ვოლსკი: ერთადერთი ვინც მოიგო, იყო სააკაშვილი. როგორც რუსეთის მაგინებელი, წითელ ხალიჩაზე აღმოჩნდა, იყო პრივილეგირებულ მდგომარეობაში, რასაც უნდოდა აკეთებდა - რომ არა ივანიშვილის გააქტიურება, სააკაშვილი იქნებოდა და იქნებოდა

როდესაც ხარ დაფინანსებული, ხარ ვალდებული, რომანტიზირებული, რევოლუციური იდეით შეპყრობილი, გაქვს ისეთი მოცემულობა, როდესაც ინფორმაცია ნაკლები გაქვს, მაგრამ მონაწილეობ რაღაც პროცესში, რომელიც შენ პიროვნებად გაყალიბებს, ასეთი მომზადება კარგა ხანია მიმდინარეობს. ათეულობით მილიონი დოლარი დაიხარჯა ამაზე, მაგრამ, ვერცერთი ასახელებს პრორუსულობა რაში გამოიხატება, 2012 წლიდან რა შეღავათი მისცა რუსეთმა საქართველოს?! , - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ გადაცემაში „იმედი LIVE“ ოქტომბერში, ოპოზიციის ნაწილის დაგეგმილ გამოსვლებზე საუბრისას.
„მე ვიტყვი რა შეღავათი მისცა რუსეთმა სააკაშვილს. 2008 წელში სხვა გეგმა იყო, სააკაშვილმა დაიწყო ისეთი მოქმედებები, რომ მისი ზარით, რუსეთს უნდა შეჰქმნოდა გარკვეული პრობლემები, საქართველოს ინტერესები გაყიდა. ფაქტობრივად დაიწყო ისეთი პროცესი, რამაც მიიყვანა დღევანდელ მდგომარეობამდე. ვინ მოიგო, ვეკითხებით ერთმანეთს - რუსეთმა დაიკავა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პოზიცია რეგიონში, რომელიც ახლა ჩანს, რომ ის 1კმ. 200 მეტრი გაზის მილი აღმოჩნდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე, შავი ზღვის არეალს აკონტროლებს აფხაზეთიდან, აკონტროლებს ჩრდილოკავკასიის უკანა ეზოს, უამრავი ბენეფიტი მიიღო.
რა შეღავათი დაუშვა რუსეთმა?! ერთადერთი ვინც მოიგო, ეს არის სააკაშვილი. როგორც რუსეთის მაგინებელი, აღმოჩნდა წითელ ხალიჩაზე, ხელს გადახვევდა ხან მერკელს, ხან ბუშს, იყო პრივილეგირებულ მდგომარეობაში. ომის შემდეგ რუსეთთან მიმართებაში პრობლემა არც ჰქონია, როგორც კი ხელი მოაწერა, რომ საქართველომ დაიწყო ომი. აღმოჩნდა, რომ სასახლეში ზის, რუსეთიდან საფრთხე არ აქვს, რუს ტურისტებს საზღვარზე ხვდება, აცილებს, სტრატეგიული ობიექტები მიყიდა და სრული მმართველობა ხელში ჩაიგდო, მედია გაანადგურა. რასაც უნდოდა აკეთებდა, კრიტიკოსი არ ჰყავდა, ვინც გააკრიტიკა, ყველა დათრგუნა, აწამა ან ცხოვრება წაართვა. რომ არა ბიძინა ივანიშვილის გააქტიურება და ალტერნატიული პოლიტიკური ძალის გამოჩენა, სააკაშვილი იქნებოდა და იქნებოდა“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.
1757008926
სპორტისაქართველოს ეროვნული ნაკრები თურქეთთან დამარცხდა
საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლის ეგიდით პირველი შეხვედრა თბილისში, „დინამო არენაზე“ თურქეთის ნაკრებთან ჩაატარა. საქართველოს ნაკრები თურქეთთ...
1757008896
საზოგადოებახვიჩა კვარაცხელიამ თურქეთის ნაკრებს გოლი გაუტანა
ხვიჩა კვარაცხელიამ თურქეთთან მატჩში სხვაობა შეამცირა, ქართველმა ფეხბურთელმა მეტოქის კარში გოლი გაიტანა და ანგარიში 2:3 გახდა.
1757007455
სპორტისაქართველოს ნაკრებმა თურქეთის ნაკრებს გოლი გაუტანა
საქართველოს ნაკრებმა თურქეთის ნაკრებს გოლი გაუტანა, რომლის ავტორიც ფეხბურთელი ზურიკო დავითაშვილია. ამჟამად თამაშის ანგარიში 3:1-ია, თურქეთის სასარგებლოდ. მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირვ...
1757006349
სპორტიპირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები თურქეთთან მარცხდება
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლის ეგიდით პირველ შეხვედრას თბილისში, „დინამო არენაზე“ თურქეთის ნაკრებთან ატარებს. პირველი ტაიმის შემდეგ წინ თურ...
1757006282
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: ბატონი ზელენსკი და მისი ადმინისტრაციის მაღალჩინოსნები პირდაპირ ეთერში მოგვიწოდებდნენ ომში ჩართვას. აქციებზე იყო ხოლმე დიდი ეკრანები დამონტაჟებული
ბატონი ზელენსკი და მისი ადმინისტრაციის მაღალჩინოსნები პირდაპირ ეთერში მოგვიწოდებდნენ ომში ჩართვას. აქციებზე იყო ხოლმე დიდი ეკრანები დამონტაჟებული, - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თა...