ვილი სანიოლი - ფარერებთან საუკეთესო შეხვედრა ვერ ჩავატარეთ, მაგრამ ამ შემადგენლობიდან რამდენიმე შეიძლება სექტემბერშიც გამოვიძახოთ

ფარერის კუნძულებთან მოგებული ამხანაგური მატჩის შემდეგ საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა პრესკონფერენცია გამართა.
„მოთამაშეებმა დავალებები პირველ ნახევარში კარგად შეასრულეს – საწყენი მხოლოდ ის იყო, რომ მეორე გოლი ვერ გავიტანეთ. სამწუხაროდ, მეორე ტაიმში მონდომება გვაკლდა. მოთამაშეებს უფრო ემოციებმა გადასძალა. არ უნდა დაგვავიწყეს, რომ ეს გუნდი პირველად შეიკრიბა და, ბუნებრივია, ეს თამაშზეც აისახა.
რაც შეეხება ლორიას, არასოდეს იცი, როგორ წარმოაჩენ თავს ბოლო მატჩში, გიორგიმ კი ძალიან კარგად ითამაშა. ლუკა ლოჩოშვილი? სომხეთთან ცენტრალურ მცველად კარგად ითამაშა, მაგრამ დღეს მარცხენა მცველად გამოვიყენეთ. წინასწარ ვერ ვიტყვი, სექტემბერში ვის მოვიწვევთ, რადგან ეს ფეხბურთელთა სათამაშო ფორმაზე იქნება დამოკიდებული. საბა ლობჟანიძემ კი კარგად ითამაშა – დღეს ის საუკეთესო იყო.
ნიკა გაგნიძეზე ძალიან ძლიერი ფიზიკური მონაცემების მქონე მოთამაშეა და ბევრს მოძრაობს. ისეთი ნახევარმცველია, რომელიც მომავალში აუცილებლად დაგვჭირდება. ნიკა სწორ გზას ადგას, კიდევ უფრო უნდა მოუმატოს და ვიმეორებ, აუცილებლად დაგვჭირდება.
არის მოთამაშეთა ჯგუფი, რომლებსაც ერთად არ უთამაშათ და, ცხადია, ფარერებთან საუკეთესო შეხვედრა ვერ ჩავატარეთ. მაგრამ დღეს იყვნენ მოთამაშეები, რომლებიც შეიძლება სექტემბერში გამოვიძახოთ“.
საქართველოს ნაკრები შემდეგ შეხვედრას 8 ივნისს ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე გამართავს. ჩვენი გუნდის მეტოქე კაბო-ვერდეს ეროვნული ნაკრები იქნება. შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება, პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
1749221146
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: მილიონი საკითხია, რაზეც ჩვენ გვაკრიტიკებენ და თავიანთ ქვეყანაში ეს ყველაფერი დაშვებულია, არ სიამოვნებთ ქართველებს ეს ყველაფერი და კარგავენ ნდობას ევროკავშირის მიმართ
მილიონი საკითხი შემიძლია ჩამოვთვალო, რაზეც ჩვენ გვაკრიტიკებენ და თავიანთ ქვეყანაში ეს ყველაფერი დაშვებულია. ძალიან არ სიამოვნებთ ქართველებს ეს ყველაფერი და კარგავენ ნდობას ევროკავშირის მიმართ, რაც თავ...
1749219455
საზოგადოებალევან მაჭავარიანი ოპოზიციაზე: ძალიან კარგი იქნება თუ ყველა მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას, ვინაიდან მათი რეალური რეიტინგის ლუსტრირება მოხდება და მთლიანად შერცხვებიან მათი ამომრჩევლის წინაშე
„საბოლოო ინსტრუქცია, როგორი იქნება ჯერ არ ვიცით“, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა, ოპოზიციის არჩევნებში მონაწილეობასთან დ...
1749218948
საქართველოსუსი: რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლავისმანის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული ძმები - ტარიელ და ლეონიდე თენაძეები უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლდნენ
რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლავისმანის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული ძმები: ტარიელ და ლეონიდე თენაძეები უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლდნენ და...
1749218226
ახალი ამბებიგია ვოლსკი: „ლელო“ და ანა დოლიძე ერთად იქნებიან თუ ცალ-ცალკე, საქართველოსთვის დიდი დანაკარგი არ იქნება, ამ ხალხს ქვეყნისთვის სიკეთე არ უნდა
„საქართველოსთვის დიდი დანაკარგი არ იქნება, „ლელო“ ანა დოლიძესთან ერთად იქნება თუ ცალკე“, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა. მისი თქმით, მათ წარმატება არც ერთად და...
1749217855
მსოფლიოThe Wall Street Journal: ტრამპმა შესაძლოა მასკისგან ნაყიდ Tesla-ს ავტომობილზე უარი თქვას
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მის მიერ ნაყიდი Tesla-ს მარკის ავტომობილზე, შესაძლოა, უარი თქვას. ინფორმაციას The Wall Street Journal-ი თეთრი სახლის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც გამო...