ნოშრევან ნამორაძის ადვოკატი: დღეს გავრცელებული ცრუ ინფორმაციით ცდილობენ მისი საქმიანი რეპუტაციის დაზიანებას, რაც აღიქმება მის ბიზნესზე თავდასხმად, რაც ნამდვილად „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერაა - ბიზნესის რეკეტი

დღეს გავრცელებული ცრუ ინფორმაციით ცდილობენ მისი საქმიანი რეპუტაციის დაზიანებას, რაც აღიქმება მის ბიზნესზე თავდასხმად, რაც ნამდვილად „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერაა - ბიზნესის რეკეტი, - აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ბიზნესმენ ნოშრევან ნამორაძის ადვოკატი ირმა ჭკადუა სოციალურ ქსელში ავრცელებს.
ადვოკატი ეხმაურება ლევან ხაბეიშვილის მიერ „ტვ პირველის“ ეთერში გაკეთებულ განცხადებას, თითქოს ბიზნესმენი ნოშრევან ნამორაძე საზღვარზე არ გაუშვეს.
„გვსურს, გამოვეხმაუროთ სხვადასხვა მედიასაშუალებებით დღეს გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას, რომელიც ბიზნესმენ ნოშრევან ნამორაძის საქმიანი რეპუტაციის წინააღმდეგ იყო მიმართული და მიზნად ისახავდა საზოგადოების განზრახ შეცდომაში შეყვანას.
როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ნოშრევან ნამორაძე და მისი ოჯახის წევრები ხშირად გამხდარან თავდასხმის ობიექტები კონკრეტული მედიასაშუალებების მხრიდან. როგორც ჩანს, მორალური მედია ტერორი არ აღმოჩნდა საკმარისი და დღეს გავრცელებული ცრუ ინფორმაციით ცდილობენ მისი საქმიანი რეპუტაციის დაზიანებას, რაც აღიქმება მის ბიზნესზე თავდასხმად, რაც ნამდვილად „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერაა - ბიზნესის რეკეტი. ეს მანკიერი პრაქტიკა საზოგადოებამ 2012 წელს მოქმედ ხელისუფლებასთან ერთად დაასრულა...
მეტი სიცხადისთვის მათთვის, ვისაც არ ახსოვს - ნოშრევან ნამორაძე და მისი ოჯახი წინა ხელისუფლების მსხვერპლია. მას ერთხელ უკვე ჩამოართვეს ბიზნესი და დააკავეს. 16 წლის შემდეგ, ნოშრევან ნამორაძის მიმართ ამ საქმეებზე დადგა გამამართლებელი განაჩენი.
დღეს კონკრეტულ მედიასაშუალებებში შექმნილი ხელოვნური აჟიოტაჟი, რომელიც გამოგონილ ფაქტებზეა დამყარებული, არის ახალი კამპანიის ნაწილი, რომელიც კოლექტიურმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მათ მიერვე დაფინანსებული სატელევიზიო ეთერებიდან წამოიწყო.
დეზინფორმაციის გამავრცელებლების მიზანია, მიიპყრონ საზოგადოების ყურადღება და ავტორიტეტული გვარების ხსენებით ცდილობენ იაფფასიანი ტელეშოუების მოწყობას, თუმცა, როგორც ჩანს, ცრუ განცხადების გამავრცელებლებს ავიწყდებათ, რომ ძალაში შევიდა კანონი ცილისწამების შესახებ, რაც მათ ავალდებულებს გავრცელებული ინფორმაციის და ფაქტების უტყუარობის დამტკიცებას.
ჩვენი მხრივ, მოუწოდებთ მედიასაშუალებებს და კერძო პირებს, ნუ გაავრცელებენ დაუზუსტებელ ინფორმაციას, მით უფრო ისეთ არასერიოზულ პოლიტიკოსზე დაყრდნობით, როგორც დღეს გავრცელებული განცხადების ავტორია.
P.S. ცრუ განცხადების გამავრცელებლებს შევახსენებთ, რომ "ქართული ოცნების" მეხოტბედ მოხსენიებული ნოშრევან ნამორაძე "ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმის მსხვერპლია. ნოშრევან ნამორაძის ადვოკატი ირმა ჭკადუა“, - აღნიშნულია განცხადებაში.
1751391906
საზოგადოებასულხან თამაზაშვილი: აქტიურად ვაგრძელებთ საზღვაო სექტორის მხარდაჭერას რეგიონში
ბათუმში მეზღვაურის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ საზღვაო სფეროში დასაქმებულ ადამიანებს პროფესიული დღე მიულოცა. „მეზღვაურობა საპატიო და საამ...
1751391869
მსოფლიოპუტინმა და მაკრონმა სატელეფონო საუბარი გამართეს
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა სატელეფონო საუბარი გამართეს. მხარეებმა განიხილეს ახლო აღმოსავლეთის კრიზისი, მათ შორის ირანის საკითხი და უკრაინაში მიმ...
1751389681
საზოგადოებამაკა ბოჭორიშვილი: ჩვენთვის მნიშვნელოვანია საქართველოს სტრატეგიული ინტერესები, რომელიც უნდა იყოს დაცული, ჩვენს სუვერენიტეტსა და სტრატეგიულ ინტერესებს პატივი სცენ პარტნიორებმა
ჩვენთვის მნიშვნელოვანია საქართველოს სტრატეგიული ინტერესები, რომლებიც უნდა იყოს დაცული. ჩვენს სუვერენიტეტსა და სტრატეგიულ ინტერესებს პარტნიორებმა პატივი სცენ,- განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინ...
1751389646
საზოგადოებაირაკლი კობახიძე - ქართველი მეზღვაურების კეთილდღეობა, მათი ღირსეული შრომისა და ცხოვრების პირობები ჩვენი სახელმწიფოს მთავარი პრიორიტეტია
„ჩვენს მეზღვაურებს უმნიშვნელოვანესი წვლილი შეაქვთ საქართველოს ეკონომიკაში. რიცხვებში გამოხატული ეს წვლილი ყოველწლიურად დაახლოებით 200 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მი...
1751389614
საზოგადოებაირაკლი კობახიძე - სიამაყით აღვნიშნავ, რომ დღეს საქართველოში 19 000-ზე მეტი მოქმედი მეზღვაურია და ეს რიცხვი მუდმივად იზრდება, ეს ფაქტი საზღვაო პროფესიის მზარდ პოპულარობასა და ჩვენი საგანმანათლებლო სისტემის ეფექტიანობაზე მეტყველებს
„სიამაყით აღვნიშნავ, რომ დღეს საქართველოში 19 000-ზე მეტი მოქმედი მეზღვაურია და ეს რიცხვი მუდმივად იზრდება, ეს ფაქტი საზღვაო პროფესიის მზარდ პოპულარობასა და ჩვენი საგანმანათლებლო სისტემის ეფექტიანობაზ...