Capital Finance International: ძლიერება სტაბილურობაში - საქართველოს ეროვნული ბანკის როლი

გავლენიანმა ბრიტანულმა გამოცემამ, Capital Finance International-მა გამოაქვეყნა სტატია სათაურით „საქართველოს ეკონომიკური პოტენციალი: ძლიერი მხარეები, გამოწვევები და შესაძლებლობები“, რომელიც საქართველოს ეკონომიკას და ქვეყანაში განხორციელებულ რეფორმებს ეხება. პუბლიკაციაში საუბარია საქართველოს ეროვნული ბანკის როლზე.

ძლიერება სტაბილურობაში: საქართველოს ეროვნული ბანკის როლი

„საქართველოს ეროვნული ბანკი (სებ) ახორციელებს ეფექტურ მონეტარულ პოლიტიკას და უზრუნველყოფს ფინანსურ სტაბილურობას. სებ-მა ეფექტური მონეტარული პოლიტიკა გაატარა და საპროცენტო განაკვეთების დროული კორექტირება უზრუნველყო, რითაც წარმატებით მართა ინფლაციური მოლოდინები და ხელი შეუწყო ბიზნესისა და მომხმარებელთა ნდობის ხელსაყრელი გარემოს შექმნას. გლობალური ინფლაციური წნეხის მიუხედავად, საქართველოს ინფლაციის მაჩვენებელი 2022 წლის საშუალოდ 11.9 პროცენტიდან 2023 წელს 2.5 პროცენტამდე, ხოლო 2024 წელს 1.1 პროცენტამდე შემცირდა. 2023 წლის მარტიდან ინფლაცია 3 პროცენტიან მიზნობრივ მაჩვენებელზე დაბლა ნარჩუნდება, რაც სებ-ის პროაქტიური მიდგომის დასტურია.

ბანკმა ასევე მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ფინანსური სტაბილურობის განსამტკიცებლად. საქართველოს საბანკო სექტორი კვლავ მდგრადია, აქვს ადეკვატური ლიკვიდურობა და კარგად კაპიტალიზებული ინსტიტუტები. გარდა ამისა, ისეთი ინიციატივები, როგორიცაა მწვანე ობლიგაციების ბაზრის განვითარება, ხაზს უსვამს მდგრადი ზრდის მიმართ სებ-ის ერთგულებას. 2022 წელს საქართველოს პირველი კორპორატიული მწვანე ობლიგაციების გამოშვება, რომელიც განახლებადი ენერგიის პროექტებზე იყო ფოკუსირებული, იმის მაგალითია, თუ როგორ გამოიყენება ფინანსური ინოვაცია ეკონომიკური მდგრადობის გასაძლიერებლად.

გარდა ამისა, სებ-ს მნიშვნელოვანი მიღწევები აქვს უცხოური ვალუტის რყევებისა და გარე შოკების მიმართ ფინანსური სექტორის მოწყვლადობის შემცირების საქმეშიც. 2017 წლიდან სებ-მა უცხოურ ვალუტაზე დამოკიდებულების შესამცირებლად სოლიდური მაკროპრუდენციული ზომები გაატარა. ამ მიზნით, სებ-მა რამდენჯერმე მიყოლებით გაზარდა ლიმიტები უცხოური ვალუტით გაცემულ არაჰეჯირებულ სესხებზე.

ამ ძალისხმევამ მნიშვნელოვნად შეამცირა უცხოური ვალუტის სესხების წილი: 2010-იანი წლების დასაწყისში ეს მაჩვენებელი 80%-ს შეადგენდა, დღეს კი დაახლოებით 43%-ია. ასევე, უცხოური ვალუტის დეპოზიტების წილი, რომელიც 2010-იანი წლების დასაწყისში მსგავს დონეზე იყო, 52%-მდე შემცირდა. შედეგად, საქართველოს ფინანსური სექტორი გარე შოკების მიმართ უფრო მდგრადი გახდა.

როგორც საერთაშორისო პარტნიორების შესაბამისი გამოხმაურებით და შეფასებებით არაერთხელ იქნა ხაზგასმული, სებ-ი და ქართული ფინანსური ინსტიტუტები აშშ-ისა და სხვა შესაბამისი მხარეების მიერ რუსეთის ფედერაციის/ბელარუსის მიმართ დაწესებული ფინანსური სანქციების მოთხოვნათა სრული დაცვით მოქმედებენ.

