ავთანდილ არაბული „ნაცმოძრაობის“ რეჟიმზე: მათ ასეთი ტაქტიკა ჰქონდათ, როდესაც ინსტიტუციას უტევდნენ, უტევდნენ ლიდერს, სამი ინსტიტუცია იყო მათი შეტევის უმთავრესი საგანი - ჩვენი სამოციქულო ეკლესია, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და მეცნიერებათა აკადემია

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც საქართველოს უნივერსიტეტებში აკადემიური პერსონალის უფლებების შელახვის ფაქტი განიხილება, ენათმეცნიერმა და აკადემიკოსმა, პროფესორმა ავთანდილ არაბულმა ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, „ნაცმოძრაობის“ რეჟიმს ასეთი ტაქტი ჰქონდა, რომ როდესაც ინსტიტუციას უტევდნენ, ისინი უტევდნენ მათ ლიდერს. მისივე თქმით, მათ მიზანში ამოიღეს სამი ინსტიტუცია - სამოციქულო ეკლესია, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და მეცნიერებათა აკადემია.

„მათ ასეთი ტაქტიკა ჰქონდათ, როდესაც ინსტიტუციას უტევდნენ, ლიდერს უტევდნენ, მიზანში ამოიღებდნენ და ამოიღეს, სამი ინსტიტუცია იყო მაშინ მათი შეტევის უმთავრესი საგანი, ეს არის ბურჯი ჩვენი სახელმწიფოებრიობისა - ჩვენი სამოციქულო ეკლესია, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და მეცნიერებათა აკადემია. ამ მიმართულებით განვითარდა და ზუსტად ერთი მეთოდი იყო, ბატონი როინის [მეტრეველი] წინააღმდეგ გაილაშქრეს, როინი იყო ისეთი გამოკვეთილი და მეორე მხრივ აკადემიის მისამართით.

ასეთი შეტევა განხორციელდა ალბერტ თავხელიძეზე, უდიდეს ფიზიკოსზე, რომელიც მაშინ იყო პრეზიდენტი და ვერ გაუძლო ამ შეტევას სხვათა შორის, წარმოგიდგენიათ, რომ ალბერტ თავხელიძეს დააბრალეს, რომ გაყიდაო აკადემ-ქალაქი, პირდაპირ იქ აკადემიის ინსტიტუტები უნდა დაფუძნებულიყო, რამდენიმე აშენდა კიდევაც და ვითომ ის მიწები იყიდებოდა. ალბერტ თავხელიძე ჩაჯდა თვითმფრინავში და გაფრინდა, გაერიდა, იმიტომ, რომ მან თქვა, რომ როდესაც ნიაღვარი მოდის, უნდა გაერიდო. მან შეატყო რა პროცესიც იყო, მით უმეტეს მას რუსეთში ჰქონდა გამოცდილება ტოტალიტარული რეჟიმი რას ნიშნავს“, - განაცხადა ავთანდილ არაბულმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1749147959

სპორტი

საქართველოს ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში ფარერის კუნძულები დაამარცხა

საქართველოს ნაკრებმა ივნისის სანაკრებო შეკრებაზე პირველი შეხვედრა ფარერის კუნძულების ეროვნულ ნაკრებთან გამართა და მეტოქე 1:0 დაამარცხა. ფაქტები: საქართველოს ნაკრებისთვის ეს ფარერებთან გამართული მესამე...

საქართველოს ნაკრებ

1749146280

მსოფლიო

ილონ მასკი: ტრამპი ჩემს გარეშე არჩევნებს წააგებდა

ჩემ გარეშე ტრამპი წააგებდა არჩევნებს, - განაცხადა ილონ მასკმა. „ჩემ გარეშე ტრამპი წააგებდა არჩევნებს, „დემოკრატები“ გააკონტროლებდნენ წარმომადგენელთა პალატას, ხოლო „რესპუბლიკელები“ სენატში 51-49 იქნებო...

ილონ მასკი

1749145146

მსოფლიო

დონალდ ტრამპი - ძალიან იმედგაცრუებული ვარ ილონ მასკით

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ძალიან გაკვირვებული და იმედგაცრუებულია საბიუჯეტო კანონპროექტის შესახებ ილონ მასკის კომენტარებით. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გერმანიის კანცლერ...

ამერიკის ექსპრეზიდენტი დონალდ ტრამპი

1749142416

საზოგადოება

თენგიზ შარმანაშვილი აშშ-ის ელჩის პენსიაში გასვლაზე: მან არ დატოვა აქტიური ელჩის შთაბეჭდილება იმ თვალსაზრისით, რომ დიდი ნაბიჯები ქვეყნებს შორის ურთიერთობის გაუმჯობესებაში არ გადაუდგამს

მან არ დატოვა აქტიური ელჩის შთაბეჭდილება იმ თვალსაზრისით, რომ დიდი ნაბიჯები ქვეყნებს შორის ურთიერთობის გაუმჯობესებაში არ გადაუდგამს, - განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმ...

თენგიზ შარმანაშვილი

1749140800

საზოგადოება

დავით სონღულაშვილი: დღეს გარემოს დაცვის მსოფლიო დღეა, უნდა გვახსოვდეს, რომ გარემოს დაცვა ყველას საქმეა - სახელმწიფოს, ბიზნესის და თითოეული ჩვენი თანამოქალაქის

დღეს გარემოს დაცვის მსოფლიო დღეა. გარემოს დაცვა, ბუნების სიყვარულთან ერთად, ჩვენი ჯანმრთელობის, ეკონომიკის და მომავალი თაობების დაცვასაც გულისხმობს. ვცდილობთ მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი მწვანე ეკონომიკ...

დავით სონღულაშვილი: