალა არის ხოლმე გამოყენებული - უბრალოდ არასწორი მიმართვის ან მკვეთრი მოძრაობის შემთხვევაშიც კი შესაძლებელია, რომ თავდაცვისთვის ცეცხლსასროლი იარაღი იყოს გამოყენებული. ჩვენ ვხედავთ სხვა მიდგომას სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ჩვენს ქვეყანაში - უფლებები აქვს ყველას და ადამიანის უფლებათა დაცვის მაღალი სტანდარტიდან გამომდინარე, ხდება მაქსიმალურად ნაკლებად მზღუდავი ზომების გამოყენება და, ამავდროულად, საკუთარი თავის საფრთხეში ჩაგდება, რათა სხვა ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა იყოს უზრუნველყოფილი, რისთვისაც კიდევ უნდა გადავუხადოთ მადლობა ჩვენს სამართალდამცავ უწყებებს“, - აცხადებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე.
1769069737
ახალი ამბებიკახა კალაძე: ბოლო დღეებში თბილისში იწმინდება და ტექნიკური მარილით მუშავდება ტროტუარები, მეორე-მესამეხარისხოვანი ქუჩები და ჩიხები
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, 17 იანვრიდან დღემდე, მოსული უხვის ნალექის გამო, გზებზე 5 000 ტონაზე მეტი მარილი დაიყარა. როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ამ ეტა...
1769068212
ახალი ამბებიდედაქალაქში ვანდალიზმის ფაქტებზე კანონით გათვალისწინებული პირობების აღსრულება მკაცრდება
„ვანდალიზმის წინააღმდეგ, მუნიციპალიტეტთან ერთად, შინაგან საქმეთა სამინისტროც იმუშავებს, აღნიშნულ ფაქტებზე კი კანონით გათვალისწინებული პირობების აღსრულება გამკაცრდება“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კა...
1769067473
ახალი ამბებისაგამოძიებო სამსახურმა ვადაგასული პროდუქციის რეალიზაციის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცვ...
1769067142
ახალი ამბებისაგამოძიებო სამსახურმა ვადაგასული პროდუქციის რეალიზაციის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცვ...
1769067060
ახალი ამბებისამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 88 პირი დააკავეს - ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი
სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 88 პირი დააკავეს - ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე გახდა...






























