ირაკლი კობახიძე: 12 000 ლარზე ნაკლებ ხელფასს თუ აძლევ მინისტრს, ნიშნავს, უბიძგებ კორუფციისკენ, მინისტრი რა საქმესაც აკეთებს, იმის ანალოგიურ პოზიციაზე კერძო სექტორში მას ექნებოდა დაახლოებით 50 000 და 100 000 ლარი ხელფასი
„12 000 ლარზე ნაკლებ ხელფასს თუ აძლევ მინისტრს, ეს ნიშნავს იმას, რომ უბიძგებ კორუფციისკენ“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მინისტრი რა საქმესაც აკეთებს და რა პასუხისმგებლობაც აქვს, იმის ანალოგიურ პოზიციაზე კერძო სექტორში მას ექნებოდა დაახლოებით სულ მცირე 50 000 და 100 000 ლარი ხელფასი.
„ჩემთვის მნიშვნელოვანია ის ანაზღაურება, რომელიც მაქვს, მაგრამ მე მზად ვარ, რომ შემდეგი წლების განმავლობაში უარი ვთქვა ზრდაზე, რაც არის გათვალისწინებული. წელს არის 8.4% მთლიანად საჯარო სექტორში, შეიძლება გარკვეული უხერხულობები ამან გამოიწვიოს, მაგალითად კონკრეტული სამინისტროს დეპარტამენტის უფროსი გადამასწრებს თავისი ხელფასით, უხერხულობებს გამოიწვევს, მაგრამ მზად ვარ ამისათვის, მაგრამ მე სუბიექტური ვარ. გადავალ მინისტრებზე.
სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ მინისტრს თუ მისცემ იმაზე ნაკლებ ხელფასს, რაც აქვს, რაც არის ზუსტად არ ვიცი, ხელზე იღებენ ალბათ დაახლოებით 12 000 ლარს ახალი მაჩვენებლებით. 12 000 ლარზე ნაკლებს თუ აძლევ მინისტრს, ეს ნიშნავს იმას, რომ უბიძგებ კორუფციისკენ. კერძო სექტორში ხელფასები არის რადიკალურად გაზრდილი და მინისტრი რა საქმესაც აკეთებს და რა პასუხისმგებლობაც აქვს, იმის ანალოგიურ პოზიციაზე კერძო სექტორში მას ექნებოდა დაახლოებით მინიმუმ 50 000 და 100 000 ლარი ხელფასი და ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ 12 000 ლარი მინისტრისთვის არის ბევრი, ნორმალურია ეს? არ არის ბევრი მინისტრს 12 000 ლარი ხელფასი აუცილებლად უნდა ჰქონდეს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
1791800571
საზოგადოებაპრემიერი: მივიღეთ გადაწყვეტილება, საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობის პარალელურად, შემოვიღოთ დევნილი ოჯახების, ნაცვლად საცხოვრისისა, ფულადი კომპენსაციით დაკმაყოფილების პროგრამა, კომპენსაციის ოდენობა იქნება 10 000 ლარი ოჯახის თითოეულ წევრზე
„მივიღეთ გადაწყვეტილება, საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობის პარალელურად, შემოვიღოთ დევნილი ოჯახების, ნაცვლად საცხოვრისისა, ფულადი კომპენსაციით დაკმაყოფილების პროგრამა, რომელში ჩართვაც სრულიად ნებაყოფ...
1791800159
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: მივიღეთ გადაწყვეტილება, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის განკუთვნილი პენსია გავზარდოთ 45 ლარით
„მივიღეთ გადაწყვეტილება 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის განკუთვნილი პენსია, ნაცვლად ინდექსაციის წესით გათვალისწინებული 20 ლარისა, გავზარდოთ 45 ლარით“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ი...
1791799267
საზოგადოებაკახა კალაძე „სამართლიანი არჩევნების“ კვლევაზე: „ქართული ოცნების“ ლიდერებს რაში სჭირდებათ ყალბი გვერდები?
„ქართული ოცნების“ ლიდერებს რაში სჭირდებათ ყალბი გვერდები? თქვენ ცდილობთ, რომ ეს თქვენი პატარა ამომრჩეველი, „ბაბლი“, თქვენეულ სამყაროში აცხოვროთ“, - ასე პასუხობს თბილისის მერი კახა კალაძე ჟურნალისტის კ...
1791798809
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: ღმერთმა შეარგოს ევროკავშირის ელჩს ცეკვა და მოლხენა, მადლობას არ ვითხოვთ, უბრალოდ გვინდა, გაიაზროს, მისთვის რომ დაგვეჯერებინა, დღეს საქართველოში საცეკვაოდ საქმე არავის ექნებოდა
„ჩვენ ვიხილეთ მოცეკვავე ევროკავშირის ელჩი, ძალიან კარგია, რომ ევროკავშირის ელჩს აქვს შესაძლებლობა, იცეკვოს საქართველოში და კარგია, რომ ჩვენს საზოგადოებას აქვს იმისი განწყობაც და შესაძლებლობაც, რომ იმხ...
1791797536
საზოგადოებაკახა კალაძე სპორტსმენების ბულინგზე: ყველა წარმატებული ადამიანი ეზიზღებათ, ვისაც სამშობლო უყვარს
„ყველა წარმატებული ადამიანი ეზიზღებათ, ვისაც სამშობლო უყვარს“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მედიასთან საზოგადოების გარკვეული ჯგუფების მხრიდან სპორტსმენების, მათ შორის ძიუდოისტ ლაშა ბექაუ...



























