დავით მათიკაშვილი ლორა თორნტონის განცხადებაზე: ეს ადამიანები პირდაპირი მნიშვნელობით, მტრულად არიან განწყობილი ჩვენი ქვეყნისადმი

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, დავით მათიკაშვილი მაკკეინის ინსტიტუტის გლობალური დემოკრატიის პროგრამების უფროსის, ლორა თორნტონის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ეს ადამიანები საქართველოს მიმართ მტრულად არიან განწყობილი“.
„იმ მოცემულობაში, როდესაც ისინი მოისაკლისებენ იმას, რომ გვამები არ იყო და სისხლი არ დაიღვარა კონკრეტული პროტესტების დროს, როდესაც ქვეყანას უსურვებენ ეკონომიკურ კრიზისს და როცა ყველა მათი განცხადება - ამ ქალბატონის და ასევე ამ ინსტიტუტის სხვა წარმომადგენლების, მათ შორის სალომე ზურაბიშვილის განცხადებები არის ჩვენი სახელმწიფოს სუვერენიტეტის საწინააღმდეგოდ მიმართული და ქვეყანაში არეულობის მოსაწყობად გამიზნული, ერთადერთი დასკვნა შეგვიძლია გამოვიტანოთ, რომ ეს ადამიანები პირდაპირი მნიშვნელობით, მტრულად არიან განწყობილი ჩვენი ქვეყნისადმი“, - აცხადებს დავით მათიკაშვილი.
ინფორმაციისთვის, ლორა თორნტონის განცხადებით, მომიტინგეებმა საქართველოში პროტესტი სამოქალაქო დაუმორჩილებლობასა და გაფიცვაში უნდა გადაიყვანონ.
მისივე თქმით, საქართველოში ეკონომიკური კრიზისის შექმნაა საჭირო, რათა მომიტინგეებმა ხელისუფლება დაამარცხონ.
1740164718
ახალი ამბებისაქართველოს ნაკრებმა თბილისში დანია დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მეექვსედ ითამაშებს
საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ევრობასკეტი 2025-ის შესარჩევი ეტაპის მეხუთე ტურის მატჩი თბილისში დანიის ეროვნულ გუნდთან ჩაატარა, მეტოქე 62:60 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზური...
1740163462
ახალი ამბებიშსს-მ საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისა და წვრილმანი ხულიგნობის ფაქტზე 2 პირი დააკავა
შსს-მ საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისა და წვრილმანი ხულიგნობის ფაქტზე ორი პირი დააკავა, - ამის შესახებ ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენ...
1740159946
ახალი ამბებითბილისში ახალგაზრდა კაცი მოკლეს
თბილისში ახალგაზრდა კაცი მოკლეს. გავრცელებული ინფორმაციით, მოკლულია 20 წლის ბიჭი, მას ოჯახი 2 დღის განმავლობაში ეძებდა. ის თანატოლებმა ერთ-ერთი მეგობრის სახლში მოკლეს. მომხდართან დაკავშირებით 3 პირი დ...
1740158817
მსოფლიოტრამპი: პუტინს შეთანხმების დადება სურს, თუმცა მას ეს არ სჭირდება, რადგან რომ ნდომებოდა, მთლიანად უკრაინას მიიღებდა
პუტინს შეთანხმების დადება სურს, თუმცა მას ეს არ სჭირდება, რადგან რომ ნდომებოდა, მთლიანად უკრაინას მიიღებდა, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა. „მე არ ვცდილობ პუტინი უფრო კარგი ან უკეთესი...
1740156601
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი ბულგარეთის ელჩს შეხვდა
საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ვესელინ ვალკანოვს შეხვდა, - ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს....