„ჩვენი ოპოზიცია ძალიან მარტივი დასამარცხებელია“ - ლევან მაჭავარიანი

„ჩვენი ოპოზიცია ძალიან მარტივი დასამარცხებელია და რეალურად ჩვენ ქართულ ოპოზიციას კი არ ვუწევთ ოპონირებას, ჩვენ ვართ ოპოზიციაში არნახული მასშტაბის გარე ძალებთან“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.

მისი თქმით, 3 წლის განმავლობაში უამრავი უსამართლო განცხადება და დეზინფორმაცია იხილეს საქართველოს მიმართულებით.

„არიან ის ძალები, რომლებსაც აწყობთ, რომ ეს ომი გაჭიანურდეს. შესაბამისად, მეორე ფრონტიც იმიტომ აწყობდათ, რომ გაეფანტათ რუსეთის ყურადღება და უფრო გაჭიანურებულიყო ეს ომი. ამის მიღმა ძალიან დიდი ფინანსური ინტერესებიც დგას.

ჩვენ რეალურად ჩვენ ოპოზიციას კი არ ვუწევთ ოპონირებას, ჩვენი ოპოზიცია ძალიან მარტივი დასამარცხებელია, ჩვენ ვართ ოპოზიციაში სწორედ ამ არნახული მასშტაბის გარე ძალებთან. სამი წელია რაც ეს წნეხი დაიწყო ჩვენი ქვეყნის მიმართ. ამ დროის განმავლობაში ვიხილეთ უამრავი უსამართლო განცხადება, ნაბიჯი, დეზინფორმაცია საქართველოს მიმართულებით, მაგრამ ყველაფერს ვუძლებთ და ძალიან მყარად ვდგავართ“, - აღნიშნავს  ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1736506722

მსოფლიო

პესკოვი: პუტინი ტრამპთან შეხვედრისთვის ღიაა

კრემლი აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად მზადება მიმდინარეობს. როგორც კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პე...

პესკოვი

1736505605

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი საგამოძიებო კომისიის შექმნაზე: დღეს ჩვენ მზად ვართ, რომ ეს ნაბიჯი გადავდგათ და შევასრულოთ ის დაკვეთა, რაც მოდის მოსახლეობისგან

„ეს იყო ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის დაკვეთა მოყოლებული 2012 წლიდან“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა საგამოძიებო კომისიის შექმნასთან და...

ლევან მაჭავარიანი

1736503558

ახალი ამბები

ოპოზიციურმა მედიამ ბუნდესტაგის საპარლამენტო ჯგუფების მიერ საქართველოსთან დაკავშირებით გავრცელებული ტყუილი დამალა

ბუნდესტაგის საპარლამენტო ჯგუფების მიერ გავრცელებული ტყუილი, თითქოს „საქართველოში ეუთოს გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისია არ იქნა დაშვებული“ ოპოზიციურმა მედიამ არ გააშუქა. გავრცელებულ განცხადებაში არსე...

გერმანიის პარლამენტი

1736501094

ახალი ამბები

რა ტყუილი წერია ბუნდესტაგის საპარლამენტო ჯგუფების მიერ გავრცელებულ განცხადებაში - საქართველოსთან დაკავშირებით ცრუ ინფორმაცია ვრცელდება

ბუნდესტაგის საპარლამენტო ჯგუფები საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში გადაუმოწმებელ და ცრუ ინფორმაციას ავრცელებენ. კერძოდ, განცხადებაში ვკითხულობთ: „ეუთოს გრძელვადი...

გერმანია

1736498967

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე ჩინეთის ელჩს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ჭოუ ციენს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრმა შეხვედრა...

ირაკლი კობახიძე ჩინეთის ელჩს შეხვდა