„ჩვენი პარტიის საპატიო თავმჯდომარემ ბევრი გაიღო ქვეყნის ინტერესებისთვის, მან ყველაფერი შესწირა, როცა დაინახა, რომ საქართველო ძალიან რთულ მდგომარეობაში იყო“ - პრემიერი

„შემიძლია ძალიან მტკიცედ ვთქვა, რომ ჩვენთვისაც და პირადად ჩემთვისაც ბატონი ივანიშვილი ერთ-ერთი მისაბაძი მაგალითია და მის ნაბიჯებს მივყვებით“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ შვეიცარიულ ყოველკვირეულ ჟურნალ Die Weltwoche-თან ინტერვიუში განაცხადა.

პრემიერის თქმით, 2011 წელს, როცა ის პოლიტიკაში მოვიდა, ბევრი რამის დათმობა მოუწია, რადგან მნიშვნელოვანი ბარიერების წინაშე აღმოჩნდა.

„ჩვენ ძალიან ვამაყობთ საქართველოს ისტორიით. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველას გვყავს ჩვენი მისაბაძი მაგალითი, ძალიან ცნობილი მეფეები, რომლებმაც ბევრი გააკეთეს ამ ქვეყნისთვის. ჩვენ გვყავს, მაგალითად, მეფე დავით IV, რომელმაც საქართველო მართლაც დიდებულად აქცია ჩვენს ისტორიაში.

ჩვენ გვყავს ძალიან ცნობილი მეფე ერეკლე II და მან მიიღო ძალიან ბრძნული გადაწყვეტილებები, რომლის წყალობითაც საქართველომ მოახერხა გადარჩენა, რელიგიის დაცვა და საბოლოოდ კიდევ ერთხელ გახდა დამოუკიდებელი ქვეყანა. ჩვენ გვყავს, მაგალითად, ძალიან ცნობილი საზოგადო მოღვაწე, ილია ჭავჭავაძე, რომელიც ყველა ჩვენგანისთვის მისაბაძი მაგალითია.

ჩვენ ბევრი მისაბაძი მაგალითი გვყავს და ვამაყობთ საქართველოს ისტორიით. როცა ვსაუბრობთ თანამედროვე პოლიტიკაზე, ეს მხოლოდ ჩემი პოზიცია არ არის, ამას ჩვენი თანაგუნდელებიც დაადასტურებენ, რომ გვყავს ჩვენი პარტიის ლიდერი, პარტიის საპატიო თავმჯდომარე, რომელიც ბიზნესმენი იყო, ახლა კი საქველმოქმედო საქმიანობას ეწევა და ბევრი რამ გააკეთა ამ ქვეყნისთვის. მან ბევრი გაიღო ამ ქვეყნის ინტერესებისთვის.

2011 წელს, როცა ის პოლიტიკაში მოვიდა, ბევრი რამის დათმობა მოუწია, რადგან მნიშვნელოვანი ბარიერების წინაშე აღმოჩნდა. ადამიანებისთვის ადვილი არ არის მსხვერპლის გაღება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მათ აქვთ ასეთი დიდი დაბრკოლებები.

მაგრამ მან ყველაფერი შესწირა, როცა დაინახა, რომ საქართველო ძალიან რთულ მდგომარეობაში იყო.

ბოლო სამი წლის განმავლობაშიც კი, ამ ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის ბრძოლის გამო, მას უამრავი პირადი პრობლემა შეექმნა. შემიძლია ძალიან მტკიცედ ვთქვა, რომ ჩვენთვისაც და ჩემთვისაც ბატონი ივანიშვილი ერთ-ერთი მისაბაძი მაგალითია და მის ნაბიჯებს მივყვებით”, - განაცხადა პრემიერმა.

პრემიერ-მინისტრთან ინტერვიუ ჟურნალის მთავარმა რედაქტორმა და მფლობელმა როჯერ კოპელმა ჩაწერა. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1739265339

ახალი ამბები

საპენსიო სააგენტოს მონაცემებით, 31 იანვრის მდგომარეობით, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა 16 229-მა პირმა, მათზე პენსიის სახით გაიცა 65.8 მლნ ლარი

საპენსიო სააგენტოს სტატისტიკური მონაცემების თანახმად, საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა მილიონ 591 ათასი ადამიანია. სააგენტოს ცნობით, 2025 წლის 31 იანვრის მდგომარეობით, დაგროვებითი პ...

იტალია

1739262605

ახალი ამბები

2024 წლის კორუფციის აღქმის ინდექსით საქართველო აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალურ აზიის რეგიონში ლიდერობს

„საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ „კორუფციის აღქმის ინდექსი 2024“ გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო კვლავ ინარჩუნებს მოწინავე პოზიციებს და წელსაც პირველ ადგილზეა აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ...

კორუფცია

1739260671

ახალი ამბები

„თბილისი ენერჯი“ გაზის აღდგენასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

„თბილისი ენერჯის“ განცხადებით, ვაკე-საბურთალოს ტერიტორიაზე დღის ბოლომდე ეტაპობრივად დასრულდება ყველა აბონენტის გაზით მომარაგება. კომპანია აბონენტებს თხოვნით მიმართავს, გადაკეტონ გაზის ონკანები. „თბილი...

„თბილისი ენერჯი“

1739257999

ახალი ამბები

მარიამ ქვრივიშვილი: მსოფლიო მთავრობათა სამიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრს ექნება შესაძლებლობა, სიტყვით მიმართოს გლობალურ ლიდერებს და წარუდგინოს ჩვენი ქვეყნის შედეგები

 დღეს დაიწყო გლობალური მთავრობათა სამიტი, რომლის ფარგლებშიც საქართველოს მონაწილეობას აქვს უდიდესი მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციისა და პოზიციონირებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის...

მარიამ ქვრივიშვილი

1739219255

მსოფლიო

„გამოიკვეთა არარჩეული ბიუროკრატიის მასობრივი ძალისხმევა, რომელიც ცდილობს დაუპირისპირდეს არჩეულ პრეზიდენტს, კონგრესსა და სენატს“ - ილონ მასკი

გამოიკვეთა არარჩეული ბიუროკრატიის მასობრივი ძალისხმევა, რომელიც ცდილობს დაუპირისპირდეს არჩეულ პრეზიდენტს, კონგრესსა და სენატს, - განაცხადა კომპანია SpaceX-ის დამფუძნებელმა და ტრამპის ადმინისტრაციაში ა...

ილონ მასკი