ქართული ღვინის პოპულარიზაცია საერთაშორისო სტრატეგიულ ბაზრებზე გაზრდილი ბიუჯეტით გაგრძელდება - ღვინის ეროვნული სააგენტო

ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის პროგრამის 2025 წლის ბიუჯეტი 17,4 მილიონი ლარით განისაზღვრა, რაც 1,4 მლნ ლარით აღემატება გასული წლის ანალოგიურ ბიუჯეტს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერით, 2025 წელს ქართული ღვინო აქტიურად იქნება წარმოდგენილი შემდეგ სტრატეგიულ ბაზრებზე: აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, პოლონეთი, ბალტიისპირეთის ქვეყნები, ჩინეთი, სამხრეთ კორეა და იაპონია, სადაც სხვადასხვა ფორმატის ღონისძიებას ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიები განახორციელებენ. ქართველი მწარმოებლები მონაწილეობას მიიღებენ ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების ყველა მნიშვნელოვან საერთაშორისო გამოფენაში.

„ამასთან ერთად, გაგრძელდება „ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა“, რომლის ფარგლებში მარკეტინგული ხარჯების თანადაფინანსება იმ კომპანიებისთვის განხორციელდება, რომლებიც ექსპორტს პრიორიტეტულ ბაზრებსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ახორციელებენ, გარდა დსთ-ს და სუამის ქვეყნებისა.

ადგილობრივ ბაზარზე ქართული ღვინოპროდუქციის პოპულარიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ღვინის გამოფენები, კონკურსები და ფესტივალები გაიმართება საქართველოს მასშტაბით, რაც მნიშვნელოვანია ღვინის ტურიზმის პოტენციალისა და ღვინის სამომხმარებლო კულტურის გაზრდისთვის.

აღსანიშნავია, რომ გასული წელს ღვინისა და სპირტიანი სასმელების ექსპორტიდან მიღებულია რეკორდული 565 მლნ აშშ დოლარის შემოსავლები, რაც 24%-ით აღემატება 2023 წლის ანალოგიურ მონაცემს“, - ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1737543298

მსოფლიო

ილონ მასკმა ვარშავის ცათამბჯენში ბინა იყიდა

ამერიკელმა მილიარდერმა ილონ მასკმა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავის ცათამბჯენში 6 მლნ. დოლარად ბინა იყიდა. ამის შესახებ Nexta Live იუწყება. პოლონური მედიის ცნობით, მასკის ფეშენებელური ბინა 52-ე სართულზე მ...

ილონ მასკმა ვარშავის ცათამბჯენში ბინა იყიდა

1737540370

ახალი ამბები

„აშშ-ის პრეზიდენტმა თქვა, რომ არსებობს მხოლოდ ორი სქესი - ეს ნიშნავს საწინააღმდეგო პროპაგანდის აკრძალვას, რასაც ტაშს უკრავდნენ შორიდან ზურაბიშვილი და ხაზარაძე“- ცოტნე ანანიძე

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი „ქართული ოცნებიდან“, ცოტნე ანანიძე, ეხმიანება აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას მხოლოდ ორი სქესის არსებობის შესახებ. ანანიძის განცხადე...

 ცოტნე ანანიძე

1737537166

მსოფლიო

აშშ-ში ძლიერი ქარბუქის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა

აშშ-ში ძლიერი ქარბუქის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, – ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. მედიის ცნობით, უამინდობის გამო დახურულია სკოლები, მაგისტრალები, ქვეყნის მასშტაბით გაუქმებულია 2200-...

ქარბუქი

1737534869

მსოფლიო

ტრამპი: ევროკავშირი ძალიან ცუდად გვექცევა, ამიტომ, შეიძლება ტარიფები დაუწესდეთ

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ევროკავშირის წინააღმდეგ ტარიფების დაწესებას განიხილავს. მისი თქმით, ევროკავშირი აშშ-ს ძალიან ცუდად ექცევა. „ევროკავშირი ძალიან ცუდად გვექცევა. ამიტომ,...

ტრამპი

1737533563

ახალი ამბები

თამარ ჩერგოლეიშვილი: მამუკა ხაზარაძეს ტვ პირველი „აცვია“ - გამოდის, რომ თქვენს შვილებს საჭმელს ვერ აჭმევთ, თავზე ლაფი რომ არ დაისხათ და ფეხის მასაჟი არ უკეთოთ ხაზარაძეს?

„მამუკა ხაზარაძეს ტვ პირველი აცვია, ჩათვალეთ“, - ამის შესახებ „ფედერალისტების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა განაცხადა, რომელმაც „ტვ პირველის“ მიერ „ლელოს“ ლიდერების აშშ-ში ვიზიტის გაშუქება...

ჟურნალისტი