არსენიო დომინგესი: საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაცია საქართველოს უყურებს როგორც მაგალითს, რომლისგანაც ვსწავლობთ მეზღვაურის პროფესიის სტანდარტებს

„საქართველოს კარგად იცნობენ მთელ მსოფლიოში, რადგან 20 000-მდე მეზღვაურია მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში განფენილი საქართველოდან. ეს არის ქვეყანა, რომელიც კიდევ უფრო მეტად უწყობს ხელს ახალი თაობის შემოსვლას საზღვაო დარგსა და პროფესიაში, ამ სფეროში ხორციელდება მნიშვნელოვანი ინვესტიციები, მათ შორის, გადამზადებისა და სერტიფიცირების კუთხით, სწორედ ამიტომ, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაცია საქართველოს უყურებს როგორც მაგალითს, რომლისგანაც ვსწავლობთ მეზღვაურის პროფესიის სტანდარტებს და ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ მეზღვაურების ყოფა და დავაკმაყოფილოთ მათი საჭიროებები,“ – ამის შესახებ საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა არსენიო დომინგესმა განაცხადა, რომელიც საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან და ეკონომიკის მინისტრთან ერთად ბათუმში მეზღვაურის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას დაესწრო.
მისასალმებელ სიტყვაში დომინგესმა ხაზი გაუსვა საქართველოს მჭიდრო თანამშრომლობას საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციასთან.
მისი შეფასებით, მეზღვაურის დღის ღონისძიებაზე უმაღლესი დონის წარმომადგენლობის - საქართველოს პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის დასწრება იმაზე მეტყველებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება საზღვაო ისტორიისა და მისი მომავლის ერთგულია.
„საქართველოში ჩვენი დელეგაციის ძალიან წარმატებული ვიზიტი შედგა. ჩემთვის დიდი პატივია, რომ ამ ქვეყანაში ვიმყოფები და აღვნიშნავ მეზღვაურის საერთაშორისო დღეს. საქართველო ინვესტიციებს ახორციელებს ახალ ტექნოლოგიებში და მივესალმები ასეთ ურთიერთობას ჩვენს ორგანიზაციასთან. ქართველი მეზღვაურები ყოველდღე გვიდასტურებენ, რამდენად მაღალი დონის პროფესიონალები არიან, მე პირველად ვარ საქართველოში და დარწმუნებული ვარ, ეს არ იქნება ჩემი ბოლო ვიზიტი,“ - განაცხადა არსენიო დომინგესმა.
აღსანიშნავია, რომ საზეიმო ღონისძიების ფარგლებში არსენიო დომინგესმა საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორთან, ალექსი ახვლედიანთან ერთად მონაწილეობა მიიღო საქართველოს გამორჩეული მეზღვაურებისა და საზღვაო სფეროს ღვაწლმოსილი წარმომადგენლების დაჯილდოების ცერემონიალში.
1751391906
საზოგადოებასულხან თამაზაშვილი: აქტიურად ვაგრძელებთ საზღვაო სექტორის მხარდაჭერას რეგიონში
ბათუმში მეზღვაურის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ საზღვაო სფეროში დასაქმებულ ადამიანებს პროფესიული დღე მიულოცა. „მეზღვაურობა საპატიო და საამ...
1751391869
მსოფლიოპუტინმა და მაკრონმა სატელეფონო საუბარი გამართეს
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა სატელეფონო საუბარი გამართეს. მხარეებმა განიხილეს ახლო აღმოსავლეთის კრიზისი, მათ შორის ირანის საკითხი და უკრაინაში მიმ...
1751389681
საზოგადოებამაკა ბოჭორიშვილი: ჩვენთვის მნიშვნელოვანია საქართველოს სტრატეგიული ინტერესები, რომელიც უნდა იყოს დაცული, ჩვენს სუვერენიტეტსა და სტრატეგიულ ინტერესებს პატივი სცენ პარტნიორებმა
ჩვენთვის მნიშვნელოვანია საქართველოს სტრატეგიული ინტერესები, რომლებიც უნდა იყოს დაცული. ჩვენს სუვერენიტეტსა და სტრატეგიულ ინტერესებს პარტნიორებმა პატივი სცენ,- განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინ...
1751389646
საზოგადოებაირაკლი კობახიძე - ქართველი მეზღვაურების კეთილდღეობა, მათი ღირსეული შრომისა და ცხოვრების პირობები ჩვენი სახელმწიფოს მთავარი პრიორიტეტია
„ჩვენს მეზღვაურებს უმნიშვნელოვანესი წვლილი შეაქვთ საქართველოს ეკონომიკაში. რიცხვებში გამოხატული ეს წვლილი ყოველწლიურად დაახლოებით 200 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მი...
1751389614
საზოგადოებაირაკლი კობახიძე - სიამაყით აღვნიშნავ, რომ დღეს საქართველოში 19 000-ზე მეტი მოქმედი მეზღვაურია და ეს რიცხვი მუდმივად იზრდება, ეს ფაქტი საზღვაო პროფესიის მზარდ პოპულარობასა და ჩვენი საგანმანათლებლო სისტემის ეფექტიანობაზე მეტყველებს
„სიამაყით აღვნიშნავ, რომ დღეს საქართველოში 19 000-ზე მეტი მოქმედი მეზღვაურია და ეს რიცხვი მუდმივად იზრდება, ეს ფაქტი საზღვაო პროფესიის მზარდ პოპულარობასა და ჩვენი საგანმანათლებლო სისტემის ეფექტიანობაზ...