„აწყობდნენ ე.წ. ქურდულ გარჩევებს“ - „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 30 პირი დააკავეს, 2 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გასულ ღამეს, ქვეყნის მასშტაბით – თბილისში, იმერეთში, სამცხე-ჯავახეთისა და კახეთის რეგიონებში კიდევ ერთი წარმატებული საპოლიციო ღონისძიება ჩაატარა – ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო-საპროცესო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული  სამყაროს” წევრობის, „ქურდული სამყაროს” საქმიანობის მხარდაჭერისა და „ქურდული სამყაროს” წევრისთვის მიმართვის ფაქტებზე 30 პირი დააკავეს, ხოლო 2 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა, - ამის შესახებ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგისა და უკანონო მიგრაციის  წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს უფროსმა თორნიკე მარსაგიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

„ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვის“ ფაქტზე დაკავებულია 19, „ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერის“ ფაქტზე - 7, ხოლო „ქურდული სამყაროს წევრობის“ ფაქტზე - 4 პირი. რაც შეეხება 2 პირს, ე.წ. „კანონიერ ქურდს“ თენგიზ ხოფერიას მეტსახელად „ჭინკა“-ს და თ.კ.-ს, მათ ბრალი დაუსწრებლად წარედგინათ.

გამოძიებით დადგინდა, რომ სისხლის სამართლის დანაშაულში ბრალდებული პირები, პირადი სარგებლის მიღების მიზნით, მოქალაქეებს შორის არსებული ფინანსური დავების მოგვარებაში ერთვებოდნენ, მოდავე მხარეებთან ერთად  აწყობდნენ ე.წ. ქურდულ გარჩევებს, ერთ-ერთი მხარის სასარგებლოდ, ე.წ. ქურდული ტრადიციების შესაბამისად იღებდნენ გადაწყვეტილებებს და მეორე მხარეს თანხის გადახდას აკისრებდნენ. კონკრეტული ვადების დარღვევის შემთხვევაში კი ფიზიკური ანგარიშსწორებითა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ.

გამოძიებით, ასევე, დადგინდა, რომ ბრალდებულებისა და მოდავე მხარეების მონაწილეობით, ე.წ. ქურდულ გარჩევებში, საზღვარგარეთ მყოფი ე.წ. „კანონიერი ქურდი“ - თენგიზ ხოფერია მეტსახელად „ჭინკა“ მონაწილეობდა.

პოლიციამ, ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო ცეცხლსასროლი იარაღები, საბრძოლო მასალა და ფული. ასევე, ამოღებულია ბრალდებულების მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და უცხოეთში მცხოვრებ ქართველ „კანონიერ ქურდებს“ უკავშირდებოდნენ.

გამოძიება „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს წევრობის“, „ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერისა“ და „ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვის“ ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის პირველი და მე-2, 223-ე ტერცია მუხლის მე-2 და 223-ე კვარტა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს, ორგანიზებულ დანაშაულთან, მათ შორის ე.წ. „ქურდული სამყაროსთან“ დაკავშირებული დანაშაულების წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლა წარმოადგენს!“ - განაცხადა თორნიკე მარსაგიშვილმა.

ინფორმაციისთვის, დანაშაულები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1757077500

ახალი ამბები

ლარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 5 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6930 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.6936 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომ...

ლარი

1757076269

ახალი ამბები

ახმეტაში ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა

ახმეტაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, მერსედესის მარკის ავტომობილი და მოტოციკლი ერთმანეთს შეეჯახა. შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიცია და...

პოლიცია

1757074719

ახალი ამბები

ბადრი ჯაფარიძე არჩევნებში მონაწილეობაზე: გადაწყვეტილება მივიღეთ კარგად გააზრების და ყველა ფაქტორის აწონ-დაწონის შემდგომ და რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება არ შეგვიცვლია

„პატივს ვცემ ყველა ოპოზიციონერის პოზიციას. ჩვენ გადაწყვეტილება მივიღეთ კარგად გააზრების და ყველა ფაქტორის აწონ-დაწონის შემდგომ და რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება არ შეგვიცვლია. ამ გადაწყვეტილების გამო...

ბადრი ჯაფარიძე

1757071884

ახალი ამბები

„სანაპირო რაიონებში ქარის გაძლიერება, წვიმა და ელჭექი“ - გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

გარემოს ეროვნული სააგენტო 7-8 სექტემბერს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.  „7 სექტემბერს დღის მეორე ნახევრიდან 8 სექტემბრის დილამდე საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელ...

 წვიმა და ელჭექი

1757071369

ახალი ამბები

პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ საპატიმრო დატოვეს

პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე, „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ლიდერებმა - მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულება დატოვეს. შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა, მ...

მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ, რომლებიც პრეზიდენტმა შეიწყალა, საპატიმრო დატოვეს