ნანკა კალატოზიშვილი: ჩვენ ვიბრძვით კოალიციური მთავრობისთვის და ლიდერები ერთ სტუდიაში არ სხდებიან. როგორ უნდა დავინახო, რომ ამ პარტიებს საქართველო უყვართ, თავის ეგოებს ვერ თმობენ

„მე არ მგონია იმის ფუფუნება გვაქვს, რომ ოპოზიციური პარტიები ერთმანეთს უნდა კბენდნენ, თითს იშვერდნენ. ეს პარტიები ახლაც მარტო თავის ამომრჩეველს ეპრანჭებიან. მაგის დრო არ არის, ეს არავის აინტერესებს, ხალხი არის გაერთიანებული“- განაცხადა „ტვ პირველის“ ეთერში მსახიობმა ნანკა კალატოზიშვილმა.
ნანკა კალატოზიშვილი ოთხი ბარიერგადალახული პარტიების შესახებ საუბრობს და აცხადებს, რომ ხალხმა მათი ერთიანი ბრძოლა ვერ დაინახა.
კალატოზიშვილის თქმით, პოლიტიკოსობა არ არის პრივილეგია, არის დიდი პასუხისმგებლობა. "ან არიან ამ პასუხისმგებლობისთვის მზად ან არა და პასიური პოზიდან უნდა გამოვიდნენ".
მისივე თქმით, ყველა „აზრზე უნდა მოვიდეს და ერთიანი ძალა გვანახვონ“.
„არჩევნებამდე სალომე ზურაბიშვილმა კიდევ რაღაც მოახერხა და თავისი ქარტიით ერთობის სურათი დადო და გვეგონა, რომ სალომე ზურაბიშვილი შეძლებდა ამათ ერთ ძალად გაერთიანებას. არჩევნების მერე რასაც ვუყურებთ, მართლა, ხან ვიღაცამ ფული აიღო, ხან ვიღაცამ არ აიღო, შენ ვისგან აიღე, ერთმანეთის ჭამის იქით... ის რომ ერთი ბირთვი, ერთიანი ძალა იყვნენ ეს ოპოზიციური პარტიები და ხალხს ზუსტად ეგ დაემართა, რომ ეს ერთიანი ბრძოლა ვერ დავინახეთ ამ ადამიანების. გახარიამ თავის ბუღალტერიას გადაგვაყოლა.
გავიგეთ, რომ პარტიას სჭირდება ფინანსები, მაგრამ იმ დღეს გადაცემას ვუყურებდი და ლიდერები ერთმანეთს არ ელაპარაკებიან, ერთ სტუდიაში არ სხდებიან და ჩვენ ვსაუბრობთ კოალიციურ მთავრობაზე, ვიბრძვით ამისთვის იმ ოპოზიციასთან, რომელიც ერთმანეთს არ ელაპარაკება.
გავიგე რომ ერთმანეთს არ ენდობიან, ჩვენ გვკითხონ როგორ ვენდობით მათ, მაგრამ ჩვენ, მოქალაქეებმა, სახელმწიფოებრივი აზროვნება და ფასეულობები გამოვიჩინეთ, ერთად დავდექით იმიტომ, რომ სახელმწიფოს გადარჩენა გვინდოდა, მათ ხმა მივეცით და ახლა კეთილი ინებონ და ერთიანი ძალა გამოიჩინონ. ცალ-ცალკე კი არა, ერთად იბრძვიან ამ ქვეყნისთვის. სხვა როგორ უნდა დავინახო, რომ ამ პარტიებს უყვართ საქართველო? როგორ უნდა დავინახო თავგანწირვა. პოლიტიკოსობა არ არის პრივილეგია. არის დიდი პასუხისმგებლობა. ან არიან ამ პასუხისმგებლობისთვის მზად ან არ არიან.
იგივე ქალბატონი სალომე, პასიური პოზიდან უნდა გამოვიდნენ. „ოცნება“ თუ ვერ თმობს თავის ფულს, ესენი თავის ეგოებს ვერ თმობენ. უნდა დათმონ, ერთად საუბარი უნდა შეძლონ, ეთერებში ერთად დაჯდომაც უნდა შეძლონ. არ არის ამის დრო, რომ გახარია გამოვიდეს და პლაკატი უფრიალოს, გვარამიამ ვიღაცას რაღაცა უთხრას, ერთი წამით მართლა, აზრზე უნდა მოვიდეს ყველა და ერთიანი ძალა უნდა გვანახონ.
ჩვენი პრეზიდენტი მართლა აკეთებდა იმას, რომ ერთიანი ფრონტის შეგრძნებას აჩენდა, მაგრამ ეტყობა ბოლომდე ვერ ქნა და ესენი თავის ეგოებს ვერ თმობენ. როგორ უნდა დავინახოთ ხალხმა, რომ ამ ოთხ პარტიას ქვეყანა ისე უყვართ, რომ თავგანწირვას გვანახვებენ და ეგოებს გადადებენ გვერდზე“- განაცხადა ნანკა კალატოზიშვილმა.
1740154085
ახალი ამბებიგარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს - მოსალოდნელია დროგამოშვებით ძალიან ძლიერი ქარი
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს. სინოპტიკოსების პროგნოზით, შავი ზღვის სანაპირო ზოლში მოსალოდნელია დროგამოშვებით ძალიან ძლიერი ქარი და საფრთხის დონე არის მაღალი. „23-24 თებერვალს შავი...
1740152551
საქართველომიხეილ ყაველაშვილი: ჩვენი ქვეყნის თავდაცვის ძალების გაძლიერება და ჯარისკაცების დაფასება საქართველოს მთავრობისა და პირადად ჩემი მთავარი პრიორიტეტია
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ვაზიანში საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის მე-4 ქვეით და მე-5 საარტილერიო ბრიგადებს ესტუმრა. პრეზიდენტი სამხედრო მოსამსახურეებს შეხვდა და მ...
1740149861
ახალი ამბებიმაჭავარიანი ევროკავშირის ტრენინგებზე: სამწუხაროა, როდესაც ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „ენჯეოები“ საქართველოში მავნებელ საქმიანობას ემსახურებიან
„სამწუხაროა, როდესაც ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „ენჯეოები“ საქართველოში მავნებელ საქმიანობას ემსახურებიან“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა ევრო...
1740149707
ახალი ამბები„აუცილებელია აშშ-მა და რუსეთმა ერთმანეთში ისაუბრონ, ჩვენც მოგვიწევს რუსეთთან საუბარი დეოკუპაციასთან დაკავშირებით, ჩვენც გვაქვს დასაბრუნებელი ტერიტორიები“ - მაჭავარიანი
„რა თქმა უნდა, რუსეთ-უკრაინის ომი უნდა დასრულდეს, ამას ალტერნატივა, რა თქმა უნდა, არ გააჩნია და შესაბამისად, აუცილებელი არის, რომ აშშ-მა და რუსეთმა ერთმანეთში ისაუბრონ“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართულ...
1740149240
ახალი ამბებიშსს ბოლო პერიოდში მიმდინარე შეკრება-მანიფესტაციის მონაწილეთა ადმინისტრაციული წესით დაჯარიმების შესახებ მედიასაშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება
შინაგან საქმეთა სამინისტრო ბოლო პერიოდში მიმდინარე შეკრება-მანიფესტაციის მონაწილეთა ადმინისტრაციული წესით დაჯარიმების შესახებ მედიასაშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. როგორც შსს-ს განცხადე...