ბოლო წლების განმავლობაში ვირტუალური (კრიპტო) აქტივების სექტორში ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის (AML/CFT) მიზნით სებ-მა ყოვლისმომცველი მარეგულირებელი და საზედამხედველო ჩარჩო შეიმუშავა. შედეგად, 2024 წელს ევროპის საბჭოს ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ღონისძიებების შეფასების საკითხებში ექსპერტთა კომიტეტმა (MONEYVAL) დადებითად შეაფასა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების (AML/CFT) პრევენციის მიზნით გატარებული ღონისძიებები. ამ შეფასებამ საქართველოს შესაბამისობა ფინანსური ქმედების სპეციალური ჯგუფის (FATF) მე-15 რეკომენდაციასთან "ნაწილობრივ შესაბამისიდან" "მნიშვნელოვნად შესაბამისამდე" გააუმჯობესა, რითაც ის MONEYVAL-ის ევროპის საბჭოს წევრი მხოლოდ შვიდი სახელმწიფოდან ერთ-ერთი გახდა, ვინც ეს შეფასება მიიღო“, - აღნიშნულია სტატიაში.

Capital Finance Inernational ყოველკვარტალური ჟურნალი და ონლაინ-რესურსია, რომელიც აქტიურად აშუქებს ბიზნესის, ეკონომიკის და ფინანსების საკითხებს. CFI.co 12 წლის წინ დაარსდა, მისი სათავო ოფისი ლონდონში მდებარეობს და გამოცდილი სარედაქციო გუნდითაა დაკომპლექტებული. გამოცემის ბეჭდური ვერსია ვრცელდება ისეთ მსხვილ საერთაშორისო ფორუმებზე, როგორებიცაა დავოსის ეკონომიკური ფორუმი, OECD-ის კონფერენციები, დუბაის ყოველწლიური საინვესტიციო შეხვედრები (AIM), Opal Group-ის ინვესტორთა კონფერენციები, მსოფლიოს საინვესტიციო ფორუმი და სხვა. ყოველკვარტალურად CFI.co-ის ბეჭდურ გამოცემას საშუალოდ 186 000 მკითხველი ეცნობა, ონლაინ კი ყოველთვიურად 410 000 ნახვა აქვს.

ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.  

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1737532049

მსოფლიო

თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

თურქეთში, ჩანაქკალე-აივაჯიკის სანაპიროსთან ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. მედიის ცნობით, ბიძგების სიმძლავრემ 5.2 მაგნიტუდა შეადგინა. მიწისძვრა ადგილობრივი დროით 23:38 საა...

მიწისძვრა

1737531760

ახალი ამბები

თბილისის მერია 100 წლის და მეტი ასაკის მოქალაქეებისთვის ერთჯერად ფინანსურ დახმარებას 10-ჯერ ზრდის - ბენეფიტი 10 000 ლარი იქნება

„100 წელს მიღწეულ მოქალაქეთათვის ერთჯერადი დახმარების“ პროგრამის ფარგლებში, თბილისში რეგისტრირებული ხანდაზმულები 1 000 ლარის ნაცვლად, 10 000 ლარს მიიღებენ. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ დედაქალაქი...

თბილისის მერია

1737530421

ახალი ამბები

თეა წულუკიანი თორნტონს: ეჰ, ლაურა, ლაურა! ადრე, ჩემს ბავშვობაში, ტვინი იყიდებოდა დეზერტირის ბაზარში და იქნებ, გეცადათ?

პარლამენტის ვიცე-სპიკერი თეა წულუკიანი „მაკკეინის ინსტიტუტის“ გლობალური დემოკრატიის პროგრამების დირექტორის ლორა თორნტონის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება. „ეჰ, ლაურა, ლაურა! ადრე, ჩემს ბავშვობაშ...

თეა წულუკიანი თორნტონს

1737529756

მსოფლიო

ლორა თორნტონი ამბობს, რომ ტრამპი „გამაუპატიურებელი და კრიმინალია“

მაკკეინის ინსტიტუტის გლობალური დემოკრატიის პროგრამების დირექტორი, ლორა თორნტონი სოციალურ ქსელ X-ში წერს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი „გამაუპატიურებელი და კრიმინალია“. ეს განცხადება თორნტონმა...

ლორა თორნტონი და ტრამპი

1737529507

მსოფლიო

დონალდ ტრამპმა შეიწყალა პატიმარი, რომელსაც სამუდამო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შეიწყალა დარქნეტ-მაღაზიის, Silk Road-ის დამფუძნებელი როს ულბრიხტი, რომელსაც სამუდამო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. ინფორმაციას „მედუზა“ ავრცელებს. 40 წლის როს ულბრიხტს 20...

დონალდ ტრამპი