დავით მათიკაშვილი: მინდა დარწმუნებით ვთქვა, რომ 64-ე მუნიციპალიტეტში „ქართული ოცნება“ დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებს

„თვითმმართველობის არჩევნები არის ის პოლიტიკური კონსტიტუციით გათვალისწინებული დღის წესრიგი, რომელიც საქართველოში არის განსახორციელებელი და ბუნებრივია, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ბოლომდე დავიცვათ კონსტიტუციური და კანონისმიერი დანაწესი და მშვიდ, წყნარ ვითარებაში ჩატარდეს თვითმმართველობის არჩევნები“, - ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

როგორც დავით მათიკაშვილმა აღნიშნა, „ქართული ოცნება“ თვითმმართველობის არჩევნებში 64-ე მუნიციპალიტეტში გაიმარჯვებს.

„მინდა სრული დარწმუნებით ვთქვა, რომ 64-ე მუნიციპალიტეტში „ქართული ოცნება“ დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებს თუნდაც იმ რეიტინგებიდან გამომდინარე, რომელიც დღეს არსებობს.

რაც შეეხება სამართლებრივ პროცესსა და იმას, რომ გიორგი გახარიას პარტია აპირებს არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს, ეს არის ამ სიტუაციის პოლიტიკური მდგენელი, მაგრამ არსებობს სამართლებრივი მდგენელი, რომელსაც ვერსად გავექცევით.

ყველა დემოკრატიულ სახელმწიფოში, სადაც კანონის უზენაესობა არის პრიორიტეტი, ბუნებრივია სამართლებრივ საკითხებს ადეკვატურად უდგებიან და ასეა საქართველოს შემთხვევაშიც. როდესაც არსებობს კონკრეტული საქმე კონკრეტული მოთხოვნით, აუცილებელია სამართლებრივად გაეცეს პასუხი“, - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1750254934

საზოგადოება

სულხან თამაზაშვილი: აჭარაში მნიშვნელოვანი ზრდა ფიქსირდება ეკონომიკის ყველა სექტორში

სტაბილურობისა და უწყვეტი მშვიდობის პირობებში 2025 წელს აჭარაში ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას ველოდებით, - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, სულხან თამაზაშვილმა უმაღლეს საბჭოში 2024-2025 წლების საქმი...

სულხან თამაზაშვილ

1750254119

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: სირცხვილია, როდესაც ანტიქართული პოლიტიკა ტარდება ევროპარლამენტის კედლებში

შალვა პაპუაშვილი ევროპარლამენტში დღეს მზია ამაღლობელის საქმეზე და მედიის თავისუფლების შესახებ დაგეგმილ დებატებსა და ალტერნატიული რეზოლუციის პროექტს გამოეხმაურა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აღ...

შალვა პაპუაშვილი

1750252039

ახალი ამბები

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 18 ივნისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7276 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7283 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომ...

ვალუტის კურსი

1750250751

მსოფლიო

განგაშის უმაღლესი დონე კუნძულ ბალიზე - ვულკანის ამოფრქვევის გამო, გაუქმებულია ავიარეისები

ვულკანის ამოფრქვევის გამო, ინდონეზიის საკურორტო კუნძულ ბალის მიმართულებით ათეულობით ავიარეისი გადაიდო ან გაუქმდა. შეფერხებულია ბალიდან მომავალი რეისებიც. ინფორმაციას BBC ავრცელებს. ქვეყნის ვულკანოლოგი...

ვულკანის ამოფრქვევა

1750250616

საზოგადოება

დავით ბაციკაძე, მეორე ვადით, ევროპის რეგიონთა ასამბლეის (AER, ერა) ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს

აჭარის უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე - დავით ბაციკაძე, მეორე ვადით, ევროპის რეგიონთა ასამბლეის (AER, ერა) ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს. ინფორ...

დავით ბაციკაძე