ლევან მაჭავარიანი: ბრიუსელი გაბუტვის რეჟიმშია, რადგან საქართველომ უარი განაცხადა, იყოს გამოყენებული პროქსი ქვეყნად, მათ მოუწევთ გადახედონ თავიანთ მიდგომებს
„ყველამ კარგად ვიცით, რომ ბრიუსელის მხრიდან დეზინფორმაცია, სიცრუე, ბრალდებები იმიტომ დაიწყო, რომ უარი განვაცხადეთ, საქართველო პროქსი ქვეყნად გამოეყენებინათ“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
მისი თქმით, ბრიუსელი გაბუტვის რეჟიმშია, მხოლოდ იმიტომ, რომ საქართველომ უარი განაცხადა მეორე ფრონტის გახსნაზე.
„ჩვენ ურთიერთობას ვინარჩუნებთ ცალკეულ წევრ ქვეყნებთან და გვაქვს ურთიერთობები, ბოლო დროინდელი ვიზიტებიც ამას ცხადყოფს, თუმცა ბრიუსელი გაბუტვის რეჟიმშია, მხოლოდ იმიტომ, რომ საქართველომ უარი განაცხადა იყოს გამოყენებული პროქსი ქვეყნად, ასევე მეორე ფრონტის გახსნაზე. მათ მოუწევთ გადახედონ თავიანთ მიდგომებს. მათი მხრიდან მხოლოდ სამართლიან მიდგომაზე გვაქვს საუბარი.
არაერთხელ გაგვიცხადებია ყველა დონეზე, რომ ამდენი უსამართლობის მიუხედავად, პოლიტიკაში ემოციების ადგილი არ არის და მზად ვართ, გადავფურცლოთ ყველაფერი და ახალი ფურცლიდან დავიწყოთ ურთიერთობა“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.
როგორც დეპუტატი აღნიშნავს, როგორც საქართველოს სჭირდება ევროკავშირი, არანაკლებ სჭირდება ევროკავშირს საქართველო, უნიკალური ადგილმდებარეობიდან გამომდინარე.
„ვიდრე ისინი არ შეიმჩნევენ, რომ საქართველო არის შუა კორიდორის მონაწილე ქვეყანა, მარტივ ჭეშმარიტებას არ გაიზიარებენ, რომ ჩვენ ნამდვილად შავ ზღვას ვესაზღვრებით, საღ საუბარზე ლაპარაკი ზედმეტია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ შუა დერეფნიდან და გაზრდილი როლიდან გამომდინარე, რაც შუა დერეფანს ეთმობა, მოუწევთ, ადრე თუ გვიან, დასხდნენ და გვესაუბრონ.
შეეგუონ იმ მოცემულობას, რომ მიუხედავად იმისა, წინა საარჩევნო კამპანიები რადიკალურ ოპოზიციას თავად ჩაუტარეს, არჩევნების გზით მაინც ვერ ჩაგვანაცვლეს. მოუწევთ შეგუება, რომ ამდენი დაფინანსებული რევოლუციის მიუხედავად, საქართველოში რევოლუცია ვერ მოახდინეს. დასხდნენ და გააგრძელონ ჩვენთან საუბარი“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
1791807887
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: 12 000 ლარზე ნაკლებ ხელფასს თუ აძლევ მინისტრს, ნიშნავს, უბიძგებ კორუფციისკენ, მინისტრი რა საქმესაც აკეთებს, იმის ანალოგიურ პოზიციაზე კერძო სექტორში მას ექნებოდა დაახლოებით 50 000 და 100 000 ლარი ხელფასი
„12 000 ლარზე ნაკლებ ხელფასს თუ აძლევ მინისტრს, ეს ნიშნავს იმას, რომ უბიძგებ კორუფციისკენ“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა,...
1791807082
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: თუ დააკვირდებით, აღარ აქვეყნებენ ხოლმე ოპოზიციური არხები ინფლაციის მონაცემებს, ვფიქრობ, შეცვლილი ტენდენციები არის იმ პროცესის შედეგი, რაც ჩვენ წამოვიწყეთ
„რაც შეეხება ინფლაციას, თუ დააკვირდებით, აღარ აქვეყნებენ ხოლმე ოპოზიციური არხები ინფლაციის მონაცემებს. მანამდე სიხარულით აქვეყნებდნენ ხოლმე, რომ ზრდა იყო 11-12 %-ით. იქაც მანიპულირებდნენ - აქვეყნებდნე...
1791806427
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: 20 ლარი იყო ის მატება, რომელიც გათვალისწინებული იყო რამდენიმე წლის წინ დამტკიცებული ინდექსაციის წესით, თუმცა ბიუჯეტში გამოვძებნეთ რესურსი და ჩვენ მოვახერხეთ ჯამში 45 ლარით პენსიის გაზრდა 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის
„ბიუჯეტში გამოვძებნეთ რესურსი, კერძოდ, 128 მლნ ლარი და ამის ხარჯზე ჩვენ მოვახერხეთ პლუს 25 ლარით, ანუ ჯამში 45 ლარით პენსიის გაზრდა 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმ...
1791805123
საზოგადოებამარიამ ქვრივიშვილი: ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი ინტერესი, რომ საქართველო გახდეს ჩინეთი-ყირგიზეთი-უზბეკეთის ახალი სატრანსპორტო მარშრუტის განუყოფელი ნაწილი და კვლავ განაგრძოს შეასრულოს მთავარი როლი, დააკავშიროს ქვეყნები ევროპისა და სხვა ბაზრებს
„მინდა გამოვყო ძალიან მნიშვნელოვანი ახალი ინიციატივა, რომელზეც საქართველომ გააკეთა აქცენტი - ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი ინტერესი, რომ საქართველო გახდეს ჩინეთი-ყირგიზეთი-უზბეკეთის ახალი სატრანსპორტო მარშრ...
1791800571
საზოგადოებაპრემიერი: მივიღეთ გადაწყვეტილება, საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობის პარალელურად, შემოვიღოთ დევნილი ოჯახების, ნაცვლად საცხოვრისისა, ფულადი კომპენსაციით დაკმაყოფილების პროგრამა, კომპენსაციის ოდენობა იქნება 10 000 ლარი ოჯახის თითოეულ წევრზე
„მივიღეთ გადაწყვეტილება, საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობის პარალელურად, შემოვიღოთ დევნილი ოჯახების, ნაცვლად საცხოვრისისა, ფულადი კომპენსაციით დაკმაყოფილების პროგრამა, რომელში ჩართვაც სრულიად ნებაყოფ...



























