ასეთ სისულელეზე როგორ ჩავერთო, არაფერი ჩანს ამ ვიდეოში. მახსოვს იდგა და გიჟივით ყვიროდა, რატომ მირტყამდიო. ვიდეოში ჩანს რომ ვიგინები? ჩემთვის ვიდექი წყნარად… - კიდევ რა თქვა ნიკოლოზ ბასილაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე?

თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც ჩობურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის მხრიდან ყოფილ მეუღლეზე განხორციელებულ ძალადობაზე პროცესი მიმდინარეობს, დისტანციურად ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩაერთო. მანამდე კი, დაზარალებულმა ნეკა დოროყაშვილმა სასამართლო პროცესზე წარმოადგინა ვიდეო ჩანაწერი, სადაც ისმის საუბარი, როგორ მიმართავს ის ყოფილ მეუღლეს კითხვით – რატომ ძალადობდა მასზე.

ამ ჩანაწერთან დაკავშირებით მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ ნიკოლოზ ბასილაშვილს სთხოვა, დაეფიქსირებინა საკუთარი აზრი, რა დროსაც მან ძალადობის ფაქტი უარყო და აღნიშნა, “ასეთ სისულელეზე” როგორ ჩაერთვება, რადგანაც ვიდოში არაფერი ჩანს.

რაც შეეხება თვითონ ვიდეოს შინაარსს, როგორც დოროყაშვილმა აღნიშნა, კონფლიქტი მათ შორის აშშ-ში, სასტუმროში ყოფნისას მოხდა, რა დროსაც მას ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჩაარტყა ჩანთა, რომელშიც ჩოგნები იდო. მისი თქმით, ჩანაწერი 2018 წლითაა დათარიღებული.

„რის გამო მირტყამდი, რა ღირსი ხარ შენ ვინმეს უყვარდე. ნაძირალა ხარ. ჩემი სახელი არასდროს ახსენო. ამდენ დარტყმას და ჩემს ცემას ღმერთი არასდროს გაპატიებს, ჩემზე უსამართლო დარტყმას. წადი აქედან, საერთოდ მომშორდი”, – მიმართავს დოროყაშვილი ბასილაშვილს ვიდეო ჩანაწერში.

ამის შემდეგ მოსამართლემ ნიკოლოზ ბასილაშვილს მიმართა დაეფიქსირებინა საკუთარი აზრი.

„ასეთ სისულელეზე როგორ ჩავერთო, არაფერი ჩანს ამ ვიდეოში. მახსოვს იდგა და გიჟივით ყვიროდა, რატომ მირტყამდიო. ვიდეოში ჩანს რომ ვიგინები? ჩემთვის ვიდექი წყნარად… ავიღე ახალი ნომერი და გავედი მშვიდად. ამ ვიდეოში ჩანს ჩემი მხრიდან ძალადობა? რაზე უნდა გავაკეთო კომენტარი?”- განაცხადა ბასიალშვილმა სასამართლო სხდომაზე. 

საქართველოს პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს ოჯახში ძალადობას არასრულწლოვნის თანდასწრებით. მოგვიანებით პროკურატურამ ბასილაშვილს ბრალდება დაუზუსტა და მას ძალადობის რამდენიმე ეპიზოდთან ერთად, ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ ძალადობასაც ედავებიან.

პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 21 მაისს, თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის ნელი დოროყაშვილის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. სამართალდამცველებმა ნიკოლოზ ბასილაშვილი 2020 წლის 22 მაისს დააკავეს. სასამართლომ ბასილაშვილის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე იმსჯელა და ის 100 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵მამა პეტრე, იგივე პეტრე კოლხი, პატრიარქის ბრძანებით სვეტიცხოვლის ტაძრიდან გაათავისუფლეს - რა გახდა მიზეზი?

🔵ხვიჩა კვარაცხელიას ფოტო დიეგო მარადონას შვილის ინსტაგრამზე - რას წერს ლეგენდარული ფეხბურთელის მემკვიდრე?

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1745234868

ახალი ამბები

ირაკლი ჩიქოვანი: დღეს მქონდა საშუალება ძმათა სასაფლაოზე მომენახულებინა ჩვენი გმირების საფლავები, მესაუბრა მათი ოჯახის წევრებთან და მადლიერება გამომეხატა მათი თავდადებისთვის, სამშობლოს სიყვარულისთვის, პატრიოტიზმისთვის და გმირობისთვის

 მინდა ყველას მივულოცო აღდგომის დღესასწაული. დღეს, მიცვალებულთა ხსენების დღეს მქონდა საშუალება ძმათა სასაფლაოზე მომენახულებინა ჩვენი გმირების საფლავები, მესაუბრა მათი ოჯახის წევრებთან და მადლიერება გა...

 ირაკლი ჩიქოვანი:

1745232786

ახალი ამბები

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო: დღეს „ქართული ოცნების“ დაფუძნებიდან 13 წელი შესრულდა, რეჟიმზე გამარჯვების შემდეგ, „ქართული ოცნების“ პირობებში, საქართველო მყარად დაეფუძნა დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის პრინციპებს

დღეს „ქართული ოცნების“ დაფუძნებიდან 13 წელი შესრულდა. 2012 წლის 21 აპრილს, ბიძინა ივანიშვილმა შექმნა პოლიტიკური გაერთიანება და უმძიმეს პერიოდში, საკუთარი და ოჯახის სიცოცხლის რისკის ფასად, გადამწყვეტი...

ოცნება ქართული

1745232035

ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი: პაპი ფრანცისკე სამუდამოდ დარჩება მსოფლიო ისტორიაში როგორც ღირსების, სიმდაბლისა და თანაგრძნობის სიმბოლო

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. „ქართველი ხალხის სახელით თანაგრძნობას ვუცხადებ წმინდა საყდარს, კათოლიკურ ეკლესიასა და მილიონობით მორწმუნ...

მიხეილ ყაველაშვილი

1745231615

ახალი ამბები

ბიძინა ივანიშვილი: თანაგრძნობას ვუცხადებთ კათოლიკეებს საქართველოსა და მთელს მსოფლიოში რომის პაპის, ფრანცისკეს გარდაცვალების გამო

„თანაგრძნობას ვუცხადებთ კათოლიკეებს საქართველოსა და მთელს მსოფლიოში რომის პაპის, ფრანცისკეს გარდაცვალების გამო“, - აღნიშნულია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის განცხადებაში. „თ...

ბიძინა ივანიშვილი

1745230213

ახალი ამბები

„ქართული ოცნება“: საზოგადოება ხედავს, რომ ვერავითარი მუქარა, შანტაჟი, სანქციები და განცხადებები ვერ აიძულებს ხელისუფლებას, საქართველო ომის ქარცეცხლში გახვიოს, რაც ჩვენს ქვეყანას განადგურებას მოუტანდა

დღეს „ქართული ოცნების“ დაფუძნებიდან 13 წელი შესრულდა. 2012 წლის 21 აპრილს, ბიძინა ივანიშვილმა შექმნა პოლიტიკური გაერთიანება და უმძიმეს პერიოდში, საკუთარი და ოჯახის სიცოცხლის რისკის ფასად, გადამწყვეტი...

ქართული ოცნება