ბინათმშენებლობის მონაწილეთა კუთვნილი თანხების მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების, მოქალაქეთა თანხების მოტყუებით დაუფლების და დაყადაღებული ქონების გაფლანგვის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინეს

საქართველოს პროკურატურამ ბინათმშენებლობის მონაწილეთა კუთვნილი თანხების მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების, მოქალაქეთა თანხების მოტყუებით დაუფლების და დაყადაღებული ქონების გაფლანგვის ფაქტებზე 2 პირს ბრალდება წარუდგინა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ, შპს „სკაიფორტი”-ს მოქმედმა და ყოფილმა დირექტორებმა, ქუთაისში, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ასაშენებლად, ფართების მომავალი მესაკუთრეებისგან მიღებული თანხები არ მოახმარეს მშენებლობას და 2015-2024 წლებში, ეტაპობრივად 1 438 777 აშშ დოლარი მიითვისეს. ასევე მოტყუებით, თაღლითურად დაეუფლენ 519 900 აშშ დოლარს და 100 800 ლარს.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ შპს „სკაიფორტის” დირექტორმა გაფლანგა შემოსავლების სამსახურის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე, საგადასახადო ვალდებულების უზრუნველსაყოფად დაყადაღებული, 53 930 ლარის ღირებულების სამშენებლო მასალა.

დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა” და მესამე ნაწილის „ა”, „ბ” ქვეპუნქტებით (თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით), 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ” ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით (სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, თუ ეს ნივთი მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში იმყოფებოდა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით), 377-ე მუხლის პირველი ნაწილით (დაყადაღებული ქონების გაფლანგვა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა“, - აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1785052725

საზოგადოება

სამების საკათედრო ტაძარში პატრიარქი საკვირაო წირვას აღავლენს

სამების საკათედრო ტაძარში, კათოლიკოს-პატრიარქი საკვირაო წირვას აღავლენს. ლიტურგიის შემდეგ, შიო მესამე მრევლს დალოცავს და ქადაგებით მიმართავს. წირვა სამებაში 10:00 საათზე დაიწყო. 

მეუფე შიო

1785051068

ახალი ამბები

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას დასავლეთ საქართველოში ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ აფრთხილებს

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას დასავლეთ საქართველოში ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ აფრთხილებს 👇 „26 ივლისის დღის მეორე ნახევრიდან 27 ივლისის დღის პირველ ნახევრამდე დასავლეთ საქართველ...

გარემოს ეროვნული სააგენტო

1785051013

ახალი ამბები

ალბი კორძაია: სააკაშვილი ჩემთვის განულდა მაშინ, როდესაც ლუკა ჭოხონელიძის დასაცავად, რომელიც მის პარტიაში პორტირდება, იკადრა ჩვენზე სიბინძურეების წერა - ტუტუცი, აწი გაირჭოს თავის სოლიდარობა

„მეც არ მესიამოვნებდა მიხეილ სააკაშვილისგან თუნდაც დადებითი პოსტი ჩემზე“, - წერს ოპოზიციონერი აქტივისტი ალბი კორძაია სოციალურ ქსელში. კორძაია მიხეილ სააკაშვილს ტუტუცს უწოდებს და აცხადებს, რომ ექსპრეზი...

ალბი კორძაია

1785050721

ახალი ამბები

სამართალდამცველებმა ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი 2 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააკავეს. ინფორმაცია...

 წითელი ცირკულარით ძებნილი

1785047470

მსოფლიო

ბერლინში მასშტაბურ პრაიდის ღონისძიებაზე ავტომობილი ხალხში შევარდა - დაიღუპა 1 ადამიანი, 16 დაშავდა

ბერლინში, სულ მცირე, 1 ადამიანი დაიღუპა და 16 დაშავდა მას შემდეგ, რაც ევროპის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ პრაიდის ღონისძიებაზე ავტომობილი ხალხში შევარდა. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს. მედიასაშუალე...

ავტომობილი ხალხში შევარდა