დონალდ ტრამპი - ძალიან იმედგაცრუებული ვარ ილონ მასკით

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ძალიან გაკვირვებული და იმედგაცრუებულია საბიუჯეტო კანონპროექტის შესახებ ილონ მასკის კომენტარებით. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცთან ერთად რეპორტიორებთან საუბრისას განაცხადა.

„ილონს და მე გვქონდა შესანიშნავი ურთიერთობა. არ ვიცი, გვექნება თუ არა კიდევ“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ტრამპის განმარტებით, ილონ მასკს კანონპროექტთან დაკავშირებით პრობლემა მაშინ გაუჩნდა, როდესაც გაიგო, რომ ხელისუფლება ელექტრომობილების მანდატის შემცირებას გეგმავდა.

„მე ძალიან იმედგაცრუებული ვარ, რადგან ილონმა ამ კანონპროექტის შიდა სამუშაო აქ მყოფთაგან უკეთესად იცოდა. თქვენზე უკეთ. მან მის შესახებ ყველაფერი იცოდა. მასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ ჰქონია. მას მოულოდნელად პრობლემა გაუჩნდა, როდესაც აღმოაჩინა, რომ ჩვენ ვაპირებთ ელექტრომობილების მანდატის შემცირებას, რადგან ეს მილიარდობით დოლარია და ეს ნამდვილად უსამართლოა. ჩვენ გვინდა, რომ გვქონდეს ყველა სახის მანქანა, ელეტრომანქანები, თუმცა გვინდა, რომ გვქონდეს ბენზინის ძრავებიც და სხვაც. გვინდა, რომ გვქონდეს ჰიბრიდული მანქანები. ჩვენ გვსურს, რომ ყველაფრის გაყიდვა შეგვეძლოს. და როდესაც კონგრესმა ამის შეკვეცა მოისურვა, ის ცოტა განსხვავებული გახდა და მე შემიძლია, გავიგო ეს, თუმცა მან იცოდა ამ კანონპროექტის ყველა ასპექტი. მან ის თითქმის ყველაზე უკეთ უცოდა და ამასთან არასდროს ჰქონია პრობლემა, ვიდრე არ წავიდა და თუ ნახეთ, განცხადებები, რომლებიც მან ჩემზე გააკეთა, რომლებსაც დარწმუნებული ვარ, ძალიან ადვილად მოიპოვებთ, ისინი სულ ახალია. მან თქვა კარგი რაღაცები ჩემზე. პირადად ჩემზე მას ცუდი არაფერი უთქვამს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ეს შემდეგ იქნება. თუმცა, მე ძალიან იმედგაცრუებული ვარ ილონით. მე ილონს ბევრით დავეხმარე“, – თქვა ტრამპმა.

საპასუხოდ, ილონ მასკმა ამ განცხადებას სიცრუე უწოდა და აღნიშნა, რომ მისთვის კანონპროექტი არასდროს უჩვენებიათ. მასკის შეფასებით, კანონპროექტი ხარჯების ფლანგვას გულისმხობს.

„ცივილიზაციის მთელი ისტორიის განმავლობაში არასდროს ყოფილა კანონმდებლობა, რომელიც დიდიცაა და მშვენიერიც. ყველამ იცის ეს! შენ იღებ ან დიდ და უშნო კანონპროექტს ან თხელს და მშვენიერს“, – დაწერა მასკმა სოციალურ ქსელ X-ში კანონპროექტზე, რომელსაც ტრამპმა „დიდი და მშვენიერი“ უწოდა.

ილონ მასკმა აშშ-ის მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიცია გასულ კვირას დატოვა. აღნიშნულ დეპარტამენტს, რომელიც ხარჯების შესამცირებლად შეიქმნა, მასკი 129 დღის განმავლობაში ხელმძღვანელობდა.

ცნობისთვის, კანონპროექტი ითვალისწინებს დონალდ ტრამპის პირველი ადმინისტრაციის დროს, 2017 წელს მიღებული საგადასახადო შეღავათების გაგრძელებას, ასევე თავდაცვის სფეროსა და უსაბუთო მიგრანტების მასობრივი დეპორტაციის დამატებით დაფინანსებას. ის ასევე ითვალისწინებს სახელმწიფო ვალის ლიმიტის ოთხ ტრილიონ დოლარამდე გაზრდას.

ამჟამად კანონპროექტი სენატშია წარდგენილი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1749221146

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: მილიონი საკითხია, რაზეც ჩვენ გვაკრიტიკებენ და თავიანთ ქვეყანაში ეს ყველაფერი დაშვებულია, არ სიამოვნებთ ქართველებს ეს ყველაფერი და კარგავენ ნდობას ევროკავშირის მიმართ

მილიონი საკითხი შემიძლია ჩამოვთვალო, რაზეც ჩვენ გვაკრიტიკებენ და თავიანთ ქვეყანაში ეს ყველაფერი დაშვებულია. ძალიან არ სიამოვნებთ ქართველებს ეს ყველაფერი და კარგავენ ნდობას ევროკავშირის მიმართ, რაც თავ...

ლევან მაჭავარიანი

1749219455

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი ოპოზიციაზე: ძალიან კარგი იქნება თუ ყველა მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას, ვინაიდან მათი რეალური რეიტინგის ლუსტრირება მოხდება და მთლიანად შერცხვებიან მათი ამომრჩევლის წინაშე

„საბოლოო ინსტრუქცია, როგორი იქნება ჯერ არ ვიცით“, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა, ოპოზიციის არჩევნებში მონაწილეობასთან დ...

ლევან მაჭავარიანი

1749218948

საქართველო

სუსი: რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლავისმანის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული ძმები - ტარიელ და ლეონიდე თენაძეები უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლდნენ

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლავისმანის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული ძმები: ტარიელ და ლეონიდე თენაძეები უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლდნენ და...

ტარიელ და ლეონიდე თენაძეები

1749218226

ახალი ამბები

გია ვოლსკი: „ლელო“ და ანა დოლიძე ერთად იქნებიან თუ ცალ-ცალკე, საქართველოსთვის დიდი დანაკარგი არ იქნება, ამ ხალხს ქვეყნისთვის სიკეთე არ უნდა

„საქართველოსთვის დიდი დანაკარგი არ იქნება, „ლელო“ ანა დოლიძესთან ერთად იქნება თუ ცალკე“, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა. მისი თქმით, მათ წარმატება არც ერთად და...

ვოლსკი

1749217855

მსოფლიო

The Wall Street Journal: ტრამპმა შესაძლოა მასკისგან ნაყიდ Tesla-ს ავტომობილზე უარი თქვას

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მის მიერ ნაყიდი Tesla-ს მარკის ავტომობილზე, შესაძლოა, უარი თქვას. ინფორმაციას The Wall Street Journal-ი თეთრი სახლის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც გამო...

ტრამპიტრამპი