დავით ჩიხელიძე: მთავრობის და ვიცე-პრემიერის აქტიური მუშაობის შედეგად, საქართველო ახალ სატრანსპორტო მარშრუტზე გასასვლელად და საერთაშორისო ლოგისტიკურ ქსელში საკუთარი როლის გაძლიერებისთვის ემზადება
მთავრობის და ვიცე-პრემიერის აქტიური მუშაობის შედეგად, საქართველო ახალ სატრანსპორტო მარშრუტზე გასასვლელად და საერთაშორისო ლოგისტიკურ ქსელში საკუთარი როლის გაძლიერებისთვის ემზადება, - წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი დავით ჩიხელიძე.
მისივე თქმით, ამ პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტს, რომელიც საქართველოს შესაძლებლობას მისცემს, გაზარდოს საზღვაო ტვირთების მიღებისა და გადამუშავების პოტენციალი და კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავოს ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ სატრანსპორტო დერეფანში.
„ამ მიმართულებით საქართველო უკვე მუშაობს ჩინეთი-ყირგიზეთი-უზბეკეთის ახალი სატრანსპორტო მარშრუტის განვითარებაშიც. ამ მარშრუტთან დაკავშირება ქვეყანას ახალ შესაძლებლობებს გაუხსნის, ხელს შეუწყობს ტვირთბრუნვის ზრდას, ინვესტიციების მოზიდვას და საერთაშორისო ვაჭრობიდან მიღებული სარგებლის გაზრდას. ანაკლიის პორტის განვითარება ამ მიზნის მიღწევაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება, რადგან თანამედროვე საპორტო ინფრასტრუქტურა საქართველოს საშუალებას მისცემს, მზარდ სატრანსპორტო ნაკადებს მოემსახუროს და რეგიონში თავისი კონკურენტული უპირატესობა გააძლიეროს. ამ მიზნების მისაღწევად ხელისუფლება კომპლექსურ ნაბიჯებს დგამს. რკინიგზის მოდერნიზაცია, ახალი ვაგონებისა და ლოკომოტივების შეძენა, გამტარუნარიანობის გაზრდა, საგზაო ქსელის გაუმჯობესება და საზღვაო პორტების განვითარება, ერთიანი გეგმის ნაწილია. საქართველოს რკინიგზის გამტარუნარიანობის 2029 წლისთვის 15 მილიონი ტონიდან 29 მილიონ ტონამდე გაზრდის მიზანი ნათლად აჩვენებს, რამდენად მასშტაბურად ვითარდება ქვეყნის სატრანსპორტო შესაძლებლობები. ამ პროცესში განსაკუთრებულია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრისა და ვიცე-პრემიერის მარიამ ქვრივიშვილის აქტიური ჩართულობა და დაუღალავი შრომა. მისი ხელმძღვანელობით მიმდინარე სამუშაო პროცესი ემსახურება იმას, რომ საქართველომ მსოფლიოში არსებული გეოპოლიტიკური და ეკონომიკური ცვლილებები სასარგებლოდ გამოიყენოს. დღეს, როდესაც საერთაშორისო ვაჭრობაში სატრანსპორტო დერეფნების მნიშვნელობა სულ უფრო იზრდება, მნიშვნელოვანია, ქვეყანამ დროულად განავითაროს ინფრასტრუქტურა, მოიზიდოს ინვესტიციები და ახალი შესაძლებლობები შექმნას. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი და სატრანსპორტო ქსელის განვითარება. ეს საქართველოსთვის მხოლოდ ინფრასტრუქტურული პროექტები არ არის, ეს არის შესაძლებლობა, ქვეყანამ უკეთ გამოიყენოს თავისი სტრატეგიული მდებარეობა, მოიზიდოს მეტი ტვირთი და ინვესტიცია, გააძლიეროს ეკონომიკა და საერთაშორისო სატრანზიტო სისტემაში უფრო მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავოს. ვიცე-პრემიერ მარიამ ქვრივიშვილის აქტიური მუშაობაც სწორედ ამ შესაძლებლობების რეალიზებასა და საქართველოსთვის მაქსიმალური ეკონომიკური სარგებლის მოტანას ემსახურება“, - წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი.
1791810700
ახალი ამბებილარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 12 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.5994 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6005 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო,...
1791809968
ახალი ამბებინინო ფოჩხუა: ანაკლიის და რკინიგზის მოდერნიზების შემდეგ, ის ინტერესი რომ საქართველო გახდეს ჩინეთი-ყირგიზეთი-უზბეკეთის ახალი სატრანსპორტო მარშრუტის განუყოფელი ნაწილი, უკვე რეალობად იქცა
„ანაკლიის და რკინიგზის მოდერნიზების შემდეგ, ის ინტერესი რომ საქართველო გახდეს ჩინეთი-ყირგიზეთი-უზბეკეთის ახალი სატრანსპორტო მარშრუტის განუყოფელი ნაწილი, შეასრულოს მთავარი როლი აზიის ქვეყნებს, ევროპას...
1791809645
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: ანტიკორუფციულ ზომად განიხილება სათანადო ხელფასით თანამდებობის პირების უზრუნველყოფა, საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ პარლამენტის თავმჯდომარეს, პრეზიდენტს, მინისტრს რატომ აქვს ამდენი ხელფასი, სპეკულაციაა
წინა ხელისუფლების პერიოდში ბიძინა ივანიშვილი პირადად, საკუთარი სახსრებით საჯარო მოსამსახურეებს უფინანსებდა ხელფასებზე დანამატებს და ეს იყო ანტიკორუფციული ზომა. ანტიკორუფციულ ზომად განიხილება სათანადო...
1791807887
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: 12 000 ლარზე ნაკლებ ხელფასს თუ აძლევ მინისტრს, ნიშნავს, უბიძგებ კორუფციისკენ, მინისტრი რა საქმესაც აკეთებს, იმის ანალოგიურ პოზიციაზე კერძო სექტორში მას ექნებოდა დაახლოებით 50 000 და 100 000 ლარი ხელფასი
„12 000 ლარზე ნაკლებ ხელფასს თუ აძლევ მინისტრს, ეს ნიშნავს იმას, რომ უბიძგებ კორუფციისკენ“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა,...
1791807082
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: თუ დააკვირდებით, აღარ აქვეყნებენ ხოლმე ოპოზიციური არხები ინფლაციის მონაცემებს, ვფიქრობ, შეცვლილი ტენდენციები არის იმ პროცესის შედეგი, რაც ჩვენ წამოვიწყეთ
„რაც შეეხება ინფლაციას, თუ დააკვირდებით, აღარ აქვეყნებენ ხოლმე ოპოზიციური არხები ინფლაციის მონაცემებს. მანამდე სიხარულით აქვეყნებდნენ ხოლმე, რომ ზრდა იყო 11-12 %-ით. იქაც მანიპულირებდნენ - აქვეყნებდნე...


























