ირაკლი რუხაძე: ჩემი ძალიან დიდი სიამაყეა, დღეს რა როლსაც ასრულებს „იმედი“ და მიმაჩნია, რომ ძალიან პოზიტიურ როლს ასრულებს საქართველოს სტაბილურობისთვის

ჩემი ძალიან დიდი სიამაყეა დღეს რა როლსაც ასრულებს „იმედი“ და მიმაჩნია, რომ ძალიან პოზიტიურ როლს ასრულებს საქართველოს სტაბილურობისთვის, - განაცხადა ბიზნესმენმა, „იმედის“ მფლობელმა ირაკლი რუხაძემ გადაცემაში „თავისუფალი ბაზარი“.

გადაცემის თანაწამყვანმა იაგო ხვიჩიამ მას ჰკითხა, როგორ უყურებს თავის პოზიციას, ესაუბრება საზოგადოებას როგორც დამოუკიდებელი და თავისუფალი მედიამენეჯერი, თუ ადამიანი, რომელიც ხელმძღვანელობს სახელმწიფო პროპაგანდას მაშინ, როდესაც კოლეგა ტელევიზიის მფლობელები, ზოგი, მაგალითად შალვა რამიშვილი აღიარებს, რომ ხელისუფლების პროპაგანდისტია, ნიკა გვარამია და „ტვ პირველი“ არ ამბობენ, რომ ისინი პროპაგანდისტები არიან და თავს დამოუკიდებელ მედიებად წარმოადგენენ.

„იმედი“ ჩემთვის არასდროს იყო ბიზნესი. „იმედი“ სულ ხელს მიშლიდა იმ პერიოდში, როდესაც ბადრი [პატარკაციშვილი] იყო. ძალიან გამიხარდა, როდესაც სააკაშვილმა და ბადრიმ მოილაპარაკეს და „იმედში“ უცვლიდნენ საქართველოს რკინიგზას. შემდეგ უცებ გაასხვისეს რკინიგზა გაურკვეველ ინგლისურ კომპანიაზე. ბენდუქიძე ყვიროდა, რა საშინელებაა, ამას რატომ აკეთებთო. შემდეგ რაღაცები მოხდა და ბადრიმ გადაიფიქრა.

ახლაც ხელისშემშლელია „იმედი“, როგორც ბიზნესი და ამას რომ ვამბობ, სულ ბოდიშებს ვუხდი ხოლმე ჩემებს, ძალიან მიყვარს „იმედი“ და პატივს ვცემ იმ ხალხს, რასაც აკეთებენ იქ [ტელევიზიაში]. ჩემი ძალიან დიდი სიამაყეა დღეს რა როლსაც ასრულებს „იმედი“ და მიმაჩნია, რომ ძალიან პოზიტიურ როლს ასრულებს საქართველოს სტაბილურობისთვის. შეიძლება ვცდები, მაგრამ ამას დრო გვაჩვენებს. მე, რა თქმა უნდა, რაღაცების შეცვლა შემიძლია, მაგრამ ჩემი როლი „იმედში“ დიდი არ არის. თუ მკითხავთ რა არის ჩემთვის „იმედი“, ეს არის ვალდებულება, რომელიც ბადრის ოჯახმა გადმომცა, რადგან მათთვისაც ძალიან დიდი ვალდებულება იყო. ყველას გვესმოდა, რამხელა როლი აქვს ამ არხს. როდესაც ვიშლებოდით და მათ ლონდონში უნდოდათ დარჩენა და მე საქართველოში ცხოვრება, გადაწყვიტეს, რომ მე ვიყავი ერთადერთი ადამიანი, რომელსაც უნდა წამოეღო“, - აღნიშნა რუხაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1740077617

მსოფლიო

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი: ზელენსკის ქვეყანა არ იარსებებდა აშშ-ის გულუხვობის გარეშე, ამიტომ მადლობა უნდა თქვას - ნუ მოაწყობ ევროპაში მედია ტურს, რათა ჩირქი მოსცხო აშშ-ის პრეზიდენტს, ეს შეურაცხმყოფელია და თანაც სულელური ნაბიჯია

პრეზიდენტ ზელენსკის ქვეყანა არ იარსებებდა აშშ-ის გულუხვობის გარეშე, ამიტომ მადლობა უნდა თქვას, - განაცხადა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა. „და თუ არ ეთანხმები [აშშ-ის] პრეზიდენტს, აიღე ტელეფონ...

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი

1740074618

ახალი ამბები

ირმა ხეცურიანმა სან-პაულუს მსოფლიო თასის გათამაშებაზე ოქროს მედალი მოიპოვა

ირმა ხეცურიანმა სან-პაულუს მსოფლიო თასის გათამაშებაზე ოქროს მედალი მოიპოვა. „ირმა ხეცურიანის ბრწყინვალე სტარტი 2025 წელს! ეტლით ფარიკაობაში სან-პაულუს მსოფლიო თასის გათამაშებაზე, ირმა ხეცურიანმა წარმა...

მოფარიკავე

1740071015

მსოფლიო

ილონ მასკი: სინამდვილეში, უკრაინელი ხალხი ზელენსკის ვერ იტანს, ამიტომაც ის უარს ამბობს არჩევნების ჩატარებაზე - მან იცის, რომ საშინლად დამარცხდება, მიუხედავად იმისა, რომ აკონტროლებს ყველა უკრაინულ მედიასაშუალებას

სრულიად ცხადია, რომ ზელენსკის მიერ კონტროლირებადი გამოკითხვა მისივე რეიტინგის შესახებ სანდო ვერ იქნება, - განაცხადა კომპანია SpaceX-ის დამფუძნებელმა და ტრამპის ადმინისტრაციაში აშშ-ის მთავრობის ეფექტურ...

ილონ მასკი

1740067630

ახალი ამბები

გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, - ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. „საქართველოს რეგიონული განვითა...

 მოძრაობა აკრძალულია

1740066864

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: უამრავი მაგალითი შეგვიძლია მოვიყვანოთ, როგორ ახალისებს დიპლომატიური კორპუსი საქართველოში რადიკალიზმს

„უამრავი მაგალითი შეგვიძლია მოვიყვანოთ, როგორ ახალისებს დიპლომატიური კორპუსი საქართველოში რადიკალიზმს“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა განაცხადა, რი...

ლევან მაჭავარიანი