საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრებმა ერთა ლიგის პირველ ტურში ანდორა დაამარცხა

საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრებმა 2025 წლის ერთა ლიგის C დივიზიონის პირველ ტურში ანდორის ნაკრები თბილისში 2:1 დაამარცხა.
„მიხეილ მესხი 2“-ზე გამართული შეხვედრის პირველ ტაიმში ქართველ ფეხბურთელებს დიდი უპირატესობა ჰქონდათ, თუმცა გოლის გატანას ვერ ახერხებდნენ. დამაჯერებელი იყო ანდორის ნაკრების მეკარე.
თამაშის სცენარი არც მეორე ნახევარში შეცვლილა. საქართველოს ეროვნული გუნდი დროს მუდმივად შეტევაში ატარებდა, თუმცა გოლი ვერ გაჰქონდა, 69-ე წუთზე კი სოლე პალაუმ ანდორა დააწინაურა.
მატჩის 84-ე წუთზე ბებიამ ანგარიში გაათანაბრა, ხოლო 87-ე წუთზე ბაქრაძემ გაიტანა და საქართველოს ნაკრებმა პირველი სამი ქულა მოიპოვა.
ერთა ლიგის C2 ჯგუფში, საქართველოსა და ანდორის გარდა, კვიპროსისა და მალტის ნაკრებებიც ასპარეზობენ. მათი შეხვედრაც დღეს გაიმართება.
რაც შეეხება ირის ანტმანის გუნდის მომდევნო მატჩს, ქართველი ფეხბურთელები 25 თებერვალს კვიპროსს ქალაქ ლარნაკაში შეხვდებიან.
1740170178
სპორტიგიორგი შერმადინი სანაკრებო კარიერას ასრულებს
საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლება მოიპოვა. დანიასთან გადამწყვეტი მატჩის მოგების (62:60) შემდეგ გიორგი შერმადინმა ისაუბრა, რომელმაც დააანონსა, რომ ევროპის ჩემპიონატი...
1740169597
სპორტითორნიკე შენგელია: საოცარი გრძნობაა, ევრობასკეტზე მეექვსედ გავედით, ამაყი ვარ ჩემი გუნდით
საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლება მოიპოვა. დანიასთან გადამწყვეტი მატჩის მოგების (62:60) შემდეგ გუნდის კაპიტანმა, თორნიკე შენგელიამ მოკლე კომენტარი გააკეთა და ეს წარმ...
1740169538
სპორტიმადლობა გულშემატკივარს, მათ მოიგეს ეს თამაში და საქართველომ დაიმსახურა ეს ყველაფერი - დუდა სანაძე
საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლება მოიპოვა. დანიასთან გადამწყვეტი მატჩის მოგების (62:60) შემდეგ ქართველმა კალათბურთელებმა კომენტარი გააკეთეს. „რა თქმა უნდა, ემოციების...
1740168754
საქართველოროგორი ამინდი იქნება 22 თებერვალს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით
22 თებერვალს, საქართველოს უმეტეს ქალაქში თოვლია მოსალოდნელი. სინოპტიკოსების პროგნოზით, ყველაზე დაბალი ტემპერატურა, -13 გრადუსი გუდაურშია მოსალოდნელი. ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით: გაგრა +3 - უ...
1740166997
ახალი ამბებიპრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ კალათბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობა და ეროვნული ნაკრების წევრები ღირსების ორდენზე წარადგინეს
საქართველოს ისტორიაში პირველად კალათბურთში მსოფლიო ჩემპიონატის საგზურის მოპოვებისთვის, მსოფლიოს 16 საუკეთესო ნაკრებს შორის მოხვედრისა და კალათბურთში ევროპის ჩემპიონატზე მეექვსედ ასპარეზობის შესაძლებლო...